სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა და რას ჰყვება მისი მეგობარი
ვინ არის თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა და რას ჰყვება მისი მეგობარი

თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი 21 წლის გო­გო­ნა ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლია. გო­გო­ნა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პე­და­გო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და.

გარ­დაც­ვლილს ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე, მათ შო­რის სა­ვა­რა­უ­დოდ, ყე­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­ზო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე არა­ფე­რი იცის და შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ გა­ი­გო.

„უწე­სი­ე­რე­სი ბავ­შვი იყო, პე­და­გო­გი­ურ­ზე სწავ­ლობ­და. ჩემი მე­ზო­ბე­ლი იყო, ჩვენ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და. ზუს­ტად არ ვიცი, რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ყელი აქვს გა­მოჭ­რი­ლი. უკონ­ფლიქ­ტო ბავ­შვი იყო, და­ბა­დე­ბი­დან აქ ცხოვ­რობ­და“, - გა­ნუ­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

კი­დევ ერთი მე­ზობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, გო­გო­ნა სახ­ლი­დან წუ­ხელ გა­იყ­ვა­ნეს.

„სახ­ლში მო­ა­კი­თხა ვი­ღა­ცამ. ხა­ლა­თით იყო უკვე და ისე გა­იყ­ვა­ნა სახ­ლი­დან. მა­ნი­ა­კე­ბი­თაა სავ­სე ქა­ლა­ქი“, - აღ­ნიშ­ნა კი­დევ ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა. ამას­თან, მომ­ხდარ­ზე მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მოკ­ლუ­ლის რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მაც, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზად გო­გო­ნას შეყ­ვა­რე­ბულ­თან კონ­ფლიქტს გა­მო­რი­ცხა­ვენ.

"ვიც­ნობ­დი, ჩემი კლა­სე­ლი და მე­გო­ბა­რი იყო. ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია, შეყ­ვა­რე­ბულ­თან კონ­ფლიქტს გა­მოვ­რი­ცხავ", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ.

21 წლის გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი თემ­ქა­ზე დღეს დი­ლით იპო­ვეს. ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ვინ არის თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა და რას ჰყვება მისი მეგობარი

ვინ არის თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა და რას ჰყვება მისი მეგობარი

თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა ანა ნაცვლიშვილია. გოგონა სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. 

გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგონას მეზობელმა განუცხადა. 

მისივე განმარტებით, მომხდარის დეტალებზე არაფერი იცის და შემთხვევის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო. 

„უწესიერესი ბავშვი იყო, პედაგოგიურზე სწავლობდა. ჩემი მეზობელი იყო, ჩვენ თვალწინ გაიზარდა. ზუსტად არ ვიცი, რა დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ამბობენ, რომ ყელი აქვს გამოჭრილი. უკონფლიქტო ბავშვი იყო, დაბადებიდან აქ ცხოვრობდა“, - განუცხადა გარდაცვლილის მეზობელმა ჟურნალისტებს. 

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, გოგონა სახლიდან წუხელ გაიყვანეს. 

„სახლში მოაკითხა ვიღაცამ. ხალათით იყო უკვე და ისე გაიყვანა სახლიდან. მანიაკებითაა სავსე ქალაქი“, - აღნიშნა კიდევ ერთმა მეზობელმა. ამასთან, მომხდარზე მედიასთან კომენტარი გააკეთა მოკლულის რამდენიმე მეგობარმაც, რომლებიც შემთხვევის მიზეზად გოგონას შეყვარებულთან კონფლიქტს გამორიცხავენ.

"ვიცნობდი, ჩემი კლასელი და მეგობარი იყო. ჰყავდა შეყვარებული, მაგრამ კონფლიქტი არ ჰქონია, შეყვარებულთან კონფლიქტს გამოვრიცხავ", - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა გოგონამ.

21 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე დღეს დილით იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

 

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს