პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასაკლაო სკოლაში - 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა
სასაკლაო სკოლაში - 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა

ფლო­რი­და­ში, პარ­კლენდში მდე­ბა­რე სკო­ლა­ში 19 წლის ბიჭ­მა ცე­ცხლი გახ­სნა, შე­დე­გად სულ მცი­რე 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ნი­კო­ლას კრუ­ზია, სკო­ლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც დი­რექ­ცი­ამ გა­რი­ცხა.

ოლ­ქის შე­რიფ­მა სკოტ ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კრუზ­მა შე­ნო­ბის გა­რეთ სამი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, შემ­დეგ კი სკო­ლა­ში შე­ვი­და და კი­დევ 12 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

ნა­ხეთ კად­რე­ბი: რა ხდე­ბო­და საკ­ლა­სო ოთახ­ში, რო­დე­საც მო­ზარ­დმა სრო­ლა და­ი­წყო

ორი ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

"კა­ტას­ტრო­ფაა, სი­ტყვე­ბი არ მაქვს," - და­წე­რა შე­რიფ­მა "ტვი­ტერ­ზე" მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

ექიმ­მა ევან ბო­ი­არ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სულ 17 ადა­მი­ა­ნი მი­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში. მათ­გან სა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია, სა­მის კი - უკვე დას­ტა­ბი­ლურ­და.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­რიფ ის­რა­ე­ლის თქმით, კრუზ­მა მოკ­ლა ფეხ­ბურ­თის მწვრთნე­ლიც, თუმ­ცა მისი ვი­ნა­ო­ბა არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია.

თავ­დას­ხმის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში პო­ლი­ცია სპეც­რაზმთან ერ­თად შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რა და სკო­ლი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­იყ­ვა­ნა, გა­რეთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი და მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი.

კრუ­ზი, რო­მე­ლიც დის­ციპ­ლი­ნა­ში პრობ­ლე­მე­ბის გამო გა­რი­ცხეს სკო­ლი­დან, პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

მოს­წავ­ლე­ე­ბის თქმით, სრო­ლის ხმის გა­გო­ნე­ბის­თა­ნა­ვე მერ­ხე­ბის ქვეშ სცა­დეს და­მალ­ვა.

ერთ-ერთი მას­წავ­ლებ­ლის თქმით კი 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 19 სტუ­დენ­ტთან ერ­თად ტუ­ა­ლეტ­ში იმა­ლე­ბო­და.

მომ­ხდარს უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კო­სი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სამ­ძი­მა­რი "ტვი­ტერ­ზე" დო­ნალდ ტრამპმაც და­წე­რა.

"ამე­რი­კის სკო­ლებ­ში არ­ცერ­თი ბავ­შვი ან მას­წავ­ლე­ბე­ლი თავს და­უც­ვე­ლად არ უნდა გრძნობ­დეს," - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სასაკლაო სკოლაში - 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა

სასაკლაო სკოლაში - 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა

ფლორიდაში, პარკლენდში მდებარე სკოლაში 19 წლის ბიჭმა ცეცხლი გახსნა, შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეჭვმიტანილი ნიკოლას კრუზია, სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელიც დირექციამ გარიცხა.

ოლქის შერიფმა სკოტ ისრაელმა განაცხადა, რომ კრუზმა შენობის გარეთ სამი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი სკოლაში შევიდა და კიდევ 12 ადამიანი იმსხვერპლა.

ნახეთ კადრები: რა ხდებოდა საკლასო ოთახში, როდესაც მოზარდმა სროლა დაიწყო

ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"კატასტროფაა, სიტყვები არ მაქვს," - დაწერა შერიფმა "ტვიტერზე" მოგვიანებით.

ექიმმა ევან ბოიარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სულ 17 ადამიანი მიიყვანეს საავადმყოფოებში. მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, სამის კი - უკვე დასტაბილურდა.

გარდაცვლილების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს. შერიფ ისრაელის თქმით, კრუზმა მოკლა ფეხბურთის მწვრთნელიც, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

თავდასხმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია სპეცრაზმთან ერთად შენობაში შეიჭრა და სკოლიდან მოსწავლეები გაიყვანა, გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანები და მშობლები იყვნენ შეკრებილი.

კრუზი, რომელიც დისციპლინაში პრობლემების გამო გარიცხეს სკოლიდან, პოლიციამ უკვე დააკავა.

მოსწავლეების თქმით, სროლის ხმის გაგონებისთანავე მერხების ქვეშ სცადეს დამალვა.

ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით კი 40 წუთის განმავლობაში 19 სტუდენტთან ერთად ტუალეტში იმალებოდა.

მომხდარს უამრავი პოლიტიკოსი გამოეხმაურა, სამძიმარი "ტვიტერზე" დონალდ ტრამპმაც დაწერა.

"ამერიკის სკოლებში არცერთი ბავშვი ან მასწავლებელი თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდეს," - აღნიშნა ტრამპმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე