საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში პატიმარი ყელგამოჭრილი ნახეს"
"გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში პატიმარი ყელგამოჭრილი ნახეს"

ორ­გა­ნი­ზა­ცია "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლი" გლ­და­ნის ცი­ხე­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეფექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, პა­ტიმ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა ზო­მას უნდა მი­მარ­თოს მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

"რო­გორც პა­ტი­მა­რის ოჯა­ხის წევ­რს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, პა­ტი­მა­რი ნი­კო­ლოზ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი 10 თე­ბერ­ვალს გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი საკ­ნის სა­პირ­ფა­რე­შო­ში თა­ნა­საკ­ნე­ლებ­მა ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ნა­ხეს.

გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სსკ 115-ე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ად­გილ­ზე ვერ იქნა ნა­ნა­ხი ია­რა­ღი, ოჯა­ხის წევ­რებს სარ­წმუ­ნოდ არ მი­აჩ­ნი­ათ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია. გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს ფაქ­ტი, თუ რამ­დე­ნად იყო და­ცუ­ლი უსაფრ­თო­ე­ბის ზო­მე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რის პი­რო­ბებ­ში, ამას­თა­ნა­ვე რამ­დე­ნად დრო­უ­ლი და სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღო პა­ტი­მარ­მა.

პა­ტიმ­რის ძმა ითხოვს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რებ­მა სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ი­ძი­ონ მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღოს ყვე­ლა სა­ჭი­რო ზომა მო­მაკ­ვდა­ვი პა­ტიმ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად. ამ­ჟა­მად პა­ტი­მა­რი იმ­ყო­ფე­ბა ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მას გა­თი­შუ­ლი აქვს თა­ვის ტვი­ნი და თირკმე­ლე­ბი, მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში პატიმარი ყელგამოჭრილი ნახეს"

"გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში პატიმარი ყელგამოჭრილი ნახეს"

ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა და ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ზომას უნდა მიმართოს მის გადასარჩენად.

"როგორც პატიმარის ოჯახის წევრს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განუცხადა, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ფაქტი, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთოების ზომები კონკრეტული პატიმრის პირობებში, ამასთანავე რამდენად დროული და საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო პატიმარმა.

პატიმრის ძმა ითხოვს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად. ამჟამად პატიმარი იმყოფება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"სპარში" შეიარაღებული არასრულწლოვნები შეიჭრნენ - დაკავებულია 2 პირი

რატომ დაიბარეს დავით დარჩიაშვილი გენერალურ პროკურატურაში?

წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დაკავებულ 3 ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა