პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუტა რობაქიძის საქმის სკანდალური დეტალები - "მეც ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში"
ბუტა რობაქიძის საქმის სკანდალური დეტალები - "მეც ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში"

პირ­ვე­ლად თქვენს ეთერ­ში ვა­ცხა­დებ, რომ ჩა­ვი­დი­ნე და­ნა­შა­უ­ლი და მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის გა­ყალ­ბე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დღის თე­მის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა, თბი­ლი­სის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე გა­ნა­ცხა­და.

ზუ­რაბ ბაქ­რა­ძის თქმით, ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ი­ღეს, აქვს გუ­რამ დო­ნა­ძეს, ხოლო ფირი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და გა­ყალ­ბე­ბუ­ლია.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე ბრალს აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღი მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ი­ტა­ნეს

"შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი არის მთლი­ა­ნად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი. ფირი, რო­მე­ლიც ტრი­ა­ლებს ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, არის აბ­სურ­დუ­ლი, ეს არის მონ­ტა­ჟი. ალ­ბათ, ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, სად არის ნამ­დვი­ლი ფირი. მე გე­ტყვით, სა­დაც არის ეს ფირი. ეს არის გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან. მარ­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­სა­გო­ნად არა, გა­მო­ძი­ე­ბის გა­სა­გო­ნა­დაც ვამ­ბობ, ეს ფირი არ­სე­ბობს გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან და მე ამ ფი­რით მთე­ლი 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვიც­დი შან­ტაჟს და ზე­წო­ლას", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ბაქ­რა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ზუ­რაბ ბაქ­რა­ძემ 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დღე გა­იხ­სე­ნა და დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

"შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მის­ვლი­სას გა­მიჩ­ნდა ლო­გი­კუ­რი შე­კი­თხვა, თუ რა მოხ­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, რა­ზეც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა უფ­როს­მა ზუ­რაბ მი­ქა­ძემ, რო­მე­ლიც დღეს ჩემ­თან ერ­თად არის ბრალ­დე­ბუ­ლი, ამიხ­სნა, რომ გა­ა­ჩე­რეს ავ­ტო­მან­ქა­ნა, მათ შო­რის მოხ­და სულ მცი­რე შე­ლა­პა­რა­კე­ბა, პატ­რულ­მა ჩათ­ვა­ლა სა­ხი­ფა­თოდ და გა­მო­ი­ძა­ხა ჯგუ­ფი, მო­დის მე­ო­რე ჯგუ­ფი, რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა, ეს იყო ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი, გად­მო­დის მან­ქა­ნი­დან და ახ­დენს უმი­სა­მარ­თოდ გას­რო­ლას - რო­გორც მა­შინ გა­ირ­კვა, გა­უ­ვარ­და ია­რა­ღი და ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა. აი, ეს რაც მე მი­ქა­ძემ ამიხ­სნა. მე მას ამის შემ­დეგ ვუ­თხა­რი კი­დეც, რომ გა­სა­გე­ბია, ფაქ­ტი მოხ­და, და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნი­ლია, აქაა ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი, და­ა­კა­ვეთ და და­ი­წყოს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მუ­შა­ო­ბა. მე მი­ვი­ღე ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი პა­სუ­ხი მა­შინ და ამას ეს­წრე­ბო­და ყვე­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლი მუ­შა­კი", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

00:00 / 00:00

ბუტა რობაქიძის საქმის სკანდალური დეტალები - "მეც ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში"

ბუტა რობაქიძის საქმის სკანდალური დეტალები - "მეც ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში"

პირველად თქვენს ეთერში ვაცხადებ, რომ ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ბაქრაძე განაცხადა.

ზურაბ ბაქრაძის თქმით, ვიდეომასალა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაიღეს, აქვს გურამ დონაძეს, ხოლო ფირი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, დამონტაჟებული და გაყალბებულია.

დაგაინტერესებთ: ზურაბ ბაქრაძე ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი მოგვიანებით მიიტანეს

"შემთხვევის ადგილი არის მთლიანად გაყალბებული. ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, არის აბსურდული, ეს არის მონტაჟი. ალბათ, ყველას აინტერესებს, სად არის ნამდვილი ფირი. მე გეტყვით, სადაც არის ეს ფირი. ეს არის გურამ დონაძესთან. მარტო საზოგადოების გასაგონად არა, გამოძიების გასაგონადაც ვამბობ, ეს ფირი არსებობს გურამ დონაძესთან და მე ამ ფირით მთელი 8 თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას", - განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო

ზურაბ ბაქრაძემ 2004 წლის 23 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დღე გაიხსენა და დეტალებზე ისაუბრა.

"შემთხვევის ადგილზე მისვლისას გამიჩნდა ლოგიკური შეკითხვა, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, რაზეც საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ, რომელიც დღეს ჩემთან ერთად არის ბრალდებული, ამიხსნა, რომ გააჩერეს ავტომანქანა, მათ შორის მოხდა სულ მცირე შელაპარაკება, პატრულმა ჩათვალა სახიფათოდ და გამოიძახა ჯგუფი, მოდის მეორე ჯგუფი, როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო ბაშალეიშვილი, გადმოდის მანქანიდან და ახდენს უმისამართოდ გასროლას - როგორც მაშინ გაირკვა, გაუვარდა იარაღი და ხდება ადამიანის დაჭრა. აი, ეს რაც მე მიქაძემ ამიხსნა. მე მას ამის შემდეგ ვუთხარი კიდეც, რომ გასაგებია, ფაქტი მოხდა, დანაშაული გახსნილია, აქაა ბაშალეიშვილი, დააკავეთ და დაიწყოს გამომძიებელმა მუშაობა. მე მივიღე ძალიან უცნაური პასუხი მაშინ და ამას ესწრებოდა ყველა ხელმძღვანელი მუშაკი", - განაცხადა ბაქრაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ