მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვი "ლურჯი ვეშაპის" მოთამაშეა და როგორ დავეხმაროთ მას - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვი "ლურჯი ვეშაპის" მოთამაშეა და როგორ დავეხმაროთ მას - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

დიდი ხა­ნია ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში არ­სე­ბობს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, რომ­ლებ­შიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­დე­ბუ­ლია აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვე­ბი, სი­სას­ტი­კე, მკვლე­ლო­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, ამ თა­მა­შებ­ში მო­ზარ­დე­ბი სა­ა­თო­ბით დას­დე­ვენ მსხვერ­პლს დაჭ­რი­სა და მოკ­ვლის მიზ­ნით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძლი­ერ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ბავ­შვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ზარ­დის ფსი­ქი­კა­ზე, ზრდის აგ­რე­სი­უ­ლო­ბას.

უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, მო­ზარ­დთა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბი­სა, როცა არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ძა­ლი­ან იო­ლად იმე­ტე­ბენ ერ­თმა­ნეთს სა­სიკ­ვდი­ლოდ. აქ ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბის გავ­ლე­ნას. სა­უ­ბე­დუ­როდ, საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ინ­ტერ­ნეტ-სამ­ყა­რო­ში უკვე ძალ­ზე სა­ხი­ფა­თო ე.წ. სა­სიკ­ვდი­ლო თა­მა­შე­ბი გაჩ­ნდა. ერთ-ერთი ასე­თი თა­მა­ში ცნო­ბი­ლია "ლურ­ჯი ვე­შა­პის" სა­ხელ­წო­დე­ბით.

უკვე დად­გე­ნი­ლია, რომ ის სუ­ი­ცი­დუ­რი თა­მა­შია - ეს არის და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კლავს! ბავ­შვებს სთა­ვა­ზო­ბენ 50-მდე სა­ხი­ფა­თო და­ვა­ლე­ბას, მა­გა­ლი­თად, ხელ­ზე ვე­შა­პის ამო­კაწ­ვრით და­წყე­ბუ­ლი, ვე­ნე­ბის გა­დაჭ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ხოლო სა­ბო­ლოო შე­დე­გი სუ­ი­ცი­დია - ანუ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა. თუ მო­ზარ­დი თავს არ იკ­ლავს, სა­სიკ­ვდი­ლო თა­მა­შის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მას ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­ნად­გუ­ე­ბით ემუქ­რე­ბი­ან. ამ თა­მაშს უკვე ათე­უ­ლო­ბით მსხვერ­პლი ჰყავს. მათი რა­ო­დე­ნო­ბა კი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ უკვე გან­გა­შია ატე­ხი­ლი. "ლურჯ ვე­შაპ­ში" ჩარ­თულ­ნი არი­ან ბავ­შვე­ბი რუ­სეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ყირ­გი­ზეთ­ში და უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. "მკურ­ნა­ლი.გე"-ს შე­კი­თხვებს ფსი­ქო­ლო­გი ნანა კა­ლან­და­ძე პა­სუ­ხობს:

- რო­გორ უნდა მიხ­ვდნენ მშობ­ლე­ბი, რომ მათი ბავ­შვე­ბი ჩარ­თულ­ნი არი­ან სუ­ი­ცი­დურ თა­მაშ­ში?

- იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შვე­ბი ჩა­ერ­თონ თა­მაშ­ში "ლურ­ჯი ვე­შა­პი" ან კუ­რა­ტო­რის­გან მი­ი­ღონ პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა, სიკ­ვდი­ლის ერთ-ერთ ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი მო­ზარ­დე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­კუ­თარ გვერ­დზე ან ჯგუფ­ში პოს­ტა­ვენ ე.წ. "ჰეშ­თე­გებს" შემ­დე­გი ტექ­სტით: "გა­მაღ­ვი­ძე 4.20"-ზე ან "მინ­და ჩა­ვერ­თო თა­მაშ­ში", უფრო იშ­ვი­ა­თად - "ველი და­ვა­ლე­ბას". სწო­რედ ასე­თი თე­გე­ბის არ­სე­ბო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­როს მშობ­ლებს მიხ­ვდნენ, რომ მათი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან სა­შიშ გზას და­ად­გნენ (ჰეშ­თე­გი ეს არის და­თა­გუ­ლი სი­ტყვა, რო­მელ­საც წინ უძღვის სიმ­ბო­ლო #. ჰეშ­თე­გით სი­ტყვა იქ­ცე­ვა აქ­ტი­ურ ლინ­კად და შე­საძ­ლე­ბელს ხდის მო­ძებ­ნოს ამ ჰეშ­თე­გის ქვეშ და­თა­გუ­ლი სხვა პოს­ტე­ბი მთე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მას­შტა­ბით).

• მშო­ბელ­მა უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს, რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი შვი­ლი ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში.

• მშო­ბელ­მა უნდა და­იც­ვას ზო­მი­ე­რე­ბა, ე.წ. ოქ­როს შუ­ა­ლე­დი შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და არ არის სა­ჭი­რო უკი­დუ­რე­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა.

• ყო­ვე­ლი აკ­რძალ­ვა უკუ­რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს, ზოგ­ჯერ ზრდის კი­დეც ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას აკ­რძა­ლუ­ლი საგ­ნის მი­მართ.

სა­სიკ­ვდი­ლო თა­მა­შის "ლურ­ჯი ვე­შა­პი" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ზარ­დე­ბის ჩათ­რე­ვას მო­ხერ­ხე­ბუ­ლად ახ­დე­ნენ იმის გამო, რომ კარ­გად იც­ნო­ბენ გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში (12-14 წელი) მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. ამ ასა­კის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მო­ზარ­დთა ქცე­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ბევ­რი სირ­თუ­ლე, მათ შო­რის ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნი­შან-თვი­სე­ბაა სუ­ი­ცი­დუ­რი ქცე­ვე­ბი: სუ­ი­ცი­დუ­რი აზ­რე­ბი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მუ­ქა­რე­ბი, გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი. ამას კარ­გად იყე­ნე­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­სწავ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიჰ­ყავთ ბავ­შვე­ბი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის­კენ. ახ­დე­ნენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­უმ­წი­ფე­ბელ ბავ­შვურ ფსი­ქი­კა­ზე და არ­წმუ­ნე­ბენ მათ, რომ მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის­გან, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ხომ არა­ფე­რი არ­სე­ბობს და დგე­ბა სა­სურ­ვე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. არ­თმე­ვენ ბავ­შვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ა­მარ­ცხონ დეპ­რე­სია, მო­ე­რი­ონ ტკი­ვილს. დათ­რგუ­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ უწე­ვენ სა­სიკ­ვდი­ლო თა­მა­შის კუ­რა­ტო­რებს, მათ აღარ სჯე­რათ, რომ არ­სე­ბობს სიყ­ვა­რუ­ლი, არ სჯე­რათ, რომ შეძ­ლე­ბენ ტკი­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბას, ში­შო­ბენ თა­ვი­ან­თი მშობ­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გამო, რო­მელ­თა გა­ნად­გუ­რე­ბი­თაც მათ ემუქ­რე­ბი­ან, ამი­ტომ ვერ ტო­ვე­ბენ თა­მაშს და ირ­ჩე­ვენ სიკ­ვდილს.

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში და რო­გორ უნდა და­იც­ვას ბავ­შვი "ლურ­ჯი ვე­შა­პი­სა­გან"?

- უფ­რო­სე­ბის ამო­ცა­ნაა კრი­ზი­სულ პუ­ბერ­ტა­ტულ (გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში) პე­რი­ოდ­ში იყ­ვნენ შვი­ლე­ბის გვერ­დით. როცა ისი­ნი არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ, არ უნდა გა­უ­წი­ონ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. დაე, ის­წავ­ლონ ბავ­შვებ­მა თა­ვი­ანთ შეც­დო­მებ­ზე.

• თუ მშო­ბე­ლი აღ­მო­ა­ჩენს, რომ შვი­ლი იჩენს ინ­ტე­რესს სუ­ი­ცი­დუ­რი თა­მა­შის, "ლურ­ჯი ვე­შა­პის" მი­მართ, მან უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ აკ­რძალ­ვა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არ არის.

• ეფექ­ტუ­რია, როცა ბავ­შვს ესა­უბ­რე­ბი რო­გორც თა­ნას­წორს, უნდა აგ­რძნო­ბი­ნოთ, რომ გიყ­ვართ ის და მი­ი­ღებთ ისეთს, რო­გო­რიც არის - თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბით.

• აუ­ცი­ლე­ბე­ლია აუხ­სნათ ბავ­შვს, რომ უფ­რო­სებ­საც ჰქო­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში დეპ­რე­სია, ტკი­ვი­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა, მაგ­რამ ეს უფრო აძ­ლი­ე­რებს ადა­მი­ანს და არ კლავს, რომ არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა გა­ნა­გოს სხვი­სი ცხოვ­რე­ბა. ტკი­ვი­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა დრო­ე­ბი­თია ცხოვ­რებ­ში და გა­ივ­ლის, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ითა­მა­შოს სხვი­სი სი­სუს­ტე­ე­ბით.

• სუ­ი­ცი­დუ­რი თა­მა­შის კუ­რა­ტო­რებს, "ყოვ­ლის­შემ­ძლეთ" ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ პო­ლი­ცი­ის და ამ თა­მა­შის მო­ნა­წი­ლე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი­საც.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვი "ლურჯი ვეშაპის" მოთამაშეა და როგორ დავეხმაროთ მას - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვი "ლურჯი ვეშაპის" მოთამაშეა და როგორ დავეხმაროთ მას - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

დიდი ხანია ინტერნეტ-სივრცეში არსებობს ვირტუალური თამაშები, რომლებშიც ხშირ შემთხვევაში ჩადებულია აგრესიული ქცევები, სისასტიკე, მკვლელობები, სხვადასხვა იარაღის გამოყენება, ამ თამაშებში მოზარდები საათობით დასდევენ მსხვერპლს დაჭრისა და მოკვლის მიზნით. ეს ყველაფერი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ბავშვის, განსაკუთრებით მოზარდის ფსიქიკაზე, ზრდის აგრესიულობას.

უამრავი მაგალითი არსებობს, მათ შორის საქართველოშიც, მოზარდთა დანაშაულებრივი ქმედებისა, როცა არასრულწლოვნები ძალიან იოლად იმეტებენ ერთმანეთს სასიკვდილოდ. აქ ვერ გამოვრიცხავთ ვირტუალური თამაშების გავლენას. საუბედუროდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ინტერნეტ-სამყაროში უკვე ძალზე სახიფათო ე.წ. სასიკვდილო თამაშები გაჩნდა. ერთ-ერთი ასეთი თამაში ცნობილია "ლურჯი ვეშაპის" სახელწოდებით.

უკვე დადგენილია, რომ ის სუიციდური თამაშია - ეს არის დავალებები, რომლებიც კლავს! ბავშვებს სთავაზობენ 50-მდე სახიფათო დავალებას, მაგალითად, ხელზე ვეშაპის ამოკაწვრით დაწყებული, ვენების გადაჭრით დამთავრებული, ხოლო საბოლოო შედეგი სუიციდია - ანუ თვითმკვლელობამდე მიყვანა. თუ მოზარდი თავს არ იკლავს, სასიკვდილო თამაშის ორგანიზატორები მას ახლობელი ადამიანის განადგუებით ემუქრებიან. ამ თამაშს უკვე ათეულობით მსხვერპლი ჰყავს. მათი რაოდენობა კი დღითიდღე იზრდება. ფსიქოლოგებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკვე განგაშია ატეხილი. "ლურჯ ვეშაპში" ჩართულნი არიან ბავშვები რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში და უკვე საქართველოშიც არის ტრაგიკული შემთხვევები. "მკურნალი.გე"-ს შეკითხვებს ფსიქოლოგი ნანა კალანდაძე პასუხობს:

- როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ მათი ბავშვები ჩართულნი არიან სუიციდურ თამაშში?

- იმისათვის, რომ ბავშვები ჩაერთონ თამაშში "ლურჯი ვეშაპი" ან კურატორისგან მიიღონ პირველი დავალება, სიკვდილის ერთ-ერთ ჯგუფში შემავალი მოზარდები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ან ჯგუფში პოსტავენ ე.წ. "ჰეშთეგებს" შემდეგი ტექსტით: "გამაღვიძე 4.20"-ზე ან "მინდა ჩავერთო თამაშში", უფრო იშვიათად - "ველი დავალებას". სწორედ ასეთი თეგების არსებობა სოციალურ ქსელებში შეიძლება დაეხმაროს მშობლებს მიხვდნენ, რომ მათი შვილები ძალიან საშიშ გზას დაადგნენ (ჰეშთეგი ეს არის დათაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ჰეშთეგით სიტყვა იქცევა აქტიურ ლინკად და შესაძლებელს ხდის მოძებნოს ამ ჰეშთეგის ქვეშ დათაგული სხვა პოსტები მთელი სოციალური ქსელის მასშტაბით).

• მშობელმა უნდა გააკონტროლოს, რით არის დაკავებული შვილი ინტერნეტ-სივრცეში.

• მშობელმა უნდა დაიცვას ზომიერება, ე.წ. ოქროს შუალედი შვილთან ურთიერთობაში და არ არის საჭირო უკიდურესი ზომების მიღება.

• ყოველი აკრძალვა უკურეაქციას იწვევს, ზოგჯერ ზრდის კიდეც ცნობისმოყვარეობას აკრძალული საგნის მიმართ.

სასიკვდილო თამაშის "ლურჯი ვეშაპი" ორგანიზატორები მოზარდების ჩათრევას მოხერხებულად ახდენენ იმის გამო, რომ კარგად იცნობენ გარდატეხის ასაკში (12-14 წელი) მოზარდების ფსიქოემოციურ თავისებურებებს. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია მოზარდთა ქცევაში არსებული ბევრი სირთულე, მათ შორის ერთ-ერთი გავრცელებული ნიშან-თვისებაა სუიციდური ქცევები: სუიციდური აზრები, გადაწყვეტილებები, მუქარები, გამონათქვამები. ამას კარგად იყენებენ სპეციალურად განსწავლული ადამიანები და მიზანმიმართულად მიჰყავთ ბავშვები სიცოცხლის მოსპობისკენ. ახდენენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოუმწიფებელ ბავშვურ ფსიქიკაზე და არწმუნებენ მათ, რომ მხოლოდ სიკვდილი გაათავისუფლებს ცხოვრებაში არსებული პრობლემებისგან, სიკვდილის შემდეგ ხომ არაფერი არსებობს და დგება სასურველი თავისუფლება. ართმევენ ბავშვებს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დაამარცხონ დეპრესია, მოერიონ ტკივილს. დათრგუნულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები წინააღმდეგობას ვერ უწევენ სასიკვდილო თამაშის კურატორებს, მათ აღარ სჯერათ, რომ არსებობს სიყვარული, არ სჯერათ, რომ შეძლებენ ტკივილის დამარცხებას, შიშობენ თავიანთი მშობლებისა და ახლობლების გამო, რომელთა განადგურებითაც მათ ემუქრებიან, ამიტომ ვერ ტოვებენ თამაშს და ირჩევენ სიკვდილს.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში და როგორ უნდა დაიცვას ბავშვი "ლურჯი ვეშაპისაგან"?

- უფროსების ამოცანაა კრიზისულ პუბერტატულ (გარდატეხის ასაკში) პერიოდში იყვნენ შვილების გვერდით. როცა ისინი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, არ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა. დაე, ისწავლონ ბავშვებმა თავიანთ შეცდომებზე.

• თუ მშობელი აღმოაჩენს, რომ შვილი იჩენს ინტერესს სუიციდური თამაშის, "ლურჯი ვეშაპის" მიმართ, მან უნდა გააცნობიეროს, რომ აკრძალვა ერთადერთი გამოსავალი არ არის.

• ეფექტურია, როცა ბავშვს ესაუბრები როგორც თანასწორს, უნდა აგრძნობინოთ, რომ გიყვართ ის და მიიღებთ ისეთს, როგორიც არის - თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.

• აუცილებელია აუხსნათ ბავშვს, რომ უფროსებსაც ჰქონიათ ცხოვრებაში დეპრესია, ტკივილი, იმედგაცრუება, მაგრამ ეს უფრო აძლიერებს ადამიანს და არ კლავს, რომ არავის აქვს უფლება განაგოს სხვისი ცხოვრება. ტკივილი და იმედგაცრუება დროებითია ცხოვრებში და გაივლის, არავის აქვს უფლება ითამაშოს სხვისი სისუსტეებით.

• სუიციდური თამაშის კურატორებს, "ყოვლისშემძლეთ" ძალიან ეშინიათ პოლიციის და ამ თამაშის მონაწილე ბავშვების მშობლებისაც.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ