პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხოზორიას საქმე: ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ ჩივის - რას გადაწყვეტს სტრასბურგი?
ოთხოზორიას საქმე: ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ ჩივის - რას გადაწყვეტს სტრასბურგი?

სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან მოკ­ლუ­ლი გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხის სა­ხე­ლით სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­და... სა­ჩი­ვა­რი ოთხო­ზო­რი­ებ­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ტა­ნეს. მისი ავ­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია და "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი" (EHRAC) არი­ან. სტრას­ბურ­გში წარ­დგე­ნილ სა­ჩი­ვარ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და­არ­ღვია ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე­ო­რე (სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა) და მე-13 (სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვის ქმე­დი­თი სა­შუ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბა) მუხ­ლე­ბი.

სა­ჩივ­რის ავ­ტო­რე­ბის თქმით, საქ­მის ად­რე­სა­ტად რუ­სე­თი შემ­თხვე­ვით არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, - ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ვა­ზე, რე­გი­ო­ნის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ეკის­რე­ბა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს.

30 წლის გიგა ოთხო­ზო­რია 2016 წლის 19 მა­ისს, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხურ­ჩას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოკ­ლეს... ის გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვის ქელე­ხის სუფ­რის­თვის პრო­დუქ­ტის გა­დაგ­ზავ­ნას ცდი­ლობ­და.

სო­ფელ ნა­ბა­კე­ვის მხა­რეს გა­და­სულ ოთხო­ზო­რი­ას სე­პა­რა­ტის­ტთა ე.წ სა­ბა­ჟო­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ბა­რა­თის წარ­დგე­ნა მო­თხო­ვეს, შემ­დეგ კი რა­შიდ კან­ჯი-ოღ­ლიმ მას სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, თუმ­ცა, თან­მხლებ­მა პი­რებ­მა ოთხო­ზო­რია გა­მო­ა­რი­დეს და ხურ­ჩის­კენ წა­მო­იყ­ვა­ნეს.

თუმ­ცა, კა­მა­თის შემ­დეგ, კან­ჯი ოღ­ლიმ "სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტი" და­ტო­ვა და ოთხ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ აფხაზ­თან ერ­თად ოთხო­ზო­რი­ას უკვე ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ე­დევ­ნა. რის შემ­დე­გაც, მას ჯერ ფე­ხი­სა და მუც­ლის არე­ში ეს­რო­ლა. ბო­ლოს, უკვე წაქ­ცე­უ­ლი ქარ­თვე­ლი სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლით მოკ­ლა. მას 6 ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი და ეს მკვლე­ლო­ბა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი.

ამას­თან, მომ­ხდარს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს. კან­ჯი-ოღ­ლის ინ­ცი­დენ­ტის დროს თან ახ­ლდა სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი. შემ­თხვე­ვა გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დღემ­დე ხელ­მი­საწ­ვდო­მია - ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ჩანს, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. მე­სა­ზღვრე რა­შიდ კან­ჯი-ოღ­ლი­სა და ოთხო­ზო­რი­ას შო­რის შე­კა­მა­თე­ბა მოხ­და (იხი­ლეთ ვი­დეო).

ამ ფაქტს მა­შინ აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, - თავ­და­პირ­ვე­ლად, მათი აზ­რე­ბი გა­ი­ყო; ერთი ნა­წი­ლის თქმით, - ოთხო­ზო­რი­ამ "სა­ზღვა­რი და­არ­ღვია, მე­სა­ზღვრის ბრძა­ნე­ბას არ და­ე­მორ­ჩი­ლა, რის შემ­დე­გაც, კან­ჯი-ოღლი ვალ­დე­ბუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და­ეც­ვა..." - წერ­დნენ ისი­ნი. მარ­თა­ლია, აბ­სო­ლუ­ტურ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში იყ­ვნენ, თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე­ე­ბიც და­ფიქ­სირ­და, - მათი შე­ფა­სე­ბით, "მე­სა­ზღვრემ უია­რა­ღო ადა­მი­ანს ეს­რო­ლა. ეს კი უკი­დუ­რე­სად უღირ­სი საქ­ცი­ე­ლია".

"შე­ეძ­ლო და­ე­კა­ვე­ბი­ნა და იზო­ლა­ტორ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. ამის ასო­ბით მა­გა­ლი­თი გვაქვს - და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ აკა­ვე­ბენ და სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის­თვის ასა­მარ­თლე­ბენ. კან­ჯი-ოღ­ლის კი ასე მოქ­ცე­ვის­თვის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი არ ეყო, ის მას ქარ­თულ ტე­რო­ტი­რი­ა­ზე შე­უ­ვარ­და... ჩვე­ნე­ბიც გა­და­დი­ოდ­ნენ იქით შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით, ზოგი სა­ვაჭ­როდ, ზოგი სამ­კურ­ნა­ლოდ ან სტუმ­რად და ამის­თვის უნდა და­ე­ხო­ცათ?!" - კი­თხუ­ლობ­დნენ ისი­ნი, თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­ურ აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ, თუნ­დაც ადა­მი­ა­ნუ­რი სო­ლი­და­რო­ბის გამო გა­მო­ხა­ტუ­ლი და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა ჯერ კი­დევ "აფხა­ზე­თის ღა­ლა­ტად" აღიქ­მე­ბა. მა­თაც გა­ჩუ­მე­ბა ამ­ჯო­ბი­ნეს...

აფხა­ზე­ბის კი­დევ ერთი ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა რა­შიდ-კან­ჯი ოღლი "აფხა­ზე­ბის ეროვ­ნუ­ლი გმი­რის", 90-იანი წლე­ბის მო­ნა­წი­ლე, რაულ კან­ჯი-ოღ­ლის შვი­ლია: "ძნე­ლია, გმი­რის შვილს ასეთ საქ­მე­ზე პა­სუ­ხი აგე­ბი­ნო... მით უფრო, რომ მა­მა­მი­სი, 90-იან წლებ­ში ქარ­თვე­ლებ­მა გა­ი­ტა­ცეს და წა­მე­ბით მოკ­ლეს. შემ­დეგ სახ­ლიც გა­და­უწ­ვეს. მა­შინ, რა­შიდ კან­ჯი-ოღლი მცი­რე­წლო­ვა­ნი იყო. ოჯა­ხი კარ­გა ხანს ნა­თე­სა­ვე­ბის სახ­ლში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ სო­ხუმ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ და ერთ-ერთ და­კე­ტილ ბი­ნა­ში შე­სახ­ლდნენ...." - დიდი ალ­ბა­თო­ბით "და­კე­ტი­ლი სახ­ლი" ქარ­თველს ეკუთ­ვნო­და.

მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე ხან­ში, ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა აფხა­ზე­თის სამ­ხედ­რო პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც და­ი­წყო. ბრალ­დე­ბულ კან­ჯი-ოღ­ლის აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. თუმ­ცა, შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "საქ­მე­ში და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ გა­მო­იკ­ვე­თა". სო­ხუ­მის ე.წ. სამ­ხედ­რო პრო­კუ­რო­რის ად­გუნ აგრბას თქმით, "ქარ­თულ­მა მხა­რემ, სო­ხუმს საქ­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი არ მი­ა­წო­და" და 2017 წლის 21 აპ­რილს კან­ჯი-ოღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდა და საქ­მე და­ი­ხუ­რა.

რა­შიდ კან­ჯი-ოღლი 2017 წლის 7 მარტს, ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ა­სა­მარ­თლა და გიგა ოთხო­ზო­რი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-ტა­რე­ბის­თვის, 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ის ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რის მეშ­ვე­ო­ბით იძებ­ნე­ბა.

გიგა ოთხო­ზო­რი­ას დედა, ჯუ­ლი­ე­ტა ჭან­ტუ­რია იმე­დოვ­ნებს, რომ ქარ­თუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თვის შემ­დეგ, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო შეძ­ლებს, რუ­სე­თი აი­ძუ­ლოს, რა­შიდ-კან­ჯი ოღ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს... სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზურ­მა მხა­რემ არც სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, - ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი ბრალ­დე­ბუ­ლის გად­მო­ცე­მას ითხოვ­და...

ოჯა­ხის სა­ხე­ლით სტრას­ბურ­გში მი­მარ­თვის გაგ­ზავ­ნამ­დე, საია-მ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთ­ში სცა­და. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი სამი წე­რი­ლის შემ­დეგ, ასე­თი ში­ნა­არ­სის პა­სუ­ხი მო­ვი­და - "სა­უ­ბა­რია, სუ­ვე­რე­ნულ ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე, რო­მელ­შიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ვერ ჩა­ე­რე­ვა..."

რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზუ­რი მხა­რეს, მათ ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მარ­თვებ­ზე პა­სუ­ხი არც გა­უ­ცი­ათ. სწო­რედ შიდა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა საია-მ, ოჯა­ხის სა­ხე­ლით, სტრას­ბურ­გის­თვის მი­ე­მარ­თა...

ახლა ჯერი სტრას­ბურ­გზეა, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ უნდა თქვას, რომ რუ­სეთს, აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის კონ­ტრო­ლის თით­ქმის ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი აქვს... აფხა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ირო­ნი­ა­ნა­რევ ხუმ­რო­ბას თუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, - "ერ­თა­დერ­თი სფე­რო, რო­მელ­საც რუ­სე­თი ვერ აკონ­ტრო­ლებს "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როა" - პი­რი­ქით, აფხა­ზი ე.წ. ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის "სა­ცე­ცე­ბი" და გავ­ლე­ნე­ბი რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­შიც კი "იკი­თხე­ბა."

ერთი სი­ტყვით, ბევ­რი რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სწო­რედ რუ­სეთს ეკის­რე­ბა, მით უფრო იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი პირი სწო­რედ რუ­სეთს აფა­რებს თავს...

რამ­დე­ნად გა­უ­წევს ან­გა­რიშს რუ­სე­თი სტრას­ბურგს, ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რად­გან მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ქარ­თვე­ლომ ადრე, 2008 წლის ომის შემ­დე­გაც არა­ერ­თი სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ყვე­ლა მათ­გა­ნი შე­დე­გის მი­ღე­ბის მო­ლო­დინ­შია, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ოთხო­ზო­რი­ას საქ­მე­ზე ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან აქ­ტი­უ­რო­ბა, დამ­ნა­შა­ვის გა­მო­სავ­ლე­ნად და შემ­დეგ, მის და­სას­ჯე­ლად, ცდად მა­ინც ღირს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ოთხოზორიას საქმე: ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ ჩივის - რას გადაწყვეტს სტრასბურგი?

ოთხოზორიას საქმე: ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ ჩივის - რას გადაწყვეტს სტრასბურგი?

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის სახელით საჩივარი შევიდა... საჩივარი ოთხოზორიებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეიტანეს. მისი ავტორები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი" (EHRAC) არიან. სტრასბურგში წარდგენილ საჩივარში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპული კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები.

საჩივრის ავტორების თქმით, საქმის ადრესატად რუსეთი შემთხვევით არ არის მითითებული, - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევევაზე, რეგიონის ე.წ. ხელისუფლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც სახელმწიფოს, რომელიც აფხაზეთში კონტროლს ახორციელებს.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს... ის გარდაცვლილი ნათესავის ქელეხის სუფრისთვის პროდუქტის გადაგზავნას ცდილობდა.

სოფელ ნაბაკევის მხარეს გადასულ ოთხოზორიას სეპარატისტთა ე.წ საბაჟოზე, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ბარათის წარდგენა მოთხოვეს, შემდეგ კი რაშიდ კანჯი-ოღლიმ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა, თანმხლებმა პირებმა ოთხოზორია გამოარიდეს და ხურჩისკენ წამოიყვანეს.

თუმცა, კამათის შემდეგ, კანჯი ოღლიმ "საკონტროლო პუნქტი" დატოვა და ოთხ შეიარაღებულ აფხაზთან ერთად ოთხოზორიას უკვე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაედევნა. რის შემდეგაც, მას ჯერ ფეხისა და მუცლის არეში ესროლა. ბოლოს, უკვე წაქცეული ქართველი საკონტროლო გასროლით მოკლა. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ეს მკვლელობა სათვალთვალო კამერებზეა აღბეჭდილი.

ამასთან, მომხდარს თვითმხილველები ჰყავს. კანჯი-ოღლის ინციდენტის დროს თან ახლდა სამი თანამშრომელი. შემთხვევა გამშვები პუნქტის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. კადრები სოციალურ ქსელებში დღემდე ხელმისაწვდომია - ვიდეომასალაში ჩანს, რომ აფხაზეთის ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლისა და ოთხოზორიას შორის შეკამათება მოხდა (იხილეთ ვიდეო).

ამ ფაქტს მაშინ აფხაზურ საზოგადოებაშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, - თავდაპირველად, მათი აზრები გაიყო; ერთი ნაწილის თქმით, - ოთხოზორიამ "საზღვარი დაარღვია, მესაზღვრის ბრძანებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც, კანჯი-ოღლი ვალდებული იყო სახელმწიფო საზღვარი დაეცვა..." - წერდნენ ისინი. მართალია, აბსოლუტურ უმცირესობაში იყვნენ, თუმცა, სოციალურ ქსელში განსხვავებული პოზიციის მქონეებიც დაფიქსირდა, - მათი შეფასებით, "მესაზღვრემ უიარაღო ადამიანს ესროლა. ეს კი უკიდურესად უღირსი საქციელია".

"შეეძლო დაეკავებინა და იზოლატორში გადაეყვანათ. ამის ასობით მაგალითი გვაქვს - დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ აკავებენ და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ასამართლებენ. კანჯი-ოღლის კი ასე მოქცევისთვის, პროფესიონალიზმი არ ეყო, ის მას ქართულ ტეროტირიაზე შეუვარდა... ჩვენებიც გადადიოდნენ იქით შემოვლითი გზებით, ზოგი სავაჭროდ, ზოგი სამკურნალოდ ან სტუმრად და ამისთვის უნდა დაეხოცათ?!" - კითხულობდნენ ისინი, თუმცა, სოციალურ ქსელებში აქტიურ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველების მიმართ, თუნდაც ადამიანური სოლიდარობის გამო გამოხატული დადებითი განწყობა ჯერ კიდევ "აფხაზეთის ღალატად" აღიქმება. მათაც გაჩუმება ამჯობინეს...

აფხაზების კიდევ ერთი ნაწილის ინფორმაციით, ახალგაზრდა რაშიდ-კანჯი ოღლი "აფხაზების ეროვნული გმირის", 90-იანი წლების მონაწილე, რაულ კანჯი-ოღლის შვილია: "ძნელია, გმირის შვილს ასეთ საქმეზე პასუხი აგებინო... მით უფრო, რომ მამამისი, 90-იან წლებში ქართველებმა გაიტაცეს და წამებით მოკლეს. შემდეგ სახლიც გადაუწვეს. მაშინ, რაშიდ კანჯი-ოღლი მცირეწლოვანი იყო. ოჯახი კარგა ხანს ნათესავების სახლში ცხოვრობდა, შემდეგ სოხუმში ჩამოვიდნენ და ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში შესახლდნენ...." - დიდი ალბათობით "დაკეტილი სახლი" ქართველს ეკუთვნოდა.

მომხდარიდან რამდენიმე ხანში, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამაც დაიწყო. ბრალდებულ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. თუმცა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა". სოხუმის ე.წ. სამხედრო პროკურორის ადგუნ აგრბას თქმით, "ქართულმა მხარემ, სოხუმს საქმის განსახილველად საჭირო მასალები არ მიაწოდა" და 2017 წლის 21 აპრილს კანჯი-ოღლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა და საქმე დაიხურა.

რაშიდ კანჯი-ოღლი 2017 წლის 7 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაასამართლა და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება.

გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია იმედოვნებს, რომ ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლო შეძლებს, რუსეთი აიძულოს, რაშიდ-კანჯი ოღლის ბრალეულობა გამოიკვეთოს... სასამართლოს განაჩენის მიუხედავად, აფხაზურმა მხარემ არც საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა, - ოფიციალური თბილისი ბრალდებულის გადმოცემას ითხოვდა...

ოჯახის სახელით სტრასბურგში მიმართვის გაგზავნამდე, საია-მ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღება რუსეთსა და აფხაზეთში სცადა. რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი სამი წერილის შემდეგ, ასეთი შინაარსის პასუხი მოვიდა - "საუბარია, სუვერენულ ქვეყანაში მომხდარ ფაქტზე, რომელშიც რუსეთის ფედერაცია ვერ ჩაერევა..."

რაც შეეხება აფხაზური მხარეს, მათ ქართული ორგანიზაციის მიმართვებზე პასუხი არც გაუციათ. სწორედ შიდა სამართლებრივი პროცედურების ამოწურვის შემდეგ გადაწყვიტა საია-მ, ოჯახის სახელით, სტრასბურგისთვის მიემართა...

ახლა ჯერი სტრასბურგზეა, რომელმაც თავის მხრივ უნდა თქვას, რომ რუსეთს, აფხაზეთის ტერიტორიის კონტროლის თითქმის ყველა მექანიზმი აქვს... აფხაზური მოსახლეობის ირონიანარევ ხუმრობას თუ გამოვიყენებთ, - "ერთადერთი სფერო, რომელსაც რუსეთი ვერ აკონტროლებს "ქურდული სამყაროა" - პირიქით, აფხაზი ე.წ. ავტორიტეტების "საცეცები" და გავლენები რუსულ პოლიტიკაშიც კი "იკითხება."

ერთი სიტყვით, ბევრი რამის გათვალისწინებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, სწორედ რუსეთს ეკისრება, მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არსებული ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი სწორედ რუსეთს აფარებს თავს...

რამდენად გაუწევს ანგარიშს რუსეთი სტრასბურგს, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რადგან მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველომ ადრე, 2008 წლის ომის შემდეგაც არაერთი სარჩელი შეიტანა. ყველა მათგანი შედეგის მიღების მოლოდინშია, თუმცა, ფაქტია, რომ ოთხოზორიას საქმეზე ქართული მხარისგან აქტიურობა, დამნაშავის გამოსავლენად და შემდეგ, მის დასასჯელად, ცდად მაინც ღირს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?