პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველების კვალი ქერჩსა და ყირიმში - რას ყვება ქალი, რომელმაც ათობით მეომრის ნეშტი ოჯახს დაუბრუნა
ქართველების კვალი ქერჩსა და ყირიმში - რას ყვება ქალი, რომელმაც ათობით მეომრის ნეშტი ოჯახს დაუბრუნა

უკვე დიდი ხა­ნია, AMBEBI.GE-ს მკი­თხველს მუდ­მი­ვად ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, ყი­რიმ­სა და ქერჩში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ; ამ­ჯე­რად სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს, ნა­ტა­ლია ძი­უ­ბას და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­საც სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ცეს­ზე ვკი­თხეთ.

"პრო­ფე­სი­ით, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, სამ­ხედ­რო თე­მას­თან შე­ხე­ბა არას­დროს მქო­ნია, თუ იმას არ ჩავ­თვლით, რაც თავი მახ­სოვს, უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ ბა­ბუ­ას ვე­ძებ­დით. ამის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვად მეს­მო­და, ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან. რო­დე­საც გა­ვი­ზარ­დე, გა­ვარ­კვიე, რომ ბა­ბუა პის­კა­რო­ვის სა­საფ­ლა­ო­ზე იყო დაკ­რძა­ლუ­ლი. შემ­დეგ, მისი დაჭ­რი­სა და ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბიც მო­ვი­პო­ვე...შემ­დეგ, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ჩვე­ნი სა­ნა­თე­სა­ო­დან, მხო­ლოდ მა­მა­ჩე­მის ხა­ზით, იმ ომს 25 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა... გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ პრო­ექ­ტი Мемориал, სა­დაც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ვა­ჯე­რეთ და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ, მათ შო­რის უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლე­ბი..." - აცხა­დებს ძი­უ­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სამ­ხედ­რო სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­ის არ­ქივ­ში და­ცუ­ლი მა­სა­ლე­ბი მო­ე­ძი­ე­ბი­ნა.წა­ი­კი­თხეთ: ქერჩში ნა­პოვ­ნი ნეშ­ტის სა­ი­დუმ­ლო: "ირაკ­ლი ბა­და­ლაშ­ვი­ლი მა­მა­ჩე­მია, მაგ­რამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან ცო­ცხა­ლი დაბ­რუნ­და..."

კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, იმე­დი ჰქონ­და, რომ უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებ­საც გა­და­ა­წყდე­ბო­და... თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ ქერ­ჩის სა­საფ­ლა­ოს გახ­სნის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ახლა კო­მი­სი­ას გეგ­მა­ში აქვს, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მოლ­დო­ვა­სა და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. თუმ­ცა, მა­ნამ­დე ძა­ლი­ან ბევ­რი მე­ომ­რის ნეშ­ტი იპო­ვეს, ქერ­ჩის სა­საფ­ლა­ო­ზე, იმ ად­გილ­თან ახ­ლოს, სა­დაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, დი­ვი­ზია იდგა და მათი უმე­ტე­სო­ბა, სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის­გან და­ი­ღუ­პა.

"ახლა ამინ­დე­ბი გვი­წყობს ხელს და შე­უს­ვე­ნებ­ლად ვმუ­შა­ობთ... ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი ელო­დე­ბა მისი და­კარ­გუ­ლი წი­ნაპ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ იცო­დეს, სად და­ი­ღუ­პა მისი ბა­ბუა ან ბიძა, ამი­ტო­მაც, სი­ახ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მა­შინ­ვე ვავ­რცე­ლებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას... ახლა სომ­ხუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნის წევ­რე­ბის ნეშ­ტი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს... " - ამ­ბობს ნა­ტა­ლია ძი­უ­ბა, რომ­ლის თქმი­თაც ბოლო წლე­ბია სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს.

"რო­დე­საც გა­თხრე­ბი და­ვი­წყეთ, მე­ომ­რის მე­და­ლი­ო­ნი ვი­პო­ვეთ, შემ­დეგ, გმი­რო­ბის მედ­ლე­ბი... რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს არ­ქივ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მე­და­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სუ­ლე­ი­მა­ნოვ ალი-ოღ­ლის ეკუთ­ვნო­და, რო­მე­ლიც 25-ე მო­ტომსრო­ლელ ბა­ტა­ლი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­და. ამის მი­ხედ­ვით ვი­პო­ვეთ სხვე­ბიც და შემ­დეგ, მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც მო­ვახ­დი­ნეთ... რო­დე­საც ერთ-ერთი კომ­პლექ­სის სა­მარ­ხი გავ­ხსე­ნით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის, თქვე­ნე­ბუ­რი, ქარ­თვე­ლი ნი­კო­ლაი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ნეშ­ტიც ვი­პოვ­ნეთ... არ ვი­ცო­დით, რო­გორ გვე­პო­ვა მისი ფეს­ვე­ბი ან შთა­მო­მავ­ლო­ბა... მე და კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, ამ ჯა­რის­კა­ცე­ბის პირ­ვე­ლი ჭი­რი­სუფ­ლე­ბი ვართ, რად­გან ჩვენ მათ ვპო­უ­ლობთ და შემ­დეგ მო­ნა­ცე­მებს ვა­ზუს­ტებთ, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ვახ­დენთ...

ერთი სი­ტყვით, დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, რო­გორ დავ­კავ­ში­რე­ბო­დი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ოჯახს, - არც ნო­მე­რი მქონ­და, არც ზუს­ტი მი­სა­მარ­თი... მა­შინ არც თქვენ­თან გვქონ­და კავ­ში­რი. დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შემ­დეგ, გურ­ჯა­ა­ნის სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ატ­ში მოვ­ხვდით. არც ვი­ცო­დით, რო­მე­ლი რე­გი­ო­ნი იყო, მაგ­რამ ვი­ცო­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო და ვფიქ­რობ­დით, და­ნარ­ჩენს მერე გა­ვარ­კვევ­დით, - ეს ჯა­რის­კა­ცი სწო­რედ გურ­ჯა­ა­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რაც სა­ო­ცა­რი დამ­თხვე­ვა იყო. იქ მოგ­ვცეს მისი ოჯა­ხის წევ­რის ნო­მე­რი....ტე­ლე­ფონ­ში ქარ­თველ­მა მა­მა­კაც­მა დამ­ტვრე­უ­ლი რუ­სუ­ლით მი­პა­სუ­ხა, - მას აქ ნა­პოვ­ნი მე­ომ­რის სა­ხე­ლი, გვა­რი და მო­ნა­ცე­მე­ბი, ვუ­თხა­რი, - ის ჯერ დუმ­და, შემ­დეგ კი, გი­ჟი­ვით იყ­ვი­რა, - ის პა­პა­ჩე­მი­აო!... ამის გახ­სე­ნე­ბა­ზე ახ­ლაც ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის... ის უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და აღარც ჰქონ­დათ იმე­დი, რომ ოდეს­მე რა­მეს გა­ი­გებ­დნენ... ამის შემ­დეგ, ქურ­თი­აშ­ვი­ლის შვილ­მა და შვი­ლიშ­ვილ­მა, ახალ­გაზ­რდა და სევ­დი­ა­ნი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის ძვე­ლი ფოტო გა­მოგ­ზავ­ნეს, რათა სა­არ­ქი­ვო ბა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლის­თვის შეგ­ვე­და­რე­ბი­ნა... ჯერ­ჯე­რო­ბით, ქერჩში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გვერ­დით და­ვა­საფ­ლა­ვეთ და იმე­დი მაქვს, თა­ვი­სი წი­ნაპ­რე­ბის საძ­ვა­ლეს და­უბ­რუნ­დე­ბა..." - ამ­ბობს კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

წა­ი­კი­თხეთ: მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის "ექო" სა­ქარ­თვე­ლო­ში - გა­და­ხე­დეთ ამ გვარ-სა­ხე­ლებს, იქ­ნებ მათ­ში თქვე­ნი წი­ნა­პა­რი ამო­იც­ნოთ... რო­გორც ძი­უ­ბა გვიყ­ვე­ბა, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­დან, თით­ქმის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი წი­ნაპ­რის მო­ნა­ცე­მებ­სა და ფო­ტო­ებს უგ­ზავ­ნის და დახ­მა­რე­ბას სთხოვს, რათა წი­ნაპ­რის კვა­ლი იპოვ­ნონ... არ­სე­ბობს არა­ერ­თი ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დი, მაგ­რამ იქ მათი პოვ­ნა ად­ვი­ლი არ არის, რად­გან ზოგ შემ­თხვე­ვა­ში გვა­რე­ბი და სხვა სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნიშ­ნე­ბი შეც­დო­მით წე­რია, ან მე­ორ­დე­ბა, რაც მათ აბ­ნევს, მით უფრო, ზოგ­ჯერ გვა­რე­ბი ემ­თხვე­ვა."აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გი­თხრათ, - ქარ­თვე­ლე­ბი­დან ვინც და­რე­კა, ყვე­ლას ერთი და იგი­ვე კი­თხვა აქვს, - რო­გორ გა­და­ას­ვე­ნონ წი­ნაპ­რის ნეშ­ტი სამ­შობ­ლო­ში... სამ­ტრე­დი­ე­ლი სა­მა­დაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აპი­რე­ბენ ჩა­მოს­ვლას და სხვე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, მეს­მის, არ არის ად­ვი­ლი ქერჩში ან ყი­რიმ­ში ჩა­მოს­ვლა, მაგ­რამ ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შენი წი­ნაპ­რის ნეშ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი იცო­დე...წლე­ბის წინ არ­ხან­გელსკში ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი ჩი­ნოვ­ნი­კის ბა­ბუ­ის ნეშ­ტი ვი­პო­ვეთ, მის შვი­ლიშ­ვილს მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან კარ­გი პოს­ტი უკა­ვია... 5 წე­ლია ვუ­რე­კავ, - რას აპი­რებთ-მეთ­ქი, უხე­შად მპა­სუ­ხობს, მაგ­რამ მა­ინც არ ვეშ­ვე­ბი, - მა­ინ­ტე­რე­სებს, რას იზამს... მიკ­ვირს, მე მტკი­ვა ბა­ბუ­ა­მი­სი, მას - არა...", - იხ­სე­ნებს ძი­უ­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი მე­ომ­რის ოჯა­ხის­თვის ინ­ფორ­მა­ცია მი­უ­წო­დე­ბია, მათ კი, რე­აქ­ცი­აც არ ჰქო­ნი­ათ..."ერთხელ, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი მე­ომ­რის შვილ­მა, ცრემ­ლე­ბი­სა და სენ­ტი­მენ­ტე­ბის ჩავ­ლის შემ­დეგ ისევ და­მი­რე­კა და მკი­თხა, - მა­მა­ჩე­მი სა­ზღვარ­ზე მოკ­ლეს და კომ­პენ­სა­ცია არ მე­კუთ­ვნი­სო?!."

წა­ი­კი­თხეთ: "სა­საფ­ლა­ოდ ქცე­ულ ეზო­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ცოლ-ქმა­რი ქარ­თვე­ლებს მარ­ხავ­და..." - ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვის სა­ძებ­ნე­ლად ქერჩში წა­სუ­ლი კა­ცის ნა­ამ­ბო­ბი

კი­თხვა­ზე, - რა იცის იმ ცნო­ბილ ის­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უკ­რა­ი­ნე­ლი ოჯა­ხი გერ­მა­ნე­ლი ფა­შის­ტე­ბის მიერ დახ­ვრე­ტილ საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცე­ბის გვა­მებს ჩუ­მად იპა­რავ­და და შემ­დეგ, სა­კუ­თარ ეზო­ში მარ­ხავ­დნენ, - ნა­ტა­ლია ძი­უ­ბა გვპა­სუ­ხობს: "ისი­ნი ძმე­ბი ნა­დტო­კე­ბი იყ­ვნენ, ამ მე­ტად სა­რის­კო საქ­მეს ცო­ლებ­თან ერ­თად აკე­თებ­დნენ, - 160 მეტრზე მეტ მი­წის ფარ­თობ­ზე გა­ა­კე­თეს ძმა­თა სა­საფ­ლაო, სა­დაც ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი და­მარ­ხეს და მათი მო­ნა­ცე­მე­ბიც შე­ი­ნა­ხეს... ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც და­დი­ოდ­ნენ და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­ცე­მებს აგ­რო­ვებ­დნენ, მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ქი­ვი ჩვენც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა..." - ამ­ბობს ძი­უ­ბა.

ლალი პა­პას­კი­რიAMBEBI.GE

ქართველების კვალი ქერჩსა და ყირიმში - რას ყვება ქალი, რომელმაც ათობით მეომრის ნეშტი ოჯახს დაუბრუნა

ქართველების კვალი ქერჩსა და ყირიმში - რას ყვება ქალი, რომელმაც ათობით მეომრის ნეშტი ოჯახს დაუბრუნა

უკვე დიდი ხანია, AMBEBI.GE-ს მკითხველს მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას, ყირიმსა და ქერჩში მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ; ამჯერად სამძებრო სამუშაოების კომისიის ხელმძღვანელს, ნატალია ძიუბას დავუკავშირდით, რომელსაც საძიებო სამუშაოების პროცესზე ვკითხეთ.

"პროფესიით, მასწავლებელი ვარ, სამხედრო თემასთან შეხება არასდროს მქონია, თუ იმას არ ჩავთვლით, რაც თავი მახსოვს, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბაბუას ვეძებდით. ამის შესახებ მუდმივად მესმოდა, ადრეული ბავშვობიდან. როდესაც გავიზარდე, გავარკვიე, რომ ბაბუა პისკაროვის სასაფლაოზე იყო დაკრძალული. შემდეგ, მისი დაჭრისა და ჰოსპიტალში მკურნალობის დოკუმენტებიც მოვიპოვე... შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სანათესაოდან, მხოლოდ მამაჩემის ხაზით, იმ ომს 25 ადამიანი შეეწირა... გარკვეული დროის შემდეგ, ჩამოვაყალიბეთ პროექტი Мемориал, სადაც თავდაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია შევაჯერეთ და ძალიან ბევრი ადამიანის მონაცემები შევიტანეთ, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულები..." - აცხადებს ძიუბა, რომლის თქმითაც, შემდეგ, გადაწყვიტა სანკტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიის არქივში დაცული მასალები მოეძიებინა. წაიკითხეთ: ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო: "ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..."

კომისიის ხელმძღვანელის თქმით, იმედი ჰქონდა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულების გვარ-სახელებსაც გადააწყდებოდა... თუმცა, ეს მხოლოდ ქერჩის სასაფლაოს გახსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ახლა კომისიას გეგმაში აქვს, სამძებრო სამუშაოები მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებშიც განახორციელოს. თუმცა, მანამდე ძალიან ბევრი მეომრის ნეშტი იპოვეს, ქერჩის სასაფლაოზე, იმ ადგილთან ახლოს, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების თქმით, დივიზია იდგა და მათი უმეტესობა, საჰაერო დარტყმებისგან დაიღუპა.

"ახლა ამინდები გვიწყობს ხელს და შეუსვენებლად ვმუშაობთ... ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქართველი ელოდება მისი დაკარგული წინაპრის შესახებ ინფორმაციას, თუნდაც იმიტომ, რომ იცოდეს, სად დაიღუპა მისი ბაბუა ან ბიძა, ამიტომაც, სიახლის შემთხვევაში, მაშინვე ვავრცელებთ ინფორმაციას... ახლა სომხური ბატალიონის წევრების ნეშტი აღმოვაჩინეთ და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს... " - ამბობს ნატალია ძიუბა, რომლის თქმითაც ბოლო წლებია საველე პირობებში ცხოვრობს.

"როდესაც გათხრები დავიწყეთ, მეომრის მედალიონი ვიპოვეთ, შემდეგ, გმირობის მედლები... რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არქივში მოძიებული მასალების მიხედვით, მედალი აზერბაიჯანელ სულეიმანოვ ალი-ოღლის ეკუთვნოდა, რომელიც 25-ე მოტომსროლელ ბატალიონში მსახურობდა. ამის მიხედვით ვიპოვეთ სხვებიც და შემდეგ, მათი იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ... როდესაც ერთ-ერთი კომპლექსის სამარხი გავხსენით, დაღუპულებს შორის, თქვენებური, ქართველი ნიკოლაი ქურთიაშვილის ნეშტიც ვიპოვნეთ... არ ვიცოდით, როგორ გვეპოვა მისი ფესვები ან შთამომავლობა... მე და კომისიის წევრები, ამ ჯარისკაცების პირველი ჭირისუფლები ვართ, რადგან ჩვენ მათ ვპოულობთ და შემდეგ მონაცემებს ვაზუსტებთ, იდენტიფიცირებას ვახდენთ...

ერთი სიტყვით, დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დავკავშირებოდი ქურთიაშვილის ოჯახს, - არც ნომერი მქონდა, არც ზუსტი მისამართი... მაშინ არც თქვენთან გვქონდა კავშირი. დიდი ძალისხმევის შემდეგ, გურჯაანის სამხედრო კომისარიატში მოვხვდით. არც ვიცოდით, რომელი რეგიონი იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ საქართველო იყო და ვფიქრობდით, დანარჩენს მერე გავარკვევდით, - ეს ჯარისკაცი სწორედ გურჯაანელი აღმოჩნდა, რაც საოცარი დამთხვევა იყო. იქ მოგვცეს მისი ოჯახის წევრის ნომერი. ...ტელეფონში ქართველმა მამაკაცმა დამტვრეული რუსულით მიპასუხა, - მას აქ ნაპოვნი მეომრის სახელი, გვარი და მონაცემები, ვუთხარი, - ის ჯერ დუმდა, შემდეგ კი, გიჟივით იყვირა, - ის პაპაჩემიაო!... ამის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის... ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა აღარც ჰქონდათ იმედი, რომ ოდესმე რამეს გაიგებდნენ... ამის შემდეგ, ქურთიაშვილის შვილმა და შვილიშვილმა, ახალგაზრდა და სევდიანი ქართველი მამაკაცის ძველი ფოტო გამოგზავნეს, რათა საარქივო ბაზაში არსებულისთვის შეგვედარებინა... ჯერჯერობით, ქერჩში დაღუპული ქართველების გვერდით დავასაფლავეთ და იმედი მაქვს, თავისი წინაპრების საძვალეს დაუბრუნდება..." - ამბობს კომისიის ხელმძღვანელი.

წაიკითხეთ: მეორე მსოფლიო ომის "ექო" საქართველოში - გადახედეთ ამ გვარ-სახელებს, იქნებ მათში თქვენი წინაპარი ამოიცნოთ... როგორც ძიუბა გვიყვება, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან, თითქმის ყოველკვირეულად ათეულობით ადამიანი თავისი წინაპრის მონაცემებსა და ფოტოებს უგზავნის და დახმარებას სთხოვს, რათა წინაპრის კვალი იპოვნონ... არსებობს არაერთი ინტერნეტგვერდი, მაგრამ იქ მათი პოვნა ადვილი არ არის, რადგან ზოგ შემთხვევაში გვარები და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები შეცდომით წერია, ან მეორდება, რაც მათ აბნევს, მით უფრო, ზოგჯერ გვარები ემთხვევა. "აუცილებლად უნდა გითხრათ, - ქართველებიდან ვინც დარეკა, ყველას ერთი და იგივე კითხვა აქვს, - როგორ გადაასვენონ წინაპრის ნეშტი სამშობლოში... სამტრედიელი სამადაშვილის ოჯახის წევრები აპირებენ ჩამოსვლას და სხვებიც ინტერესდებიან, მესმის, არ არის ადვილი ქერჩში ან ყირიმში ჩამოსვლა, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, შენი წინაპრის ნეშტის ადგილსამყოფელი იცოდე... წლების წინ არხანგელსკში ერთი გავლენიანი ჩინოვნიკის ბაბუის ნეშტი ვიპოვეთ, მის შვილიშვილს მოსკოვში ძალიან კარგი პოსტი უკავია... 5 წელია ვურეკავ, - რას აპირებთ-მეთქი, უხეშად მპასუხობს, მაგრამ მაინც არ ვეშვები, - მაინტერესებს, რას იზამს... მიკვირს, მე მტკივა ბაბუამისი, მას - არა...", - იხსენებს ძიუბა, რომლის თქმითაც, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის ოჯახისთვის ინფორმაცია მიუწოდებია, მათ კი, რეაქციაც არ ჰქონიათ... "ერთხელ, უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის შვილმა, ცრემლებისა და სენტიმენტების ჩავლის შემდეგ ისევ დამირეკა და მკითხა, - მამაჩემი საზღვარზე მოკლეს და კომპენსაცია არ მეკუთვნისო?!."

წაიკითხეთ: "სასაფლაოდ ქცეულ ეზოში უკრაინელი ცოლ-ქმარი ქართველებს მარხავდა..." - ბაბუის საფლავის საძებნელად ქერჩში წასული კაცის ნაამბობი

კითხვაზე, - რა იცის იმ ცნობილ ისტორიაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინელი ოჯახი გერმანელი ფაშისტების მიერ დახვრეტილ საბჭოთა ჯარისკაცების გვამებს ჩუმად იპარავდა და შემდეგ, საკუთარ ეზოში მარხავდნენ, - ნატალია ძიუბა გვპასუხობს: "ისინი ძმები ნადტოკები იყვნენ, ამ მეტად სარისკო საქმეს ცოლებთან ერთად აკეთებდნენ, - 160 მეტრზე მეტ მიწის ფართობზე გააკეთეს ძმათა სასაფლაო, სადაც ათასამდე ადამიანი დამარხეს და მათი მონაცემებიც შეინახეს... ომის დასრულების შემდეგაც დადიოდნენ და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მონაცემებს აგროვებდნენ, მათ მიერ გაკეთებული არქივი ჩვენც ძალიან გვეხმარება..." - ამბობს ძიუბა.

ლალი პაპასკირი AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?