11 ოქტომბერს ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ის აბაშიძის ქუჩაზე მარტო ცხოვრობდა და საკმაოდ კარჩაკეტილი ადამიანი იყო. ლიკა ქავჟარაძის ცხოვრება, როგორც საკუთარ ჩანაწერებში თავად იხსენებდა, თავიდანვე მძიმე იყო. მისი მშობლები საკმაოდ ადრე დაშორდნენ, ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ქორწინებებიც. ლიკა ქავჟარაძეს ჰყავს ნახევარძმა გიორგი ქავჟარაძე, რომელსაც Ambebi.ge დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია როგორ გრძნობდა თავს ბოლო დროს ულამაზესი მსახიობი. გიორგი ქავჟარაძემ ჩვენთან მცირე კომენტარი გააკეთა:
- ბატონო გიორგი, რა ჩივილები ჰქონდა ლიკა ქავჟარაძეს?
- ზოგადად არ იყო კარგად, ასე განსაკუთრებულად არაფერს უჩიოდა.
- დადიოდა ექიმთან?
- ვერ გეტყვით, მე მისი ნახევარძმა ვარ და ერთად არ ვცხოვრობდით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, ბოლო დროს ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი, ამიტომ არამგონია თავი მოეკლა. ზოგადად, ჩვენ იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს.
თამარ ბოჭორიშვილი
როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა
ნახეთ ვიდეო: "არასდროს დაგივიწყებენ და ესაა უკვდავება" - რას წერდნენ ცნობილები "ფეისბუქზე" ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შემდეგ