პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წართმეული აქვს კიდურები, პერიოდულად მოდის გონზე" - გია მაისაშვილი უკანასკნელი თხოვნის შესრულებას ითხოვს...
"წართმეული აქვს კიდურები, პერიოდულად მოდის გონზე" - გია მაისაშვილი უკანასკნელი თხოვნის შესრულებას ითხოვს...

პო­ლი­ტი­კო­სი და ლი­დერ­თა სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გია მა­ი­საშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლია მძი­მე სენს ებ­რძვის. მას თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი 2015 წელს და­უს­ვეს, ოპე­რა­ცი­ი­სა და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ, მა­ი­საშ­ვილ­მა ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა, თუმ­ცა შე­დე­გი ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა...

პო­ლი­ტი­კო­სი ბოლო წლებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკა­ნას­კნელ დროს ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, უი­მე­დოა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მისი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეც გავ­რცელ­და:

"გიას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად დამ­ძიმ­და. ის ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა სა­ვად­მყო­ფო­ში და მთე­ლი ძა­ლით იბ­რძვის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის. ის შე­მორ­ტყმუ­ლია მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბით და თი­თე­ულ მის გულ­შე­მატ­კი­ვარს გად­მოგ­ცემთ უღ­რმეს მად­ლო­ბას. თქვე­ნი თა­ნად­გო­მა მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი, და რაც მთა­ვა­რია, უზო­მო ენერ­გი­ის მიმ­ცე­მი", - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, პო­ლი­ტი­კო­სი კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს, რად­გან მის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან მე­დი­ცი­ნა უკვე უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. AMBEBI.GE გია მა­ი­საშ­ვი­ლის მე­გო­ბარს, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც მა­ი­საშ­ვი­ლის უკა­ნას­კნე­ლი თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს და ხალ­ხს სთხოვს.

"ამ­ჟა­მად გიას მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ფაქ­ტი­უ­რად უი­მე­დოა. წარ­თმე­უ­ლი აქვს კი­დუ­რე­ბი, პე­რი­ო­დუ­ლად მო­დის გონ­ზე და შემ­დეგ ისევ უკონ­ტაქ­ტო ხდე­ბა.

- სად ცხოვ­რობს ამე­რი­კა­ში?

- ის სან-ფრან­ცის­კოს შე­მო­გა­რენ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას, მაგ­რამ ბოლო ორ თვე­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს. სა­ა­ვად­მყო­ფოს აქვს სპეც-ნომ­რე­ბი, სა­დაც სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ ცხოვ­რო­ბენ ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც სახ­ლი არ აქვს სან-ფრან­ცის­კო­ში.

- ვინ არის მას­თან ერ­თად?

- მას­თან ერ­თად არის მისი და. შვი­ლე­ბიც იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­დნენ. გიას ბოლო სურ­ვი­ლი იყო სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მის ოჯახს არ აქვს, ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვთ დახ­მა­რე­ბას. სპეც­რე­ი­სით მისი თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნით, გიას სი­ცო­ცხლეც გა­ხან­გრძლივ­დე­ბა ცოტა ხნით...

გია მა­ი­საშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად და­რე­კეთ ნო­მერ­ზე: 591 974376 (ან­ზორ მა­ი­საშ­ვი­ლი)

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"წართმეული აქვს კიდურები, პერიოდულად მოდის გონზე" - გია მაისაშვილი უკანასკნელი თხოვნის შესრულებას ითხოვს...

"წართმეული აქვს კიდურები, პერიოდულად მოდის გონზე" - გია მაისაშვილი უკანასკნელი თხოვნის შესრულებას ითხოვს...

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძვის. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, მაისაშვილმა ვერაგი დაავადება დაამარცხა, თუმცა შედეგი ხანმოკლე აღმოჩნდა...

პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა უკანასკნელ დროს ძალიან დამძიმდა და ფაქტობრივად, უიმედოა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა:

"გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოგცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხნევებელი, და რაც მთავარია, უზომო ენერგიის მიმცემი", - ვკითხულობთ პოსტში.

როგორც გავარკვიეთ, პოლიტიკოსი კლინიკიდან გაწერეს, რადგან მის მდგომარეობასთან მედიცინა უკვე უძლური აღმოჩნდა. AMBEBI.GE გია მაისაშვილის მეგობარს, კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრა, რომელიც მაისაშვილის უკანასკნელი თხოვნის შესრულებას სახელმწიფოს და ხალხს სთხოვს.

"ამჟამად გიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტიურად უიმედოა. წართმეული აქვს კიდურები, პერიოდულად მოდის გონზე და შემდეგ ისევ უკონტაქტო ხდება.

- სად ცხოვრობს ამერიკაში?

- ის სან-ფრანცისკოს შემოგარენში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, მაგრამ ბოლო ორ თვეში მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და კლინიკიდან გაწერეს. საავადმყოფოს აქვს სპეც-ნომრები, სადაც საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ცხოვრობენ ის პაციენტები, რომელთაც სახლი არ აქვს სან-ფრანცისკოში.

- ვინ არის მასთან ერთად?

- მასთან ერთად არის მისი და. შვილებიც იყვნენ ჩასული, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. გიას ბოლო სურვილი იყო სამშობლოში დაბრუნება, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ აქვს, ამიტომ ხელისუფლებას და საზოგადოებას ვთხოვთ დახმარებას. სპეცრეისით მისი თბილისში გადმოყვანით, გიას სიცოცხლეც გახანგრძლივდება ცოტა ხნით...

გია მაისაშვილის დასახმარებლად დარეკეთ ნომერზე: 591 974376 (ანზორ მაისაშვილი)

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

„KIU ჩემს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და დამეხმარება, არჩეულ პროფესიაში ვიყო საუკეთესო“ - სამტრედიელი ახალგაზრდის გზა წარმატებისკენ

"პირით სუნთქვა სრულფასოვანი სუნთქვა არაა“ - ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე გართულებებზე, რომელსაც ცხვირით სუნთქვის შეზღუდვა იწვევს

"... დადგა 6 აპრილი, ცხოვრება რატის გარეშე გაგრძელდა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ" - ამბავი ეკაზე, რატიზე და თუთაზე