მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობახიძე VS მედია - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში
კობახიძე VS მედია - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი ჰქონ­დათ და შეხ­ვედ­რა­მაც საკ­მა­ოდ და­ძა­ბულ რე­ჟიმ­ში ჩა­ი­ა­რა. ისი­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, პრე­ზი­დენ­ტის ვეტო გა­ი­ზი­ა­რონ და მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღონ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შეხ­ვედ­რა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნინო ჯან­გი­რაშ­ვილ­მა და "რუს­თა­ვი 2"- ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თამ­თა მუ­რა­დაშ­ვილ­მა. კა­მა­თი ჯან­გი­რაშ­ვილ­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს შო­რის, სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის სა­კი­თხზე სა­უ­ბარს მოჰ­ყვა, რო­დე­საც ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­მა იკლო, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კი სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებ­და და მას სიც­რუ­ე­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

რო­გორც ნინო ჯან­გი­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, შეხ­ვედ­რა­ზე მო­ი­ტა­ნეს რე­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის შე­სა­ხებ, რომ­ლის დრო­საც იხელ­მძღვა­ნე­ლეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით.

"ჩვენ გა­ვა­კე­თეთ მი­მო­ხილ­ვა 2014-2015-2016 წლე­ბის, ვი­ნა­ი­დან სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის კლე­ბის ტენ­დენ­ცია 2015 წლი­დან და­ი­წყო. სუფ­თა სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რით მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 2014 წელს შე­ად­გი­ნა 92 670 274 ლარი. კი­თხვის ნიშ­ნე­ბი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ამ თან­ხას გა­მო­ვა­კე­ლით პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მით შე­მო­სუ­ლი თან­ხა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში. აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში მხო­ლოდ ეს სა­ხე­ო­ბაა ცალ­კე გა­მო­ყო­ფი­ლი და არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი მა­გა­ლი­თად, რა­დი­ო­ებ­ში შე­სუ­ლი თან­ხა, თუმ­ცა არ მგო­ნია, რომ ეს ძა­ლი­ან დიდი თან­ხა იყოს. გა­მოკ­ლე­ბის შე­დე­გად, სუფ­თა სა­რეკ­ლა­მო თან­ხა პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის გა­რე­შე 2014 წლის­თვის 91 456 910 ლარი დარ­ჩა. ეს არის ყვე­ლა მა­უ­წყებ­ლის­თვის (რა­დიო, ტე­ლე­ვი­ზია) სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სა­ვა­ლი.

2015 წელს ჯა­მუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ყვე­ლა მა­უ­წყებ­ლის­თვის იყო 98 204 758 ლარი, უშუ­ა­ლოდ რეკ­ლა­მის, სპონ­სო­რო­ბის და ტე­ლე­შო­ფინ­გის გზით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი კი - 81 951 841 ლარი, ანუ წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, 2015 წელს სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­მა და­იკ­ლო 9 504 000 ლა­რით. არ­გუ­მენ­ტი, რომ ეს იყო არა­სა­არ­ჩევ­ნო წელი, არ გა­მოდ­გე­ბა, ვი­ნა­ი­დან რო­გორც გი­თხა­რით, ჩვენ წინა წლის მო­ნა­ცე­მე­ბი წარ­მო­ვად­გი­ნეთ პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის გა­რე­შე ანუ 2015 წელს ბა­ზარ­ზე ლარ­ში და­რა­მა­ტუ­ლი კლე­ბა იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ლარ­ში იყო 9 მი­ლი­ო­ნი, ხოლო დო­ლარ­ში ბევ­რად მეტი იყო", - გა­ნა­ცხა­და ჯან­გი­რაშ­ვილ­მა.

"კავ­კა­სი­ის" ხელ­მძღვა­ნელს სი­ტყვით გა­მოს­ვლა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ შე­ა­წყვე­ტი­ნა, ის სიც­რუ­ე­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით უპა­სუ­ხა.

"სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რი კლე­ბა­დი არ არის, იმი­ტომ რომ 25 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მა­ტე­ბა გვაქვს 2012 და 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით. იმის თქმა, რომ სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რი არის კლე­ბა­დი, ტყუ­ი­ლია. 2014 და 2016 წლებს შო­რის თქვენ გი­წე­რი­ათ, რომ 2 მი­ლი­ო­ნი არის მი­ნუ­სი. მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში წე­რია, რომ 3 მი­ლი­ო­ნი არის პლუ­სი. რე­ა­ლუ­რად, ამას არ აქვს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ტყუ­ი­ლია, რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ ბა­ზა­რი კლე­ბა­დია.

თქვენ წინა შეხ­ვედ­რა­ზე ბრძა­ნეთ სა­ინ­ტე­რე­სო რამ, რომ თურ­მე მხა­რი და­გი­ჭე­რი­ათ იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტის­თვის, რომ­ლი­თაც გა­უჩ­ნდა პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის კომ­პო­ნენ­ტი, რი­თაც 2016 წელს მი­ლი­ონ 800 ათა­სი აიღო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა. მა­შინ იყა­ვით ამის მომ­ხრე და ახლა გვე­უბ­ნე­ბით, რომ მა­უ­წყე­ბელს თუ და­ე­მა­ტე­ბა მი­ლი­ონ 800 ათა­სი, ეს ყო­ფი­ლა კა­ტას­ტრო­ფა. რა­საც მა­შინ მხა­რი და­უ­ჭი­რეთ, ახლა ამ­ბობთ, რომ კა­ტას­ტრო­ფაა. შე­საძ­ლოა, მა­შინ გა­წყობ­დათ პო­ლი­ტი­კუ­რად და ახლა არ გა­წყობთ, თუმ­ცა ასე არ შე­იძ­ლე­ბა მსჯე­ლო­ბა," - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ჯან­გი­რაშ­ვილ­მა ითხო­ვა 5 წუთი გან­ცხა­დე­ბის­თვის და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს სთხო­ვა, მის­თვის სი­ტყვა არ შე­ე­წყვე­ტი­ნე­ბი­ნა, რა­ზეც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ "თუ ტყუ­ი­ლე­ბის სა­უ­ბარს გა­აგ­რძე­ლებ­და, ვერ მო­უს­მენ­და".

"თქვენ ხართ დესტრუქ­ცი­უ­ლი და მე ვტო­ვებ ამ შეხ­ვედ­რას", - მი­მარ­თა ჯან­გი­რაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს. ჯან­გი­რაშ­ვი­ლის შემ­დეგ შეხ­ვედ­რა და­ტო­ვა თამ­თა მუ­რა­დაშ­ვილ­მაც და ამის მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა ის, "რო­გორ მო­ექ­ცა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის" ხელ­მძღვა­ნელს".

ამას­თან, თამ­თა მუ­რა­დაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე პირ­და­პირ კონ­ტაქ­ტზე იყო და "ემე­სი­ჯე­ბო­და კო­მუ­ნი­კა­ცე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს კახი ბე­ქა­ურს და მის­გან ღე­ბუ­ლობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის თა­ო­ბა­ზე". მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბა იყო აგ­რე­სი­უ­ლი და არა­ნა­ირ არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის კლე­ბის ტენ­დენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ იღებ­და.

"ამ დის­კუ­სი­ას აზრი არა აქვს, იმი­ტომ რომ ჩვენ ტრი­ბუ­ნას­თან ვხე­დავ­დით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის და არა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს" - გა­ნა­ცხა­და "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­რის­ტმა.

რაც შე­ე­ხე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას, არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე გამჭვირ­ვა­ლე ორ­გა­ნი­ზა­ცია არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი.

"ეს იმი­ტომ კი არ ხდე­ბა, რომ ვინ­მე კარ­გია, არა­მედ ასეა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი. თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი ლარი და თეთ­რი არის მთლი­ა­ნად გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი და სამ­სჯავ­რო­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი. მე დღე­საც კი მი­ვა­წო­დე რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჩემი ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია" - აღ­ნიშ­ნა მაღ­ლა­ფე­რი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, "საზ­მა­უს" და­ფი­ნან­სე­ბის 50 მი­ლი­ო­ნი არის მი­თო­ლო­გი­უ­რი რი­ცხვი:

"იცით, რომ ეს 50 მი­ლი­ო­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში 39 მი­ლი­ო­ნია? და­ფი­ნან­სე­ბას ვგუ­ლის­ხმობ. სი­ნამ­დვი­ლე­ში არის 39 მი­ლი­ო­ნი. რო­დე­საც ამ­ბობთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ხარ­ჯავს 50 მი­ლი­ონს, ეს 50 მი­ლი­ო­ნი არ არის და 2017 წელს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ხარ­ჯავ­და 39 მი­ლი­ონს. ანუ, 50 მი­ლი­ო­ნი არის მი­თო­ლო­გი­უ­რი რი­ცხვი. რო­დე­საც ვამ­ბობთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს, არის 2 სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ.

ამის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს შე­კი­თხვით მი­მარ­თა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ინგა და­დი­ან­მა. და­დი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­და, და­ე­კონ­კრე­ტე­ბი­ნა მაღ­ლა­ფე­რი­ძეს, რა თან­ხაა ეს, მა­შინ რო­დე­საც ცნო­ბი­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბი­უ­ჯე­ტი 53 მი­ლი­ონ ლა­რამ­დეა.

რო­გორც "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე მას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის ერთ ფრა­ზას მო­ვიშ­ვე­ლი­ებ, რომ სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე დიდი გავ­ლე­ნას არ მოხ­დენს კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გაზ­რდის ცვლი­ლე­ბაო, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მინ­და შე­კი­თხვა და­გის­ვათ თქვენ და სა­პარ­ლა­მენ­ტო ურავ­ლე­სო­ბი­დან იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ხმა მი­ე­ცით ამ ცვლი­ლე­ბებს, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს გა­აჩ­ნია გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი სა­ხელ­მწი­ფო­დან და თვი­თონ­ვე ამ­ბობს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბით სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ონ­ზე, რო­მე­ლიც ამ ბა­ზარ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ვერ არ მო­ახ­დენს, მა­შინ რა არის ამა­ში, რომ ეს ცვლი­ლე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც უნდა გა­ვი­დეს? ვის რას აძ­ლევს ეს 2 მი­ლი­ო­ნი? თუ მე­ო­რე მხა­რეს, რჩე­ბა ის კო­მერ­ცი­უ­ლი არ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ფუ­ლის­თვის იბ­რძვი­ან და ეს არის მათ­თვის სა­არ­სე­ბო წყა­რო. ეს 2 მი­ლი­ო­ნი 20 -22 რე­გი­ო­ნუ­ლი არ­ხის ფუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ინგა და­დი­ან­მა.

ქართველი
0

ჯანგირაშვილმა ჯერ დადოს მაგ ტელევიზიის გასახსნელი ფულის კანონიერი წარმომავლობის ცნობა და მერე იბლატაოს გასაგებია???? ასევე თქვენც!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

კობახიძე VS მედია - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

კობახიძე VS მედია - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლებიც.

მედიაორგანიზაციებს "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები ჰქონდათ და შეხვედრამაც საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა. ისინი უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა და "რუსთავი 2"- ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა. კამათი ჯანგირაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, სარეკლამო ბაზრის საკითხზე საუბარს მოჰყვა, როდესაც ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ სარეკლამო ბაზარმა იკლო, პარლამენტის თავმჯდომარე კი საპირისპიროს ამტკიცებდა და მას სიცრუეში ადანაშაულებდა.

როგორც ნინო ჯანგირაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე მოიტანეს რეალური მონაცემები სარეკლამო ბაზრის შესახებ, რომლის დროსაც იხელმძღვანელეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით.

"ჩვენ გავაკეთეთ მიმოხილვა 2014-2015-2016 წლების, ვინაიდან სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენცია 2015 წლიდან დაიწყო. სუფთა სარეკლამო ბაზრით მიღებულმა შემოსავალმა 2014 წელს შეადგინა 92 670 274 ლარი. კითხვის ნიშნები რომ არ ყოფილიყო, ამ თანხას გამოვაკელით პოლიტიკური რეკლამით შემოსული თანხა ტელევიზიებში. აუდიტის სამსახურში მხოლოდ ეს სახეობაა ცალკე გამოყოფილი და არ არის გამოყოფილი მაგალითად, რადიოებში შესული თანხა, თუმცა არ მგონია, რომ ეს ძალიან დიდი თანხა იყოს. გამოკლების შედეგად, სუფთა სარეკლამო თანხა პოლიტიკური რეკლამის გარეშე 2014 წლისთვის 91 456 910 ლარი დარჩა. ეს არის ყველა მაუწყებლისთვის (რადიო, ტელევიზია) სარეკლამო შემოსავალი.

2015 წელს ჯამური შემოსავალი ყველა მაუწყებლისთვის იყო 98 204 758 ლარი, უშუალოდ რეკლამის, სპონსორობის და ტელეშოფინგის გზით მიღებული შემოსავალი კი - 81 951 841 ლარი, ანუ წინა წელთან შედარებით, 2015 წელს სარეკლამო ბაზარმა დაიკლო 9 504 000 ლარით. არგუმენტი, რომ ეს იყო არასაარჩევნო წელი, არ გამოდგება, ვინაიდან როგორც გითხარით, ჩვენ წინა წლის მონაცემები წარმოვადგინეთ პოლიტიკური რეკლამის გარეშე ანუ 2015 წელს ბაზარზე ლარში დარამატული კლება იყო. სამწუხაროდ, ლარში იყო 9 მილიონი, ხოლო დოლარში ბევრად მეტი იყო", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

"კავკასიის" ხელმძღვანელს სიტყვით გამოსვლა ირაკლი კობახიძემ შეაწყვეტინა, ის სიცრუეში დაადანაშაულა და საკუთარი არგუმენტებით უპასუხა.

"სარეკლამო ბაზარი კლებადი არ არის, იმიტომ რომ 25 მილიონიანი მატება გვაქვს 2012 და 2013 წელთან შედარებით. იმის თქმა, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი, ტყუილია. 2014 და 2016 წლებს შორის თქვენ გიწერიათ, რომ 2 მილიონი არის მინუსი. მარეგულირებლის ინფორმაციაში წერია, რომ 3 მილიონი არის პლუსი. რეალურად, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ტყუილია, როდესაც ვამბობთ, რომ ბაზარი კლებადია.

თქვენ წინა შეხვედრაზე ბრძანეთ საინტერესო რამ, რომ თურმე მხარი დაგიჭერიათ იმ კანონპროექტისთვის, რომლითაც გაუჩნდა პირველად საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის კომპონენტი, რითაც 2016 წელს მილიონ 800 ათასი აიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მაშინ იყავით ამის მომხრე და ახლა გვეუბნებით, რომ მაუწყებელს თუ დაემატება მილიონ 800 ათასი, ეს ყოფილა კატასტროფა. რასაც მაშინ მხარი დაუჭირეთ, ახლა ამბობთ, რომ კატასტროფაა. შესაძლოა, მაშინ გაწყობდათ პოლიტიკურად და ახლა არ გაწყობთ, თუმცა ასე არ შეიძლება მსჯელობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯანგირაშვილმა ითხოვა 5 წუთი განცხადებისთვის და პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, მისთვის სიტყვა არ შეეწყვეტინებინა, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ "თუ ტყუილების საუბარს გააგრძელებდა, ვერ მოუსმენდა".

"თქვენ ხართ დესტრუქციული და მე ვტოვებ ამ შეხვედრას", - მიმართა ჯანგირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს. ჯანგირაშვილის შემდეგ შეხვედრა დატოვა თამთა მურადაშვილმაც და ამის მიზეზად დაასახელა ის, "როგორ მოექცა პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელს".

ამასთან, თამთა მურადაშვილმა აღნიშნა, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება, პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზე იყო და "ემესიჯებოდა კომუნიკაცების ეროვნული კომისიის წარმომადგენელს კახი ბექაურს და მისგან ღებულობდა ინფორმაციას სარეკლამო ბაზრის თაობაზე". მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა უნდა ყოფილიყო კონსტრუქციული, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი განწყობა იყო აგრესიული და არანაირ არგუმენტაციას სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენციასთან დაკავშირებით კატეგორიულად არ იღებდა.

"ამ დისკუსიას აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ტრიბუნასთან ვხედავდით, საზოგადოებრივი მაუწყებლის და არა პარლამენტის თავმჯდომარეს" - განაცხადა "რუსთავი 2"-ის იურისტმა.

რაც შეეხება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლების პოზიციას, არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებიდან ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

"ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ვინმე კარგია, არამედ ასეა კანონით დადგენილი. თითოეული ჩვენი ლარი და თეთრი არის მთლიანად გაკონტროლებული და სამსჯავროზე გამოტანილი. მე დღესაც კი მივაწოდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია" - აღნიშნა მაღლაფერიძემ. მისივე თქმით, "საზმაუს" დაფინანსების 50 მილიონი არის მითოლოგიური რიცხვი:

"იცით, რომ ეს 50 მილიონი სინამდვილეში 39 მილიონია? დაფინანსებას ვგულისხმობ. სინამდვილეში არის 39 მილიონი. როდესაც ამბობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარჯავს 50 მილიონს, ეს 50 მილიონი არ არის და 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარჯავდა 39 მილიონს. ანუ, 50 მილიონი არის მითოლოგიური რიცხვი. როდესაც ვამბობთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არის 2 საზოგადოებრივი მაუწყებელი", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს შეკითხვით მიმართა "პალიტრანიუსის" გენერალურმა დირექტორმა, ინგა დადიანმა. დადიანი დაინტერესდა, დაეკონკრეტებინა მაღლაფერიძეს, რა თანხაა ეს, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ მიმდინარე წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 53 მილიონ ლარამდეა.

როგორც "პალიტრანიუსის" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მას არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება რჩება.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის ერთ ფრაზას მოვიშველიებ, რომ სარეკლამო ბაზარზე დიდი გავლენას არ მოხდენს კომერციული რეკლამის გაზრდის ცვლილებაო, ამ შემთხვევაში, მინდა შეკითხვა დაგისვათ თქვენ და საპარლამენტო ურავლესობიდან იმ ადამიანებს, რომლებმაც ხმა მიეცით ამ ცვლილებებს, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია გარანტირებული ბიუჯეტი სახელმწიფოდან და თვითონვე ამბობს, რომ ცვლილებებით საუბარია დაახლოებით 2 მილიონზე, რომელიც ამ ბაზარზე დიდ გავლენას ვერ არ მოახდენს, მაშინ რა არის ამაში, რომ ეს ცვლილება მაინცდამაინც უნდა გავიდეს? ვის რას აძლევს ეს 2 მილიონი? თუ მეორე მხარეს, რჩება ის კომერციული არხები, რომლებიც ამ ფულისთვის იბრძვიან და ეს არის მათთვის საარსებო წყარო. ეს 2 მილიონი 20 -22 რეგიონული არხის ფულია", - განაცხადა ინგა დადიანმა.