მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
კონფლიქტები
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ დონაძის კომენტარი რობაქიძის საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძის აღიარების შემდეგ და პასუხი ბრალდებაზე
გურამ დონაძის კომენტარი რობაქიძის საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძის აღიარების შემდეგ და პასუხი ბრალდებაზე

თუ ასე­თი მარ­თა­ლი იყო ზურა ბაქ­რა­ძე, მა­ნამ­დე დამ­ჯდა­რი­ყო საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე ჩვენ­თან ერ­თად, კი არ გაქ­ცე­უ­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა გუ­რამ დო­ნა­ძემ, ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძის ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა ბაქ­რა­ძის მი­ზა­ნი, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ამ საქ­მე­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბაა და მისი ბრალ­დე­ბე­ბიც სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა.

"ზუ­რაბ ბაქ­რა­ძეს, ახლა თა­ვის ჭკუ­ით რომ გეგ­მავს ვი­თომ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას, არა­ფე­რი გა­მო­უ­ვა. ეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ფა­რუ­ლად რო­გორ აქვს და­წყე­ბუ­ლი, ჩვენ დი­დი­ხა­ნია ვი­ცით. მა­გან ერთხელ პრო­კუ­რა­ტუ­რას უთხრა, რომ ჩა­მო­ვი­დო­და და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას მის­ცემ­და, ამა­ზე თა­ვის დრო­ზე გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­და­უ­რი­ცხა კბი­ლაშ­ვილ­მა და ბაქ­რა­ძემ გა­და­აგ­დო. ახლა მო­ე­ნატ­რა სა­ქარ­თვე­ლო?! ჩა­მობ­რძან­დეს, რა პრობ­ლე­მაა, გა­ა­ფორ­მოს საპ­რო­ცე­სო და თუ უნდა ათ­ჯერ დაგ­ვა­დოს ხელი. ვერ­სად გა­ექ­ცე­ვა მის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს. თუ ერთი ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე ამ­ბობს აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბას და სა­მარ­ცხვი­ნო ტყუ­ილს, აქეთ დგას კი­დევ 4 და 5 ადა­მი­ა­ნი", - გა­ნა­ცხა­და დო­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ფირი, რომ­ლის სი­ყალ­ბე­ზეც ბაქ­რა­ძემ ისა­უბ­რა, სა­სა­მარ­თლომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად და­უშ­ვა და დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე, შსს-ს ექ­სპერ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არაა.

"მას უპი­რე­ბენ, რომ გა­უ­ფორ­მონ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა და ვი­თომ ამ საქ­მეს მო­ა­ცი­ლონ, იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ ჩვენ ხელი დაგ­ვა­დოს. ზუ­რაბ ბაქ­რა­ძემ კი არა, 100-მა კაც­მა რომ დაგ­ვა­დოს ხელი, უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ გას­რო­ლი­დან ია­რა­ღე­ბის პოვ­ნამ­დე, სა­ნამ ბუტა რო­ბა­ქი­ძე ცო­ცხა­ლია, დაჭ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ფირი არის უწყვე­ტი და არ არის მონ­ტა­ჟი. დღეს და­ა­დას­ტუ­რა სხვა­თა შო­რის შსს-ს ექ­სპერ­ტი­ზამ, რომ სამ წუ­თამ­დე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად წარ­დგე­ნილ ფირ­ში არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა მონ­ტა­ჟის არა­ნა­ი­რი კვა­ლი. ზურა ბაქ­რა­ძემ რაც უნდა ის ილა­პა­რა­კოს, თუ ფიქ­რობს, რომ აქეთ შეგ­ვაწ­მენ­დს მის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს, ძა­ლი­ან უჩ­ქა­რია. ზურა ბაქ­რა­ძე დღეს რომ ამას ლა­პა­რა­კობს, ზეგ სხვა რამე რომ შე­იც­ვლე­ბა, იტყვის, რო­გორ ათ­ქმე­ვი­ნეს ეს და ა.შ. შემ­დეგ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რებს ჩა­მოთ­ვლის, ვინ ჩა­ა­დე­ნი­ნა ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი. თუ ასე­თი მარ­თა­ლი იყო ზურა ბაქ­რა­ძე, მა­ნამ­დე დამ­ჯდა­რი­ყო საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე ჩვენ­თან ერ­თად, კი არ გა­იქ­ცე­ო­და?!", - აღ­ნიშ­ნა შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა გურ­მა დო­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბაქ­რა­ძის თა­ო­ბა­ზე ფი­რის არ­სე­ბო­ბას, რო­გორც გუ­რამ დო­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მას ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი და­უ­კავ­შირ­და და დაჰ­პირ­და, რომ მი­აწ­ვდი­და ვი­დე­ოს, სა­დაც ბაქ­რა­ძე ფი­გუ­რი­რებს ყველ­გან. დო­ნა­ძის თქმით, ის ამ ფი­რის მი­წო­დე­ბას ჯერ კი­დევ ელო­დე­ბა.

ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ მი­ქა­ძე შან­ტაჟ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან აღი­ა­რა, რომ 2004 წელს რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღე­ბი მი­ი­ტა­ნეს. მისი თქმით, ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ქა­ძის და­ვა­ლე­ბით მი­ი­ტა­ნეს. ასე­ვე ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, რომ ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ არის, გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან ინა­ხე­ბა.

გურამ დონაძის კომენტარი რობაქიძის საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძის აღიარების შემდეგ და პასუხი ბრალდებაზე

გურამ დონაძის კომენტარი რობაქიძის საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძის აღიარების შემდეგ და პასუხი ბრალდებაზე

თუ ასეთი მართალი იყო ზურა ბაქრაძე, მანამდე დამჯდარიყო საბრალდებო სკამზე ჩვენთან ერთად, კი არ გაქცეულიყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ, ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის ბრალდებების საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა ბაქრაძის მიზანი, პროკურატურასთან ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა და მისი ბრალდებებიც სწორედ ამას უკავშირდება.

"ზურაბ ბაქრაძეს, ახლა თავის ჭკუით რომ გეგმავს ვითომ საპროცესო გარიგებას, არაფერი გამოუვა. ეგ მოლაპარაკებები ფარულად როგორ აქვს დაწყებული, ჩვენ დიდიხანია ვიცით. მაგან ერთხელ პროკურატურას უთხრა, რომ ჩამოვიდოდა და ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, ამაზე თავის დროზე გარკვეული თანხა გადაურიცხა კბილაშვილმა და ბაქრაძემ გადააგდო. ახლა მოენატრა საქართველო?! ჩამობრძანდეს, რა პრობლემაა, გააფორმოს საპროცესო და თუ უნდა ათჯერ დაგვადოს ხელი. ვერსად გაექცევა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. თუ ერთი ზურაბ ბაქრაძე ამბობს აღვირახსნილობას და სამარცხვინო ტყუილს, აქეთ დგას კიდევ 4 და 5 ადამიანი", - განაცხადა დონაძემ.

მისივე თქმით, ფირი, რომლის სიყალბეზეც ბაქრაძემ ისაუბრა, სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა და დღევანდელ პროცესზე, შსს-ს ექსპერტმა დაადასტურა, რომ დამონტაჟებული არაა.

"მას უპირებენ, რომ გაუფორმონ საპროცესო გარიგება და ვითომ ამ საქმეს მოაცილონ, იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ხელი დაგვადოს. ზურაბ ბაქრაძემ კი არა, 100-მა კაცმა რომ დაგვადოს ხელი, უტყუარად დადასტურებულია, რომ გასროლიდან იარაღების პოვნამდე, სანამ ბუტა რობაქიძე ცოცხალია, დაჭრილ მდგომარეობაში, ფირი არის უწყვეტი და არ არის მონტაჟი. დღეს დაადასტურა სხვათა შორის შსს-ს ექსპერტიზამ, რომ სამ წუთამდე მტკიცებულებად წარდგენილ ფირში არ შეინიშნება მონტაჟის არანაირი კვალი. ზურა ბაქრაძემ რაც უნდა ის ილაპარაკოს, თუ ფიქრობს, რომ აქეთ შეგვაწმენდს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ძალიან უჩქარია. ზურა ბაქრაძე დღეს რომ ამას ლაპარაკობს, ზეგ სხვა რამე რომ შეიცვლება, იტყვის, როგორ ათქმევინეს ეს და ა.შ. შემდეგ იმ ადამიანების გვარებს ჩამოთვლის, ვინ ჩაადენინა ახალი დანაშაული. თუ ასეთი მართალი იყო ზურა ბაქრაძე, მანამდე დამჯდარიყო საბრალდებო სკამზე ჩვენთან ერთად, კი არ გაიქცეოდა?!", - აღნიშნა შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურმა დონაძემ.

რაც შეეხება ბაქრაძის თაობაზე ფირის არსებობას, როგორც გურამ დონაძემ განაცხადა, მას ერთ-ერთი ადამიანი დაუკავშირდა და დაჰპირდა, რომ მიაწვდიდა ვიდეოს, სადაც ბაქრაძე ფიგურირებს ყველგან. დონაძის თქმით, ის ამ ფირის მიწოდებას ჯერ კიდევ ელოდება.

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძის დავალებით მიიტანეს. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ