ზუგდიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სალონი გუშინ გვიან ღამით არასრულწლოვანმა გაქურდა. მოზარდმა, სალონიდან რამდენიმე მაკრატელი, თმის საშრობი და სხვა წვრილმანი ტექნიკა წაიღო.
სალონის თანამშრომლის, მანანა წითლიძის თქმით, მოზარდს მოპარული ნივთები პოლიციამ დააბრუნებინა. "დილით რომ მოვედით, კარი ღია დაგვხვდა. სალონის მეპატრონემ პოლიციაში დარეკა. ეს სალონი უკვე მესამედ გაიძარცვა. ამ შემთხვევაში გვითხრეს, რომ ქურდები არასრულწლოვნები არიან და პოლიცია ვერ დააკავებს, მაგრამ ნივთები დააბრუნებინეს",- განაცხადა წითლიძემ.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მომხადრზე ერთი პირია მხილებული.