სახლი ულამაზეს იტალიურ ქალაქში სულ რაღაც 1 ევროდ - ნახეთ, რა პირობები აქვს ქალაქის მერს

სახლი ულამაზეს იტალიურ ქალაქში სულ რაღაც 1 ევროდ - ნახეთ, რა პირობები აქვს ქალაქის მერს

თუ ოდესმე სურვილი გქონიათ გეცხოვრათ ულამაზეს იტალიურ სოფელში, გაქვთ შანსი, ოცნება სულ რაღაც 1 ევროდ აისრულოთ.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ოლოლაიში, რომელიც სარდინიაზე მდებარეობს, 200 მიტოვებული სახლი 1 ევროდ იყიდება.

ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა ბოლო 50 წლის მანძილზე განახევრდა. ოლოლაიში ახლა 1300 ადამიანი ცხოვრობს, მათი უმეტესობა შუა ხნის უშვილო წყვილები არიან.

იმის გამო, რომ ქალაქში ყოველწლიურად ძალიან ცოტა ბავშვი იბადება, ოლოლაის მერმა გადაწყვიტა მოსახლეობის ზრდას ხელი შეუწყოს და 2015 წელს "ერთ ევროიანი სახლების" სქემა შეიმუშავა.

თუმცა, ცხადია, ქალაქს საკუთარი პირობები აქვს. მყიდველებმა 3 წლის განმავლობაში უნდა გაარემონტოს ნაყიდი სახლი, რომელიც, უმეტესად, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. რემონტი დაახლოებით 30 ათასი ევრო დაჯდება.

ნაყიდი სახლის გაყიდვა კი, სურვილის შემთხვევაში, 5 წლის შემდეგ შეეძლებათ.

მიუხედავად ამ ხარჯებისა, ოლალაის მერი დარწმუნებულია, რომ ქალაქის სილამაზე და მდიდარი წარსული ხალხს მოიზიდავს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"