მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ის ობიექტი დაასახელა, სადაც ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელები იყიდებოდა
 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ის ობიექტი დაასახელა, სადაც ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელები იყიდებოდა

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, მომ­ხმა­რებ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით, მიკ­ვლე­ვა­დო­ბის პრინ­ცი­პით, სრუ­ლად ამო­ი­ღო ბაზ­რი­დან ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე სუ­ნე­ლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცით, რე­ა­ლი­ზა­ცია ხდე­ბო­და არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პი­რის მიერ და­უ­ფა­სო­ე­ბე­ლი სა­ხით, ე.წ ნავ­თლუ­ღის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"მიკ­ვლე­ვა­დო­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და კუს­ტა­რუ­ლი წარ­მო­ე­ბა, მთე­ლი რიგი დარ­ღვე­ვე­ბით, რა­ზეც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს. სა­ა­გენ­ტო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რე­ბელს არ შე­ი­ძი­ნოს სურ­სა­თი არორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბის ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, სწო­რედ მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის და ასე­თი ფაქ­ტე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით,

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა დრო­ე­ბი­თი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ , რო­მე­ლიც სუ­ნე­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის და ეტი­კე­ტი­რე­ბის წე­სე­ბის გამ­კაც­რე­ბას გუ­ლის­ხმობს", - გან­მარ­ტეს სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სსიპ სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში პრო­დუქ­ცი­ის დამ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ერთი მე­წარ­მე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლაქ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ამ­ქრო­ში ამ­ზა­დებ­და სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის სუ­ნელს, რის­თვი­საც იყე­ნებ­და მცე­ნა­რე­ებს და სა­ღე­ბა­ვებს, მათ შო­რის არა­საკ­ვე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის აზო-სა­ღე­ბავს "სუ­დან 1"-ს, რო­მე­ლიც სა­ში­შია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 198-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 3-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ის ობიექტი დაასახელა, სადაც ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელები იყიდებოდა

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ის ობიექტი დაასახელა, სადაც ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელები იყიდებოდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიკვლევადობის პრინციპით, სრულად ამოიღო ბაზრიდან ჯანმრთელობისთვის მავნე სუნელები, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

უწყების ინფორმაცით, რეალიზაცია ხდებოდა არარეგისტრირებული პირის მიერ დაუფასოებელი სახით, ე.წ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"მიკვლევადობის პროცესში გამოვლინდა კუსტარული წარმოება, მთელი რიგი დარღვევებით, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს არ შეიძინოს სურსათი არორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული რეალიზაციის პირობები. გარდა ამისა, სწორედ მომხმარებლის ინტერესების დაცვის და ასეთი ფაქტების აღკვეთის მიზნით,

მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებულია დადგენილება დროებითი ზომების შესახებ , რომელიც სუნელების რეალიზაციის და ეტიკეტირების წესების გამკაცრებას გულისხმობს", - განმარტეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს "სუდან 1"-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი