პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
175 წლიანი პატიმრობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ექიმს - ნასარმა 150 ქალზე იძალადა
175 წლიანი პატიმრობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ექიმს - ნასარმა 150 ქალზე იძალადა

სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, აშშ-ს ქალ­თა ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის ყო­ფი­ლი ექი­მი ლარი ნა­სა­რი დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რებს.

მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტორს 40-დან 175 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 150-ზე მეტი ქა­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის გამო მი­ი­ღო.

ნა­სარ­მა სა­კუ­თა­რი სა­მე­დი­ცი­ნო პო­ზი­ცია გა­მო­ი­ყე­ნა იმის­თვის, რომ გო­გო­ნებ­ზე ეძა­ლა­და. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მსხვერ­პლებს მან ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

ამა­ვე სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლე აქუ­ი­ლი­ნამ ხმა­მაღ­ლა წა­ი­კი­თხა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ნა­სარ­მა სა­სა­მარ­თლოს ცოტა ხნის წინ გა­უგ­ზავ­ნა. წე­რილ­ში ექი­მი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ქა­ლე­ბი იტყუ­ე­ბოდ­ნენ და მას არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია.

"მე კარ­გი ექი­მი ვი­ყა­ვი და ყო­ველ­თვის ეფექ­ტი­ა­ნად ვმკურ­ნა­ლობ­დი, ის ქა­ლე­ბი კი, ვინც ახლა ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ყო­ველ ჯერ­ზე ბრუნ­დე­ბოდ­ნენ ჩემ­თან," - წერ­და ნა­სა­რი წე­რილ­ში.

მო­სა­მარ­თლის თქმით, წე­რი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ნა­სარს სა­კუ­თა­რი ბრა­ლი არ გა­უ­აზ­რე­ბია.

"თქვენ­თან ძაღლსაც არ გა­მოვგზავ­ნი­დი," - უთხრა მას აქუ­ი­ლი­ნამ.

ბოლო 1 კვი­რის მან­ძილ­ზე სა­სა­მარ­თლო­ში ნა­სა­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე 156-მა მსხვერ­პლმა ისა­უბ­რა. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ექიმ­თან ტრავ­მე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მი­დი­ოდ­ნენ, ის კი მათ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და და ამ­ბობ­და, რომ ეს მკურ­ნა­ლო­ბის ნა­წი­ლი იყო. სპორ­ტსმე­ნე­ბის თქმით, მათ ბრალ­დე­ბებს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და არ­ცერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბა, მათ შო­რის - არც ამე­რი­კის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი.

ნა­სა­რი ყვე­ლა ბრალ­დე­ბას თა­ვად უს­მენ­და და გო­გო­ნე­ბის მო­ნა­თხრობ­ზე ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებ­და.

წყა­რო cnn.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

175 წლიანი პატიმრობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ექიმს - ნასარმა 150 ქალზე იძალადა

175 წლიანი პატიმრობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ექიმს - ნასარმა 150 ქალზე იძალადა

სპორტული მედიცინის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, აშშ-ს ქალთა ოლიმპიური გუნდის ყოფილი ექიმი ლარი ნასარი დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორს 40-დან 175 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება 150-ზე მეტი ქალის სექსუალური შევიწროების გამო მიიღო.

ნასარმა საკუთარი სამედიცინო პოზიცია გამოიყენა იმისთვის, რომ გოგონებზე ეძალადა. სასამართლო სხდომაზე მსხვერპლებს მან ბოდიში მოუხადა.

ამავე სხდომაზე მოსამართლე აქუილინამ ხმამაღლა წაიკითხა წერილი, რომელიც ნასარმა სასამართლოს ცოტა ხნის წინ გაუგზავნა. წერილში ექიმი აღნიშნავდა, რომ ქალები იტყუებოდნენ და მას არაფერი ჩაუდენია.

"მე კარგი ექიმი ვიყავი და ყოველთვის ეფექტიანად ვმკურნალობდი, ის ქალები კი, ვინც ახლა ძალადობაზე საუბრობენ, ყოველ ჯერზე ბრუნდებოდნენ ჩემთან," - წერდა ნასარი წერილში.

მოსამართლის თქმით, წერილი ადასტურებს, რომ ნასარს საკუთარი ბრალი არ გაუაზრებია.

"თქვენთან ძაღლსაც არ გამოვგზავნიდი," - უთხრა მას აქუილინამ.

ბოლო 1 კვირის მანძილზე სასამართლოში ნასარის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე 156-მა მსხვერპლმა ისაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ექიმთან ტრავმების სამკურნალოდ მიდიოდნენ, ის კი მათზე სექსუალურად ძალადობდა და ამბობდა, რომ ეს მკურნალობის ნაწილი იყო. სპორტსმენების თქმით, მათ ბრალდებებს ყურადღებას არ აქცევდა არცერთი ოფიციალური უწყება, მათ შორის - არც ამერიკის ოლიმპიური კომიტეტი.

ნასარი ყველა ბრალდებას თავად უსმენდა და გოგონების მონათხრობზე ცრემლებს ვერ იკავებდა.

წყარო cnn.com

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"