მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი Amazon- ზე დაიწყო და მზადაა გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ
გაიცანით ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი Amazon- ზე დაიწყო და მზადაა გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ფიქ­რობს, რომ „ამა­ზონ­ზე“ მხო­ლოდ დიდ და მას­შტა­ბურ კომ­პა­ნი­ებს აქვთ პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თქვენს ასეთ წარ­მოდ­გე­ნას სრუ­ლი­ად შეც­ვლის პროგ­რა­მა "ამა­ზონ FBA“, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ პირს და მცი­რე მე­წარ­მეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, თა­ვად მო­ი­ძი­ოს ან და­ამ­ზა­დოს ამა­ზონ­ზე გა­ყიდ­ვა­დი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პრო­დუქ­ტი. ამა­ზო­ნი მი­ი­ღებს პრო­დუქტს, და­ა­სა­წყო­ბებს, გა­უგ­ზავ­ნის ად­რე­სატს და პრობ­ლე­მურ კლი­ენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­საც თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ლე­ვან მო­ლაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც ბიზ­ნე­სი "ამა­ზონ FBA”-ის პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით და­ი­წყო. ლე­ვან­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუფ Kedari Ventures- სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ახ­ლა­ხანს შექ­მნა კომ­პა­ნია Amazon Export Hub, რო­მე­ლიც მსურ­ვე­ლებს აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თავს და წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

”ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­გან შე­ვი­ტყვე მას შემ­დეგ, რაც ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი ყო­ფილ დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში და­ე­ცა. პროგ­რა­მა "ამა­ზონ FBA” თან­ხის ამე­რი­კულ ვა­ლუ­ტა­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა,” - გან­მარ­ტა­ვას Amazon Export Hub-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლე­ვან მო­ლაშ­ვი­ლი.

მოგ­ვი­ყე­ვით "ამა­ზონ FBA-ს” პროგ­რა­მის შე­სა­ხებ. რით გან­სხვავ­დე­ბა ის ”ამა­ზონ­ზე” პრო­დუქ­ცი­ის ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ყიდ­ვის­გან და რა არის მისი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი?

პრო­ექ­ტი "ამა­ზონ FBA“ -ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ით და პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვით გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე, სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა შე­ის­წავ­ლოს საქ­მე მარ­ტი­ვად და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მომ­გე­ბი­ა­ნი სა­ვაჭ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი უდი­დეს სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მა ამა­ზონ­ზე.

პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა მარ­ტი­ვია იმი­ტომ რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ­მა მსურ­ველ­მა გა­აგ­ზავ­ნოს ამა­ზონ­ზე პრო­დუქ­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ინ­ვეს­ტი­რე­ბის­თვის სა­ჭი­როა მცი­რე თან­ხა, ამა­ზო­ნის სა­წყობ­ში პრო­დუქ­ცი­ის გან­თავ­სე­ბა და და­სა­წყო­ბე­ბა ყო­ველ­თვი­უ­რად მხო­ლოდ 40 დო­ლა­რი ღირს, რაც ამ პრო­ცესს ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან ხელ­საყ­რელს და ხელ­მი­საწ­ვდომს ხდის.


სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლი უნდა იყოს რომ ამა­ზონ­ზე ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა ამე­რი­კუ­ლი ვა­ლუ­ტა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად ქარ­თულ ვა­ლუ­ტა­ში კონ­ვერ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მო­გე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მარ­ჟის და­ტო­ვე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნა­და აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ”ამა­ზონ FBA” პროგ­რა­მა­ში?

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მცი­რე­დით არის ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ხდე­ბა იმის ფონ­ზე, რო­დე­საც ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ბი უკვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თნენ პროგ­რა­მა­ში და სო­ლი­დურ მო­გე­ბა­საც ნა­ხუ­ლო­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნაკ­ლე­ბო­ბის და ტექ­ნი­კუ­რი ცოდ­ნის სიმ­წი­რის გამო ”ამა­ზო­ნის” ბაზ­რის უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აუთ­ვი­სე­ბე­ლია. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით ამ საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს უცხო­ეთ­ში, შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი ვერ უზი­ა­რე­ბენ ცოდ­ნას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს. მოკ­ლედ, და­ნამ­დვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო და ზო­გა­დად, კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში.

თქვენ ხართ პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც ”ამა­ზონ FBA” პროგ­რა­მა­ში მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მოგ­ვი­ყე­ვით ამ პრო­ცე­სის შე­სა­ხებ.

ეს რამ­დე­ნი­მე თვის წინ მოხ­და, ტრე­ნინ­გე­ბი გა­ვი­ა­რე უკ­რა­ი­ნა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნდთან, დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლე საქ­მის რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი მხა­რე. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ვა­კე­თე პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი: გა­ვაგ­ზავ­ნე ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, რო­მელ­თა დამ­ზა­დე­ბაც რე­ა­ლუ­რად დიდ ძა­ლის­ხმე­ვას არ მო­ი­თხოვ­და და ”ამა­ზონ­ზე” საკ­მა­ოდ ძვი­რად ფა­სობ­და. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი, რაც ”ამა­ზონ­ზე” გავ­ყი­დეთ იყო თი­ხის ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 ლა­რად და­ვამ­ზა­დეთ და დღემ­დე ვყი­დით 12,59 დო­ლა­რად. შემ­დეგ და­ე­მა­ტა ხის პრო­დუქ­ცია, რაც ასე­ვე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბა.

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ შექ­მე­ნით კომ­პა­ნია Amazon Export Hub. რა მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნობს თქვე­ნი კომ­პა­ნია?

მას შემ­დეგ რაც წარ­მა­ტე­ბით გა­ვაგ­ზავ­ნე ამა­ზონ­ზე რა­მო­დე­ნი­მე პრო­დუქ­ტი, მზად ვარ ჩემი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც. ამი­სათ­ვის და­ვა­არ­სეთ კომ­პა­ნია Amazon Export Hub. აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა 3 მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. პირ­ველ რიგ­ში ეს არის სწავ­ლე­ბა. კურ­სი მო­ი­ცავს რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სის პრაქ­ტი­კულ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ბაზ­რის ანა­ლიზს, ლო­ჯის­ტი­კა­სა და კო­დე­ბის სის­ტე­მა­ში დახ­მა­რე­ბას, ამას­თა­ნა­ვე, სა­წყო­ბე­ბის კონ­ტროლ­სა და გან­თავ­სე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ("ლის­ტინ­გის") სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში წინა პო­ზი­ცი­ებ­ზე წა­წე­ვას (SEO, და­რანკვა). ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლებს შევ­თა­ვა­ზებთ სა­შუ­ა­მავ­ლო-სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო კურ­სის გავ­ლის გა­რე­შე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მსურ­ვე­ლებს სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი გა­აგ­ზავ­ნონ და გა­ყი­დონ ამა­ზო­ნის პლატ­ფორ­მა­ზე. ხოლო მათ, ვი­საც იდე­ე­ბი აქვს და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია, მათი იდე­ე­ბის გან­ხილ­ვას და და­ფი­ნან­სე­ბას ვთა­ვა­ზობთ.

კომ­პა­ნია ახა­ლი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია და იან­ვრის ბო­ლოს ვგეგ­მავთ პირ­ვე­ლი სას­წავ­ლო კურ­სის და­წყე­ბას. გვინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა, რომ ეს არის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ვეტ­სი­ცი­ით მი­ი­ღონ დიდი შე­მო­სა­ვა­ლი.

შე­ავ­სეთ Amazon Export Hub-ის ტრე­ნინ­გის სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მა ბმულ­ზე. ტრე­ნინ­გი 22 იან­ვარს და­ი­წყე­ბა და 4 დღე გაგ­რძელ­დე­ბა.

გაიცანით ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი Amazon- ზე დაიწყო და მზადაა გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ

გაიცანით ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი Amazon- ზე დაიწყო და მზადაა გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ

ბევრი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ფიქრობს, რომ „ამაზონზე“ მხოლოდ დიდ და მასშტაბურ კომპანიებს აქვთ პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა. თქვენს ასეთ წარმოდგენას სრულიად შეცვლის პროგრამა "ამაზონ FBA“, რომლის საშუალებით ნებისმიერ ფიზიკურ პირს და მცირე მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საშუალება აქვს, თავად მოიძიოს ან დაამზადოს ამაზონზე გაყიდვადი ნებისმიერი სახის პროდუქტი. ამაზონი მიიღებს პროდუქტს, დაასაწყობებს, გაუგზავნის ადრესატს და პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაციასაც თავად უზრუნველყოფს.

ლევან მოლაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ბიზნესი "ამაზონ FBA”-ის პროგრამის მეშვეობით დაიწყო. ლევანმა საინვესტიციო ჯგუფ Kedari Ventures- სთან თანამშრომლობით ახლახანს შექმნა კომპანია Amazon Export Hub, რომელიც მსურველებს აღნიშნულ პროგრამაში ჩართავს და წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარება.

”ამ პროგრამის შესახებ უკრაინელებისგან შევიტყვე მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტის კურსი ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში დაეცა. პროგრამა "ამაზონ FBA” თანხის ამერიკულ ვალუტაში გამომუშავების კარგი საშუალებაა,” - განმარტავას Amazon Export Hub-ის თანადამფუძნებელი ლევან მოლაშვილი.

მოგვიყევით "ამაზონ FBA-ს” პროგრამის შესახებ. რით განსხვავდება ის ”ამაზონზე” პროდუქციის ტრადიციული გაყიდვისგან და რა არის მისი უპირატესობები?

პროექტი "ამაზონ FBA“ -ის საშუალებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია ელექტრონული კომერციით და პროდუქტის გაყიდვით გლობალურ ბაზარზე, საშუალება ეძლევა შეისწავლოს საქმე მარტივად და განახორციელოს მომგებიანი სავაჭრო ოპერაციები უდიდეს სავაჭრო პლატფორმა ამაზონზე.

პროგრამაში ჩართვა მარტივია იმიტომ რომ შესაძლებელია ნებისმიერმა მსურველმა გააგზავნოს ამაზონზე პროდუქციის მინიმალური რაოდენობა, შესაბამისად ინვესტირებისთვის საჭიროა მცირე თანხა, ამაზონის საწყობში პროდუქციის განთავსება და დასაწყობება ყოველთვიურად მხოლოდ 40 დოლარი ღირს, რაც ამ პროცესს ფინანსურად ძალიან ხელსაყრელს და ხელმისაწვდომს ხდის.


საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი უნდა იყოს რომ ამაზონზე ბიზნესის წარმოებით შემოსავლის მიღება ამერიკული ვალუტაშია შესაძლებელი, შესაბამისად ქართულ ვალუტაში კონვერტაციის შემდეგ მოგების საკმაოდ მაღალი მარჟის დატოვებაა შესაძლებელი.

საქართველო რამდენადა აქტიურად არის ჩართული ”ამაზონ FBA” პროგრამაში?

სამწუხაროდ, საქართველო ძალიან მცირედით არის ჩართული ამ პროცესში. ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქები უკვე აქტიურად ჩაერთნენ პროგრამაში და სოლიდურ მოგებასაც ნახულობენ საქმიანობით. შეიძლება ითქვას რომ ინფორმაციული ნაკლებობის და ტექნიკური ცოდნის სიმწირის გამო ”ამაზონის” ბაზრის უზარმაზარი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა აუთვისებელია. ჩემი ინფორმაციით ამ საქმიანობით დაკავებული ქართველების მცირე რაოდენობა ცხოვრობს და მოღვაწეობს უცხოეთში, შესაბამისად ისინი ვერ უზიარებენ ცოდნას საქართველოს მოქალაქეებს. მოკლედ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო და ზოგადად, კავკასიის რეგიონი პრაქტიკულად არ არის ჩართული ამ პროცესში.

თქვენ ხართ პირველი ქართველი, რომელმაც ”ამაზონ FBA” პროგრამაში მიიღეთ მონაწილეობა. მოგვიყევით ამ პროცესის შესახებ.

ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა, ტრენინგები გავიარე უკრაინაში პროფესიონალების გუნდთან, დეტალურად შევისწავლე საქმის როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მხარე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთე პირველი პროექტი: გავაგზავნე ნატურალური პროდუქციის ხელნაკეთი ნივთები, რომელთა დამზადებაც რეალურად დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდა და ”ამაზონზე” საკმაოდ ძვირად ფასობდა. ჩვენი პირველი პროდუქტი, რაც ”ამაზონზე” გავყიდეთ იყო თიხის ნივთები, რომლებიც საქართველოში 1 ლარად დავამზადეთ და დღემდე ვყიდით 12,59 დოლარად. შემდეგ დაემატა ხის პროდუქცია, რაც ასევე საკმაოდ წარმატებით იყიდება.

პირველი წარმატების შემდეგ შექმენით კომპანია Amazon Export Hub. რა მიმართულებით საქმიანობს თქვენი კომპანია?

მას შემდეგ რაც წარმატებით გავაგზავნე ამაზონზე რამოდენიმე პროდუქტი, მზად ვარ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო საქართველოს მოქალაქეებსაც. ამისათვის დავაარსეთ კომპანია Amazon Export Hub. აქცენტი გაკეთდება 3 მიმართულებაზე. პირველ რიგში ეს არის სწავლება. კურსი მოიცავს რეგისტრაციის პროცესის პრაქტიკულ განხორციელებას, ბაზრის ანალიზს, ლოჯისტიკასა და კოდების სისტემაში დახმარებას, ამასთანავე, საწყობების კონტროლსა და განთავსებული განცხადების ("ლისტინგის") საძიებო სისტემაში წინა პოზიციებზე წაწევას (SEO, დარანკვა). ასევე მომხმარებლებს შევთავაზებთ საშუამავლო-საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სასწავლო კურსის გავლის გარეშე მოემსახურება მსურველებს სასურველი პროდუქტი გააგზავნონ და გაყიდონ ამაზონის პლატფორმაზე. ხოლო მათ, ვისაც იდეები აქვს და მისი განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია, მათი იდეების განხილვას და დაფინანსებას ვთავაზობთ.

კომპანია ახალი დაფუძნებულია და იანვრის ბოლოს ვგეგმავთ პირველი სასწავლო კურსის დაწყებას. გვინდა, საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ეს არის რეალური შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომ მინიმალური ინვეტსიციით მიიღონ დიდი შემოსავალი.

შეავსეთ Amazon Export Hub-ის ტრენინგის სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე. ტრენინგი 22 იანვარს დაიწყება და 4 დღე გაგრძელდება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი