მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარშრუტკის" მძღოლმა დამწყევლა იმის გამო, რომ ბარათით გადავიხადე" - რას აპროტესტებენ მგზავრები და რა პრობლემებზე საუბრობენ მძღოლები
"მარშრუტკის" მძღოლმა დამწყევლა იმის გამო, რომ ბარათით გადავიხადე" - რას აპროტესტებენ მგზავრები და რა პრობლემებზე საუბრობენ მძღოლები

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მგზავ­რთა ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის ზო­გი­ერ­თი მძღო­ლი მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­დის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს და მათ ნაღ­დი ფუ­ლით გა­დახ­დას სთხოვს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რამ­დე­ნი­მე მგზავ­რმა გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ბოლო პე­რი­ოდ­ში თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად დგე­ბი­ან.

“უკვე არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა მქო­ნია, როცა მძღოლს მო­უ­თხო­ვია, რომ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი ბა­რა­თით არ გა­და­ვი­ხა­დო. როცა ამას შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე და ვუ­თხა­რი, რომ ჩემ­თვის ეს უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და უკე­თე­სია, მძღო­ლი გა­ღი­ზი­ან­და, შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გად­მო­ვი­და და ისიც კი მი­თხრა, რომ იმ მგზავ­რებს, რომ­ლე­ბიც ბა­რა­თით იხ­დი­ან, მეტ-ნაკ­ლე­ბად უკვე ცნო­ბენ და სა­ერ­თოდ არ გა­უ­ჩე­რე­ბენ“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა.

სა­ა­გენ­ტოს­თან ანა­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მა­ზე ისა­უბ­რა კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ასე­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რობს.

„შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მძღოლ­მა დამ­წყევ­ლა კი­დეც იმის გამო, რა­ტომ გა­და­ვი­ხა­დე პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით. როცა მი­ზე­ზით და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა­ტომ ჰქონ­და მის­თვის ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა, მძღოლ­მა თა­ვი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლა, მათ შო­რის თქვა, რომ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სურს უკვე თით­ქმის ყვე­ლა ბა­რა­თით იხ­დის, რის გა­მოც კომ­პა­ნი­ის­თვის ყო­ველ­დღი­ურ გა­და­სა­ხადს და საწ­ვა­ვის­თვის სა­ჭი­რო თან­ხას ვერ აგ­რო­ვებს. მეს­მის მძღო­ლე­ბის პრობ­ლე­მის, მაგ­რამ პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­დას ჩემ­თვის უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, რად­გან პირ­ვე­ლი მგზავ­რო­ბი­სას თუ 80 თეთ­რს ვიხ­დი, მე­ო­რედ მგზავ­რო­ბი­სას უკვე 65 თეთ­რი მეჭ­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერ­თმა მგზავ­რმა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლის პრე­ტენ­ზი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლებ­საც ესა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­მარ­შრუ­ტო ხაზ­ზე მუ­შა­ო­ბენ.

ტაქ­სის მძღოლ­თა ნა­წი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მგზავ­რე­ბი­სად­მი თხოვ­ნა, რომ მათ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი ნაღ­დი ფუ­ლით გა­და­ი­ხა­დონ, მათ­სა და ”თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს” შო­რის „გა­ფორ­მე­ბულ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია“. რო­გორც მძღო­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­დი­ლი თან­ხა პირ­და­პირ კომ­პა­ნია ”თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის” ბა­ლანსზე ირი­ცხე­ბა, „ხოლო ყო­ველ­დღი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი, რო­მე­ლიც 20 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, მათ­თვის მა­ინც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა“. ”ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას მძღო­ლებ­მა ასე­ვე გან­მარ­ტეს, რომ ”თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი” არც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის საწ­ვა­ვით მო­მა­რა­გე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და მათ შე­სა­ბა­მი­სი თან­ხის გა­დახ­და სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით უწევთ, ხოლო იმის გამო, რომ მხო­ლოდ ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით გა­დახ­დილ თან­ხას­თან აქვთ წვდო­მა, აცხა­დე­ბენ, რომ შეგ­რო­ვი­ლი თან­ხა ხში­რად არა­საკ­მა­რი­სია და ყო­ველ­დღი­უ­რი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბა­საც ვერ ახერ­ხე­ბენ.

”კომ­პა­ნია არა­ფერ­ში გვეხ­მა­რე­ბა, საწ­ვა­ვის ფულ­საც ჩვენ ვიხ­დით, რომ ვი­მუ­შა­ოთ. დღეს ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით შე­ვა­ფერ­ხე რე­ი­სი, რად­გან საწ­ვა­ვი არ მქონ­და. სხვა­დას­ხვა ხაზ­ზე მო­მუ­შა­ვე მძღო­ლებს სხვა­დას­ხვა ფასი გვაქვს და­წე­სე­ბუ­ლი. მე მა­გა­ლი­თად, 68 ლარს ვიხ­დი. ვი­თომ ეს თან­ხა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ცვე­თის ფუ­ლი­აო და რე­ზერვში ინა­ხა­ვენ, რამე რომ მო­უ­ვი­დეს შე­ვა­კე­თებ­თო, მაგ­რამ ყო­ველ­დღე ხომ არ ფუჭ­დე­ბა? პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­და არ გვა­წყობს, რად­გან ის თან­ხა კომ­პა­ნი­ა­ში მი­დის, ჩვენ კი ყო­ველ­დღი­ურ გა­და­სა­ხადს მა­ინც გვახ­დე­ვი­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, თუ პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მეშ­ვე­ო­ბით 40 ლარი შე­დის დღი­უ­რად კომ­პა­ნი­ა­ში, მე მა­ინც მი­წევს თან­ხის და­მა­ტე­ბა, რომ გეგ­მა შეს­რუ­ლე­ბუ­ლად ჩა­მეთ­ვა­ლოს. ახლა ცუდი სე­ზო­ნია, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა გეგ­მა ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლით გა­და­მიხ­დია და სახ­ლში ხელ­ცა­რი­ე­ლი წავ­სულ­ვარ”, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერ­თმა მძღოლ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" პო­ზი­ცი­ას ბრალ­დე­ბებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია მი­ქი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნი­ას აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა აქვს.

„პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე წყდე­ბა მძღოლ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მგზავრს ეუბ­ნე­ბა, რომ ტერ­მი­ნა­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნოს და ნაღ­დი ფუ­ლით გა­და­ი­ხა­დოს. ასე­ვე, ჩვე­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ფა­რე­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან, რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ტერ­მი­ნა­ლი და იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ ის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია და მძღოლ­მა არ შე­ა­ტყო­ბი­ნა ფა­რე­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ავ­ტო­მა­ტუ­რად წყდე­ბა მძღოლ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

თუ თქვენ მოგ­ვაწ­ვდით იმ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რებს, ან მძღო­ლის სა­ხელს და გვარს, რო­მე­ლიც გა­მოკ­რუ­ლი უნდა იყოს წინა სა­ქა­რე მი­ნა­ზე, რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენთ. გარ­და ამი­სა, ნე­ბის­მი­ერ მგზავრს შე­უძ­ლია დარ­ე­კოს კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან 22:30 სა­ა­თამ­დე. გარ­და ამი­სა, თუ მძღო­ლი რა­ი­მე მი­ზე­ზით აგ­ვი­ა­ნებს გას­ვლას და მგზავრს პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბა, ამ შემ­თხევ­ვა­შიც მძღო­ლი ჯა­რიმ­დე­ბა. კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა თუ გა­მორ­თუ­ლი აქვს მძღოლს ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში 10 დღით ეკ­რძა­ლე­ბა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 1 თვით, ხოლო მე­სა­მე შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვუ­წყვეტთ. ასე­ვე ჯა­რი­მე­ბი და სან­ქცი­ე­ბია სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თან კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნა­ზე. ამის შე­სა­ხებ მძღო­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მძღო­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ხარ­ჯებს, „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ჯე­ბი გა­წე­რი­ლია მძღოლ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და ამის შე­სა­ხე­ბაც მძღო­ლებს ინ­ფორ­მა­ცია აქვთ.

„თქვენ რომ გთხოვ­დნენ სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად თქვე­ნი თან­ხის მი­ტა­ნას, მი­ი­ტან­დით? ასე­ვეა ამ შემ­თხე­ვა­შიც. არა­ვინ არაფ­რის თან­ხას არ ამა­ტებს. და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია თი­თო­ე­ულ ხაზ­ზე რამ­დე­ნია მძღო­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი, რაც არ იც­ვლე­ბა. ეს გა­და­სა­ხა­დი ყვე­ლა სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზის შემ­თხვე­ვა­ში დგინ­დე­ბა კი­ლო­მეტ­რა­ჟის და არ­სე­ბუ­ლი ტრა­ფი­კის, მგზავ­რთა ნა­კა­დე­ბის მი­ხედ­ვით. გარ­და ამი­სა, ხდე­ბა ცვე­თის ფუ­ლის, საწ­ვა­ვის ხარ­ჯე­ბის, ნა­წი­ლე­ბის ფუ­ლის და­ან­გა­რი­შე­ბა. საწ­ვა­ვის­თვის და გა­მარ­თუ­ლო­ბის­თვის თან­ხას იხ­დი­ან. მაგ­რამ ყვე­ლა და­მა­ტე­ბით დიდ ხარჯს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია რთუ­ლად და­სა­ფა­რი იყოს მძღო­ლის­თვის, მა­გა­ლი­თად, ია­ტა­კე­ბის და სა­ვარ­ძლებ­ლე­ბის გა­მოც­ვლა და ა.შ., იფა­რე­ბა კომ­პა­ნი­ის მიერ. ასე­ვე,ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის გა­მარ­თვის ხარ­ჯე­ბიც. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია ით­ვა­ლის­წი­ნებს მძღო­ლის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და ამ ხარ­ჯებს კომ­პა­ნია თა­ვის თავ­ზე იღებს, მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გახ­ლავთ, ეს არის მძღო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში უწე­რია“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მარშრუტკის" მძღოლმა დამწყევლა იმის გამო, რომ ბარათით გადავიხადე" - რას აპროტესტებენ მგზავრები და რა პრობლემებზე საუბრობენ მძღოლები

"მარშრუტკის" მძღოლმა დამწყევლა იმის გამო, რომ ბარათით გადავიხადე" - რას აპროტესტებენ მგზავრები და რა პრობლემებზე საუბრობენ მძღოლები

მიკროავტობუსების მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების ზოგიერთი მძღოლი მგზავრობის საფასურის პლასტიკური ბარათით გადახდის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და მათ ნაღდი ფულით გადახდას სთხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მგზავრმა განუცხადა, აღნიშნული პრობლემის წინაშე ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად დგებიან.

“უკვე არაერთი შემთხვევა მქონია, როცა მძღოლს მოუთხოვია, რომ მგზავრობის საფასური ბარათით არ გადავიხადო. როცა ამას შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს უფრო მოსახერხებელი და უკეთესია, მძღოლი გაღიზიანდა, შეურაცხყოფაზე გადმოვიდა და ისიც კი მითხრა, რომ იმ მგზავრებს, რომლებიც ბარათით იხდიან, მეტ-ნაკლებად უკვე ცნობენ და საერთოდ არ გაუჩერებენ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა.

სააგენტოსთან ანალოგიურ პრობლემაზე ისაუბრა კიდევ რამდენიმე მოქალაქემ, რომელიც ყოველდღიურად ასევე მიკროავტობუსით მგზავრობს.

„შემიძლია ვთქვა, რომ მძღოლმა დამწყევლა კიდეც იმის გამო, რატომ გადავიხადე პლასტიკური ბარათით. როცა მიზეზით დავინტერესდი, თუ რატომ ჰქონდა მისთვის ამას მნიშვნელობა, მძღოლმა თავისი არგუმენტები ჩამოთვალა, მათ შორის თქვა, რომ მგზავრობის საფასურს უკვე თითქმის ყველა ბარათით იხდის, რის გამოც კომპანიისთვის ყოველდღიურ გადასახადს და საწვავისთვის საჭირო თანხას ვერ აგროვებს. მესმის მძღოლების პრობლემის, მაგრამ პლასტიკური ბარათით გადახდას ჩემთვის უპირატესობა აქვს, რადგან პირველი მგზავრობისას თუ 80 თეთრს ვიხდი, მეორედ მგზავრობისას უკვე 65 თეთრი მეჭრება“, - აღნიშნა სააგენტოსთან საუბარში კიდევ ერთმა მგზავრმა.

„ინტერპრესნიუსი“ მგზავრების ნაწილის პრეტენზიებთან დაკავშირებით თავად მიკროავტობუსის მძღოლებსაც ესაუბრა, რომლებიც სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე მუშაობენ. 

ტაქსის მძღოლთა ნაწილის განცხადებით, მგზავრებისადმი თხოვნა, რომ მათ მგზავრობის საფასური ნაღდი ფულით გადაიხადონ, მათსა და ”თბილისის მიკროავტობუსებს” შორის „გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია“. როგორც მძღოლებმა აღნიშნეს, პლასტიკური ბარათით გადახდილი თანხა პირდაპირ კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” ბალანსზე ირიცხება, „ხოლო ყოველდღიური გადასახადი, რომელიც 20 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, მათთვის მაინც სავალდებულოა“. ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას მძღოლებმა ასევე განმარტეს, რომ ”თბილისის მიკროავტობუსი” არც სატრანსპორტო საშუალების საჭირო რაოდენობის საწვავით მომარაგებას უზრუნველყოფს და მათ შესაბამისი თანხის გადახდა საკუთარი სახსრებით უწევთ, ხოლო იმის გამო, რომ მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილ თანხასთან აქვთ წვდომა, აცხადებენ, რომ შეგროვილი თანხა ხშირად არასაკმარისია და ყოველდღიური გეგმის შესრულებასაც ვერ ახერხებენ.

”კომპანია არაფერში გვეხმარება, საწვავის ფულსაც ჩვენ ვიხდით, რომ ვიმუშაოთ. დღეს ნახევარი საათით შევაფერხე რეისი, რადგან საწვავი არ მქონდა. სხვადასხვა ხაზზე მომუშავე მძღოლებს სხვადასხვა ფასი გვაქვს დაწესებული. მე მაგალითად, 68 ლარს ვიხდი. ვითომ ეს თანხა სატრანსპორტო საშუალების ცვეთის ფულიაო და რეზერვში ინახავენ, რამე რომ მოუვიდეს შევაკეთებთო, მაგრამ ყოველდღე ხომ არ ფუჭდება? პლასტიკური ბარათით გადახდა არ გვაწყობს, რადგან ის თანხა კომპანიაში მიდის, ჩვენ კი ყოველდღიურ გადასახადს მაინც გვახდევინებენ. მაგალითად, თუ პლასტიკური ბარათის მეშვეობით 40 ლარი შედის დღიურად კომპანიაში, მე მაინც მიწევს თანხის დამატება, რომ გეგმა შესრულებულად ჩამეთვალოს. ახლა ცუდი სეზონია, ყოფილა შემთხვევები, როცა გეგმა ნასესხები ფულით გადამიხდია და სახლში ხელცარიელი წავსულვარ”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მძღოლმა. 

რაც შეეხება კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" პოზიციას ბრალდებებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება აქვს.

„პირველივე ჯერზე წყდება მძღოლთან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ეუბნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენოს და ნაღდი ფულით გადაიხადოს. ასევე, ჩვენი მონიტორინგის სამსახური ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ფარეხის ხელმძღვანელობისგან, რამდენად გამართულად მუშაობს მიკროავტობუსში ტერმინალი და იმ შემთხვევაშიც, თუ ის გაფუჭებულია და მძღოლმა არ შეატყობინა ფარეხის ხელმძღვანელობას, ავტომატურად წყდება მძღოლთან ხელშეკრულება.

თუ თქვენ მოგვაწვდით იმ ავტომობილების სახელმწიფო ნომრებს, ან მძღოლის სახელს და გვარს, რომელიც გამოკრული უნდა იყოს წინა საქარე მინაზე, რეაგირებას მოვახდენთ. გარდა ამისა, ნებისმიერ მგზავრს შეუძლია დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე დილის 08:00 საათიდან 22:30 საათამდე. გარდა ამისა, თუ მძღოლი რაიმე მიზეზით აგვიანებს გასვლას და მგზავრს პრობლემა ექმნება, ამ შემთხევვაშიც მძღოლი ჯარიმდება. კონდიცირების სისტემა თუ გამორთული აქვს მძღოლს ზაფხულის პერიოდში, პირველ შემთხვევაში 10 დღით ეკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, განმეორების შემთხვევაში 1 თვით, ხოლო მესამე შემთხვევის დაფიქსირებისას ხელშეკრულებას ვუწყვეტთ. ასევე ჯარიმები და სანქციებია სიგარეტის მოწევასა და მომხმარებელთან კონფლიქტური სიტუაციის შექმნაზე. ამის შესახებ მძღოლები ინფორმირებული არიან“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

რაც შეეხება მძღოლების ყოველდღიურ ხარჯებს, „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯები გაწერილია მძღოლთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით და ამის შესახებაც მძღოლებს ინფორმაცია აქვთ.

„თქვენ რომ გთხოვდნენ სამსახურში ყოველდღიურად თქვენი თანხის მიტანას, მიიტანდით? ასევეა ამ შემთხევაშიც. არავინ არაფრის თანხას არ ამატებს. დაფიქსირებულია თითოეულ ხაზზე რამდენია მძღოლის ყოველდღიური გადასახადი, რაც არ იცვლება. ეს გადასახადი ყველა სამარშრუტო ხაზის შემთხვევაში დგინდება კილომეტრაჟის და არსებული ტრაფიკის, მგზავრთა ნაკადების მიხედვით. გარდა ამისა, ხდება ცვეთის ფულის, საწვავის ხარჯების, ნაწილების ფულის დაანგარიშება. საწვავისთვის და გამართულობისთვის თანხას იხდიან. მაგრამ ყველა დამატებით დიდ ხარჯს, რომელიც შესაძლებელია რთულად დასაფარი იყოს მძღოლისთვის, მაგალითად, იატაკების და სავარძლებლების გამოცვლა და ა.შ., იფარება კომპანიის მიერ. ასევე,ზაფხულის პერიოდში კონდიცირების სისტემის გამართვის ხარჯებიც. გარდა ამისა, კომპანია ითვალისწინებს მძღოლის სოციალურ მდგომარეობას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობას და ამ ხარჯებს კომპანია თავის თავზე იღებს, მითუმეტეს, რომ ეს ჩვენი ვალდებულება არ გახლავთ, ეს არის მძღოლის ვალდებულება და ხელშეკრულებაში უწერია“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ