პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა

ორი­ოდ კვი­რის წინ რუ­სეთ­ში და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, შაქ­რო კა­ლა­შო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ ქარ­თულ მე­დი­ა­ში წლე­ბის წინ ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, ამ­ჯე­რად რუ­სულ პრე­სა­ში მისი რუ­სეთ­ში მდე­ბა­რე სახ­ლის და ინ­ტე­რი­ე­რის ფო­ტო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა. და­პა­ტიმ­რე­ბი­სას რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოპე­რა­ტო­რებ­მა საკ­მა­ოდ ვრცე­ლი რე­პორ­ტა­ჟი გა­ა­კე­თეს და ძვირ­ფა­სი სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი შემ­დეგ მე­დი­ა­ში მოხ­ვდა.

სახ­ლი საკ­მა­ოდ დიდ ფართს მო­ი­ცავს. ეზო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ნა­გე­ბო­ბა, ისე­თი მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც არის დაც­ვის სახ­ლი, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ავ­ტო­ფა­რე­ხი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

ავ­ტო­პარ­კი სა­უ­კე­თე­სო უცხო­უ­რი მან­ქა­ნე­ბით არის სავ­სე. სახ­ლის გა­რე­თა ფა­სა­დი არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა, სა­შუ­ა­ლო დო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლის სახ­ლს წა­ა­გავს, მა­სა­ლე­ბიც ისე­თია გა­მო­ყე­ნე­ბე­უ­ლი, ნე­ბის­მი­ერ ბაზ­რო­ბა­ზე რომ იყი­დე­ბა. ასე რომ, ერთი შე­ხედ­ვით ეს სახ­ლი არა­ნა­ირ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს. ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენს, რა შე­იძ­ლე­ბა იმა­ლე­ბო­დეს ამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი სახ­ლის მიღ­მა. თუ ამ სახ­ლის არ­ქი­ტექ­ტო­რის მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა სახ­ლის შე­ნიღბვა იყო, მა­შინ მას ეს და­ვა­ლე­ბა მარ­თლაც ხუ­თი­ან­ზე შე­უს­რუ­ლე­ბია... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა+იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა

რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა

ორიოდ კვირის წინ რუსეთში დაპატიმრებული ცნობილი კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის საქართველოში არსებული სახლების შესახებ ქართულ მედიაში წლების წინ ბევრს საუბრობდნენ, ამჯერად რუსულ პრესაში მისი რუსეთში მდებარე სახლის და ინტერიერის ფოტოები გამოჩნდა. დაპატიმრებისას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორებმა საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟი გააკეთეს და ძვირფასი სახლის ფოტოები შემდეგ მედიაში მოხვდა.

სახლი საკმაოდ დიდ ფართს მოიცავს. ეზოში განთავსებულია რამდენიმე ნაგებობა, ისეთი მაგალითად, როგორიც არის დაცვის სახლი, მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი, ავტოფარეხი და საცხოვრებელი სახლი.

ავტოპარკი საუკეთესო უცხოური მანქანებით არის სავსე. სახლის გარეთა ფასადი არაფრით გამოირჩევა, საშუალო დონის მაცხოვრებლის სახლს წააგავს, მასალებიც ისეთია გამოყენებეული, ნებისმიერ ბაზრობაზე რომ იყიდება. ასე რომ, ერთი შეხედვით ეს სახლი არანაირ ყურადღებას იპყრობს. ვერავინ წარმოიდგენს, რა შეიძლება იმალებოდეს ამ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სახლის მიღმა. თუ ამ სახლის არქიტექტორის მთავარი დავალება სახლის შენიღბვა იყო, მაშინ მას ეს დავალება მართლაც ხუთიანზე შეუსრულებია... განაგრძეთ კითხვა+იხილეთ ფოტოები

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა