საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”სტამბოლის ბაზრობის” დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული - შსს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალებზე
”სტამბოლის ბაზრობის” დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული - შსს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალებზე

ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რო­ბის დი­რექ­ტო­რი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი და გე­ნე­რა­ლი სამ­სონ ქუ­თა­თე­ლა­ძეს სხე­ულ­ზე 6 ჭრი­ლო­ბა აქვს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

"ამ ეტა­ზე რაც შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ არის ის, რომ ბაზ­რო­ბის შიდა ტე­რი­რი­ა­ზე და ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის სა­მუ­შაო ოთახ­ში სათ­ვლათ­ვა­ლო კა­მე­რე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არ იყო, თუმ­ცა ჩვენ უკვე ამო­ღე­ბუ­ლი გვაქვს ბაზ­რო­ბის გარე პე­რი­მეტრზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი იმის­თვის, რომ და­ვად­გი­ნოთ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი. ამ ფაქ­ტზეც გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის მუხ­ლით. ჯერ­ჯე­რო­ბით სულ ესაა, რაც გა­მოკ­ვე­თი­ლია ამ ეტაპ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

რუს­თავ­ში გუ­შინ, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რო­ბის დი­რექ­ტო­რი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი და გე­ნე­რა­ლი სამ­სონ ქუ­თა­თე­ლა­ძე მოკ­ლეს. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ვი­ნა­ო­ბა და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­თე­ლა­ძეს ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ბაზ­რის მო­ვაჭ­რე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გას­რო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ და მკვლე­ლო­ბა სა­ვა­რა­დოდ მა­ყუ­ჩი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტით არის ჩა­დე­ნი­ლი.

სამ­სონ ქუ­თა­თე­ლა­ძე 2008-2012 წლებ­ში სა­ჩხე­რი­დან სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი იყო.

sponsored by ContentRoom

”სტამბოლის ბაზრობის” დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული - შსს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალებზე

”სტამბოლის ბაზრობის” დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული - შსს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალებზე

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე 6 ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ამ ეტაზე რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ბაზრობის შიდა ტერირიაზე და ასევე გარდაცვლილის სამუშაო ოთახში სათვლათვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო, თუმცა ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დავადგინოთ დანაშაულის ჩამდენი პირი. ამ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით. ჯერჯერობით სულ ესაა, რაც გამოკვეთილია ამ ეტაპზე", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარადოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ