10 წლის ხაშურელი დათო ნოზაძე, პატრულის თანამშრომლებმა თბილისში დაკარგული იპოვეს. როგორც ირკვევა, ბიჭუნა, რომელიც ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა და სახლიდან გამოიპარა, მატარებელს გამოყვა და თბილისში ჩამოვიდა.
ბავშვს გზად დააღამდა და სრულიად უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა. რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მარტო მიმავალი პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია და გაესაუბრა. როგორც დათომ პატრულ-ინსპექტორს უამბო, სახლიდან დაუკითხავად წამოვიდა თბილისში. პატრულმა ბავშვს სახელი, გვარი, კოორდინატები გამოკითხა და რამდენიმე წუთში იპოვა მისი ოჯახი ხაშურში. დათო ნოზაძის მამას დაუკავშირდნენ და ახარეს, რომ მისი ვაჟი იპოვეს.
ნოზაძეები სახლში ისე დაბრუნდნენ, რომ გიორგიმ სამწუხაროდ ვერ შეძლო ზოოპარკის დათვალიერება, იმის გამო რომ გვიან ის დაკეტილია. თუმცა იმედია, პატარა ბიჭს დიდი ოცნება მალე აუსრულდება...