სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლამდე ასაკის ქურდები - 50-მდე ფაქტი ბოლო ორ თვეში
14 წლამდე ასაკის ქურდები - 50-მდე ფაქტი ბოლო ორ თვეში

ბოლო პე­რი­ოდ­ში 14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვებ­მა საგ­რძნობ­ლად იმა­ტა. მა­ღა­ზი­ე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი, ოფი­სე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მათი ძარ­ცვის ძი­რი­თა­დი ობი­ექ­ტე­ბია, რა­საც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბიც აფიქ­სი­რებს.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს მხო­ლოდ თბი­ლის­ში 50-მდე მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და. არას­რულ­წლოვ­ნე­ბი იპა­რა­ვენ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, ტან­საც­მლი­სა და ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ებ­ში და სხვა­გან, რაც ზოგ­ჯერ დღის სა­ა­თებ­ში ხდე­ბა.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 14 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ ვრცელ­დე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­ში ხე­დავს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ამ ეტაპ­ზე კა­ნო­ნის გა­და­ხედ­ვა არ იგეგ­მე­ბა, რა­საც იუ­რის­ტე­ბიც გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან, მათი აზ­რით, არას­რულ­წლოვ­ნებ­ში სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი ვერ იქ­ნე­ბა და მოგ­ვა­რე­ბის გზებს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ხე­და­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ძარ­ცვა რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც მოხ­და. და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე კლი­ნი­კა "მედი" გა­ქურ­დეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ფი­გუ­რი­რებს, მათ შო­რის ერთი გო­გო­ნა, რომ­ლებ­მაც 60 ლა­რამ­დე თან­ხა წა­ი­ღეს. 24 იან­ვარს ისევ არას­რულ­წლოვ­ნებ­მა ისან­ში სურ­სა­თის მა­ღა­ზია გა­ქურ­დეს, რისი ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც არ­სე­ბობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზეც გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. კი­დევ ერთი ძარ­ცვა "მაგ­თის" ოფის­ში მოხ­და, სა­დაც რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვან­მა სტენ­დი­დან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი დღი­სით წა­ი­ღო.

არას­რულ­წლო­ვან­თა და­ნა­შა­უ­ლი რომ გახ­ში­რე­ბუ­ლია, ამას შს მი­ნის­ტრიც აღ­ნიშ­ნავს. რო­გორც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, არას­რულ­წლო­ვან­თა კო­დექსმა, რო­მე­ლიც 2016 წლის პირ­ველ იან­ვარს ამოქ­მედ­და, გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო, თუმ­ცა 14 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ში და­ნა­შა­უ­ლი გაზ­რდი­ლია.

"რა თქმა უნდა, ხაზ­გა­სას­მე­ლია ისე­თი მიღ­წე­ვე­ბი, რო­გო­რიც არის გან­რი­დე­ბის პი­რო­ბებ­ში რე­ცი­დი­ვის მხო­ლოდ 9% შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ, ასე­ვე, ხაზ­გას­მით უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაქვს 14 წლამ­დე არას­რულ­წლოვ­ნებ­ში - და­ნა­შა­უ­ლის ზრდა გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი და­ნა­შა­უ­ლის ზრდა, რო­გო­რიც არის ქურ­დო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მმარ­თველ გუნდში აცხა­დე­ბენ, რომ ამ ეტაპ­ზე კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვა და გამ­კაც­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­მი­სოდ სა­ჭი­როა მო­ზარ­დე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, ასე­ვე, თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვა და მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა.

"კერ­ძოდ, რა რა­ო­დე­ნო­ბით არის არას­რულ­წლო­ვან­თა და­ნა­შა­უ­ლი გაზ­რდი­ლი და, ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა არის მო­ტი­ვა­ცია. და­ნა­შა­უ­ლი მო­ტი­ვის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს. არის თუ არა და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი ახალ­გაზ­რდუ­ლი ცუღ­ლუ­ტო­ბა ან თვით­დამ­კვიდ­რე­ბის მიზ­ნით "ბი­ჭო­ბის" გა­მო­ჩე­ნა - ეს კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა­ში არ­სე­ბობს რო­გორც მოვ­ლე­ნა და ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ასე­თი კვლე­ვა უნდა ჩა­ტარ­დეს", - აცხა­დებს ქუც­ნაშ­ვი­ლი.

უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძეც იზი­ა­რებს პო­ზი­ცი­ას, რომ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა არ არის გა­მო­სა­ვა­ლი და პრე­ვენ­ცი­ას და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა­ში ხე­დავს.

"რე­ა­გი­რე­ბა და დას­ჯა უნდა იყოს, მაგ­რამ გა­აჩ­ნია დას­ჯა­საც. შე­იძ­ლე­ბა მას და­ე­კის­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მა. ჩვენ გაქვს, ასე­ვე, გან­რი­დე­ბის პროგ­რა­მა და, რაც მთა­ვა­რია, ამ ბავ­შვებ­თან და მათ ოჯა­ხებ­თან უნდა იყოს ძა­ლი­ან ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. თვი­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნდა იყოს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ შე­უ­რი­გე­ბე­ლი გან­წყო­ბა. არას­რულ­წლო­ვა­ნი უნდა ხე­დავ­დეს, რომ ეს არის ძა­ლი­ან ცუდი ქცე­ვა და რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი ასე არ იქ­ცე­ვა. ასე­ვე, კარ­გად უნდა ავუხ­სნათ, ცი­ხე­ში ყოფ­ნა რას ნიშ­ნავს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა იმ ადა­მი­ან­მა, ვინც კრი­მი­ნა­ლურ გზას მიჰ­ყვე­ბა. ბევ­რი სხვა ტი­პის მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო და არა კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა და მათი ცი­ხე­ში ჩას­მა", - აცხა­დებს გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე და აღ­ნიშ­ნავს, რომ პრე­ვენ­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა უწყე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა და ამ პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თვა.

იუ­რის­ტი ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბას უკე­თე­სო­ბის­კენ არ შეც­ვლის.

"ჩვენ­თვის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა სი­ახ­ლეა და ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია რო­გორც ფაქ­ტე­ბი, ისე თან­დარ­თუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ფაქ­ტია ისიც, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო ცდი­ლობს, ამ რე­ფორ­მის სი­კე­თით ისარ­გებ­ლოს და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს ია­რა­ღად, რაც გვი­ნა­ხავს სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზეც, ფილ­მებ­ში მა­ინც, რო­დე­საც არა­ერ­თი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის სწო­რედ არას­რულ­წლოვ­ნებს იყე­ნე­ბენ.

გა­მო­სა­ვა­ლი და ამ პრობ­ლე­მის სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტა არის რე­ფორ­მის გაგ­რძე­ლე­ბა და მეტი გამჭვირ­ვა­ლო­ბა, თუ რას აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სირ­თუ­ლის გამო რე­ფორ­მა­ზე უა­რის თქმა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, თო­რემ ჩვენ და­ვუბ­რუნ­დე­ბით ძველ, რეპ­რე­სი­ულ სის­ტე­მას", - ამ­ბობს ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნავს, რომ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა იქ­ნე­ბა რე­ფორ­მის შე­ჩე­რე­ბა და წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

კი­თხვა­ზე, მშობ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და თუ არა ერთ-ერთი გა­მო­სა­ვა­ლი, იუ­რის­ტი პა­სუ­ხობს, რომ მშო­ბელს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით პა­სუხს ვერ მოს­თხოვ, მით უმე­ტეს, როცა საქ­მე დას­ჯად ქმე­დე­ბას ეხე­ბა.

"თუმ­ცა, რო­დე­საც რე­ფორ­მა­ზე ვსა­უბ­რობ, იმი­ტომ აღ­ვნიშ­ნავ გამჭვირ­ვა­ლო­ბა-გახ­სნი­ლო­ბას, რომ მას­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თვა გა­დამ­წყვე­ტია. ყვე­ლა­ზე მეტ დროს შვი­ლებ­თან სწო­რედ ოჯა­ხი უნდა ატა­რებ­დეს და აქ მშო­ბელ­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ არას­რულ­წლოვ­ნის ქმე­დე­ბა არის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იმ გა­რე­მო­სი, რაც არის ოჯახ­ში, მის სო­ცი­უმ­ში და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მარ­თა­ლია, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი საქ­მეა, მაგ­რამ ასეთ­მა ფაქ­ტებ­მა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ უნდა და­ა­ყე­ნოს რე­ფორ­მის სა­ჭი­რო­ე­ბა და გაგ­რძე­ლე­ბა.

რა­საც მე ვუ­ყუ­რებ, შემ­თხვე­ვე­ბი წარ­მო­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლურ ჩარ­ჩო­ში და ის­მის კი­თხვა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ლე­ბი რას აკე­თე­ბენ? ისი­ნიც კი უძ­ლურ­ნი არი­ან - ეს ყვე­ლა­ზე დამ­ღუპ­ვე­ლი ტექ­სტია, რომ­ლის ტი­რა­ჟი­რე­ბა­საც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უწყო­ბენ ხელს. ამ რთულ პრო­ცეს­ში შსს-ს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა მხო­ლოდ წა­ა­ხა­ლი­სებს არას­რულ­წლოვ­ნებს და თუკი დღეს და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ერ­თია, ხვალ შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს სხვა პრე­ცე­დენ­ტე­ბიც. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, მეც შემ­ხე­ბია. სულ ცოტა ხნის წინ გა­რაჟ­ში გა­მი­ტე­ხეს მან­ქა­ნა, ჩა­ნა­წე­რიც არ­სე­ბობს, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ის უუ­ნა­რო­ბის ბრა­ლია", - აცხა­დებს ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი.

ნინი ქე­თე­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

14 წლამდე ასაკის ქურდები - 50-მდე ფაქტი ბოლო ორ თვეში

14 წლამდე ასაკის ქურდები - 50-მდე ფაქტი ბოლო ორ თვეში

ბოლო პერიოდში 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. მაღაზიები, აფთიაქები, ოფისები და ავტომობილები მათი ძარცვის ძირითადი ობიექტებია, რასაც სათვალთვალო კამერებიც აფიქსირებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, წელს მხოლოდ თბილისში 50-მდე მსგავსი შემთხვევა მოხდა. არასრულწლოვნები იპარავენ სუპერმარკეტებში, ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიებში და სხვაგან, რაც ზოგჯერ დღის საათებში ხდება.

იმის გათვალისწინებით, რომ 14 წლამდე მოზარდებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება, მოსახლეობის ნაწილი პრობლემის მოგვარებას კანონის გამკაცრებაში ხედავს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კანონის გადახედვა არ იგეგმება, რასაც იურისტებიც გამართლებულად მიიჩნევენ, რადგან, მათი აზრით, არასრულწლოვნებში სადამსჯელო ღონისძიება გამოსავალი ვერ იქნება და მოგვარების გზებს სხვა მიმართულებით ხედავენ.

შეგახსენებთ, რომ ძარცვა რამდენიმე დღის წინაც მოხდა. დადიანის ქუჩაზე კლინიკა "მედი" გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, საქმეში სამი არასრულწლოვანი ფიგურირებს, მათ შორის ერთი გოგონა, რომლებმაც 60 ლარამდე თანხა წაიღეს. 24 იანვარს ისევ არასრულწლოვნებმა ისანში სურსათის მაღაზია გაქურდეს, რისი ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზეც გამოძიება დაიწყო. კიდევ ერთი ძარცვა "მაგთის" ოფისში მოხდა, სადაც რამდენიმე არასრულწლოვანმა სტენდიდან მობილური ტელეფონები დღისით წაიღო.

არასრულწლოვანთა დანაშაული რომ გახშირებულია, ამას შს მინისტრიც აღნიშნავს. როგორც გიორგი გახარიამ საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც 2016 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, გარკვეული შედეგები გამოიღო, თუმცა 14 წლამდე მოზარდებში დანაშაული გაზრდილია.

"რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ისეთი მიღწევები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9% შემთხვევები, მაგრამ, ასევე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწლოვნებში - დანაშაულის ზრდა განსაკუთრებით ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიც არის ქურდობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კანონმდებლობის გადახედვა და გამკაცრება არ იგეგმება. "ქართული ოცნების" დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საამისოდ საჭიროა მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობრივი, ასევე, თვისებრივი კვლევა და მიზეზების დადგენა.

"კერძოდ, რა რაოდენობით არის არასრულწლოვანთა დანაშაული გაზრდილი და, ასევე, საინტერესოა, რა არის მოტივაცია. დანაშაული მოტივის გარეშე არ არსებობს. არის თუ არა დანაშაულის მოტივი ახალგაზრდული ცუღლუტობა ან თვითდამკვიდრების მიზნით "ბიჭობის" გამოჩენა - ეს კრიმინალისტიკაში არსებობს როგორც მოვლენა და ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი კვლევა უნდა ჩატარდეს", - აცხადებს ქუცნაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძეც იზიარებს პოზიციას, რომ კანონის გამკაცრება არ არის გამოსავალი და პრევენციას დანაშაულის ჩადენის მიზეზების დადგენაში ხედავს.

"რეაგირება და დასჯა უნდა იყოს, მაგრამ გააჩნია დასჯასაც. შეიძლება მას დაეკისროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ჩვენ გაქვს, ასევე, განრიდების პროგრამა და, რაც მთავარია, ამ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან უნდა იყოს ძალიან ხშირი კომუნიკაცია. თვითონ საზოგადოებაში უნდა იყოს ამ ადამიანების მიმართ შეურიგებელი განწყობა. არასრულწლოვანი უნდა ხედავდეს, რომ ეს არის ძალიან ცუდი ქცევა და რომ კარგი ადამიანი ასე არ იქცევა. ასევე, კარგად უნდა ავუხსნათ, ციხეში ყოფნა რას ნიშნავს, როგორ შეიძლება დაასრულოს საკუთარი ცხოვრება იმ ადამიანმა, ვინც კრიმინალურ გზას მიჰყვება. ბევრი სხვა ტიპის მუშაობაა საჭირო და არა კანონის გამკაცრება და მათი ციხეში ჩასმა", - აცხადებს გუგული მაღრაძე და აღნიშნავს, რომ პრევენციისთვის აუცილებელია სხვადასხვა უწყების ერთობლივი მუშაობა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართვა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სადამსჯელო ღონისძიების შემოღება მდგომარეობას უკეთესობისკენ არ შეცვლის.

"ჩვენთვის არასრულწლოვნების მართლმსაჯულების რეფორმა სიახლეა და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია როგორც ფაქტები, ისე თანდართული პრობლემები. ფაქტია ისიც, რომ კრიმინალური სამყარო ცდილობს, ამ რეფორმის სიკეთით ისარგებლოს და ეს ადამიანები გამოიყენოს იარაღად, რაც გვინახავს სხვა ქვეყნების მაგალითზეც, ფილმებში მაინც, როდესაც არაერთი მძიმე დანაშაულისთვის სწორედ არასრულწლოვნებს იყენებენ.

გამოსავალი და ამ პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა არის რეფორმის გაგრძელება და მეტი გამჭვირვალობა, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით. ასევე, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და, რაც ყველაზე მთავარია, სირთულის გამო რეფორმაზე უარის თქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თორემ ჩვენ დავუბრუნდებით ძველ, რეპრესიულ სისტემას", - ამბობს ლევან ალაფიშვილი და აღნიშნავს, რომ კანონის გამკაცრება იქნება რეფორმის შეჩერება და წარსულში დაბრუნება.

კითხვაზე, მშობლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იქნებოდა თუ არა ერთ-ერთი გამოსავალი, იურისტი პასუხობს, რომ მშობელს სისხლისსამართლებრივი წესით პასუხს ვერ მოსთხოვ, მით უმეტეს, როცა საქმე დასჯად ქმედებას ეხება.

"თუმცა, როდესაც რეფორმაზე ვსაუბრობ, იმიტომ აღვნიშნავ გამჭვირვალობა-გახსნილობას, რომ მასში მშობელთა ჩართვა გადამწყვეტია. ყველაზე მეტ დროს შვილებთან სწორედ ოჯახი უნდა ატარებდეს და აქ მშობელთა საგანმანათლებლო კომპონენტიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არასრულწლოვნის ქმედება არის გამოხატულება იმ გარემოსი, რაც არის ოჯახში, მის სოციუმში და მთლიანად საზოგადოებაში. მართალია, ეს ძალიან რთული და კომპლექსური საქმეა, მაგრამ ასეთმა ფაქტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს რეფორმის საჭიროება და გაგრძელება.

რასაც მე ვუყურებ, შემთხვევები წარმოჩენილია მხოლოდ კრიმინალურ ჩარჩოში და ისმის კითხვა, სამართალდამცაველები რას აკეთებენ? ისინიც კი უძლურნი არიან - ეს ყველაზე დამღუპველი ტექსტია, რომლის ტირაჟირებასაც მედიასაშუალებები უწყობენ ხელს. ამ რთულ პროცესში შსს-ს დადანაშაულება მხოლოდ წაახალისებს არასრულწლოვნებს და თუკი დღეს დანაშაულის ჩამდენი ერთია, ხვალ შეიძლება გაჩნდეს სხვა პრეცედენტებიც. გულწრფელად გეტყვით, მეც შემხებია. სულ ცოტა ხნის წინ გარაჟში გამიტეხეს მანქანა, ჩანაწერიც არსებობს, არასრულწლოვნები არიან, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის უუნარობის ბრალია", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

ნინი ქეთელაური

გაზეთი "რეზონანსი"

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ დედა და და მოკლა - რატომ სთხოვდა ის დაცვას არასამთავრობო ორგანიზაციას