თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კლინიკა "მედი" გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწოვნებმა კლინიკის ოფისში გვიან ღამით შეაღწიეს და 60 ლარამდე თანხა წაიღეს. როგორც კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, კამერების ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ შეაღწიეს არასრულწლოვნებმა კლინიკის ოფისში. არსებული ინფორმაციით, სამი არასრულწლოვნიდან ერთი გოგონაა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.