პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუცას და სკირას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, შემდეგ დაქორწინდნენ..." - რას ყვება მეგობარი ქუთაისთან ავარიაში დაღუპულ წყვილზე
"ნუცას და სკირას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, შემდეგ დაქორწინდნენ..." - რას ყვება მეგობარი ქუთაისთან ავარიაში დაღუპულ წყვილზე

ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის შე­მოვ­ლით გზა­ზე 21 ივ­ლისს ტრა­გე­დია მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი KIA-ს და BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ე­ჯა­ხა. ტრა­გი­კულ ავა­რი­ას KIA-ში მსხდო­მი სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი - მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად ის­ხდნენ. ოთხი­ვეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი - გი­ორ­გი პა­პას­კი­რი და ნუცა კა­ლან­და­რია, ასე­ვე მათი მე­გო­ბა­რი ანი ჩხა­ი­ძე. ახალ­გაზ­რდე­ბი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში იყ­ვნენ და­სას­ვე­ნებ­ლად, თბი­ლი­სის­კენ მო­მა­ვალ გზა­ზე კი ავა­რია მოხ­და.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლი ცოლ-ქმრის მე­გო­ბარს, მო­დელ ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. და­ღუ­პუ­ლი გი­ორ­გი პა­პას­კი­რი (სკი­რა) და ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ.

"ჩემი დის­გან, ანას­ტა­სი­ას­გან შე­ვი­ტყვე ამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ. მე­ო­რე მან­ქა­ნა­შიც ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი ის­ხდნენ და ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. ჩემი და მათი შვი­ლის ნათ­ლი­აა. სკი­რას (გი­ორ­გი პა­პას­კი­რის) მშობ­ლე­ბი ისეთ შოკ­ში არი­ან, ქუ­თა­ის­შიც ვერ ჩა­ვიდ­ნენ. ჩვენც დაგ­ვხო­ცეს და დაგ­ვა­სა­მა­რეს ამ ტრა­გე­დი­ით.

- ვიცი რომ გი­ორ­გი თქვე­ნი კლა­სე­ლი იყო...

- სკი­რა და მე კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, 161-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, სა­დაც და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში გა­და­ვე­დი. ყვე­ლას­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­და. ნუ­ცას და სკი­რას სკო­ლი­დან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ, სა­ო­ცა­რი ქორ­წი­ლი ჰქონ­დათ. 3 წლის შვი­ლი დარ­ჩათ, პა­ტა­რა ნუ­ცი­კო. ანი ჩხა­ი­ძე ნუ­ცას მე­გო­ბა­რი იყო და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ვიც­ნობ­დი. ჯო­ჯო­ხეთ­ში გაგ­ვა­ტა­რეს, მეტი რა არის ჯო­ჯო­ხე­თი?

- რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ?

- ნუცა შვი­ლის აღ­ზრდით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. გი­ორ­გის დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო. ერთი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან უჭირ­დათ, შემ­დეგ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებს იღებ­და, ახა­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბიც ჰქონ­და და გვი­ხა­რო­და. ვი­ფიქ­რეთ ამო­ი­სუნ­თქეს-თქო და რა ვუ­თხრათ ახლა მათ შვილს, არ ვი­ცით. სა­ნამ წა­მო­ვი­დოდ­ნენ ბა­თუ­მი­დან, ფე­ის­ბუქ­ზე სკი­რას ბოლო პოს­ტი რა­ტომ­ღაც სიკ­ვდილ­ზე და აორ­თქლე­ბა­ზე იყო: Rip boiling water you will be mist...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ნუცას და სკირას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, შემდეგ დაქორწინდნენ..." - რას ყვება მეგობარი ქუთაისთან ავარიაში დაღუპულ წყვილზე

"ნუცას და სკირას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, შემდეგ დაქორწინდნენ..." - რას ყვება მეგობარი ქუთაისთან ავარიაში დაღუპულ წყვილზე

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე 21 ივლისს ტრაგედია მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი KIA-ს და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა. ტრაგიკულ ავარიას KIA-ში მსხდომი სამი ადამიანი ემსხვერპლა. BMW-ს მარკის ავტომობილში ქართველი მორაგბეები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. ოთხივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე. ახალგაზრდები მეგობრებთან ერთად ბათუმში იყვნენ დასასვენებლად, თბილისისკენ მომავალ გზაზე კი ავარია მოხდა.

AMBEBI.GE გარდაცვლილი ცოლ-ქმრის მეგობარს, მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს დაუკავშირდა. დაღუპული გიორგი პაპასკირი (სკირა) და ალექსანდრა პაიჭაძე კლასელები იყვნენ.

"ჩემი დისგან, ანასტასიასგან შევიტყვე ამ ტრაგედიის შესახებ. მეორე მანქანაშიც ჩემი ახლობლები ისხდნენ და ძალიან ცუდად ვარ. ჩემი და მათი შვილის ნათლიაა. სკირას (გიორგი პაპასკირის) მშობლები ისეთ შოკში არიან, ქუთაისშიც ვერ ჩავიდნენ. ჩვენც დაგვხოცეს და დაგვასამარეს ამ ტრაგედიით.

- ვიცი რომ გიორგი თქვენი კლასელი იყო...

- სკირა და მე კლასელები ვიყავით, 161-ე სკოლაში სწავლობდა, სადაც დამამთავრებელ კლასში გადავედი. ყველასთან ძალიან მეგობრობდა. ნუცას და სკირას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, შემდეგ დაქორწინდნენ, საოცარი ქორწილი ჰქონდათ. 3 წლის შვილი დარჩათ, პატარა ნუციკო. ანი ჩხაიძე ნუცას მეგობარი იყო და მხოლოდ სოციალური ქსელით ვიცნობდი. ჯოჯოხეთში გაგვატარეს, მეტი რა არის ჯოჯოხეთი?

- რას საქმიანობდნენ?

- ნუცა შვილის აღზრდით იყო დაკავებული. გიორგის დიდი მომავალი ჰქონდა, არქიტექტორი იყო. ერთი პერიოდი ძალიან უჭირდათ, შემდეგ სხვადასხვა პროექტებს იღებდა, ახალი კონტრაქტებიც ჰქონდა და გვიხაროდა. ვიფიქრეთ ამოისუნთქეს-თქო და რა ვუთხრათ ახლა მათ შვილს, არ ვიცით. სანამ წამოვიდოდნენ ბათუმიდან, ფეისბუქზე სკირას ბოლო პოსტი რატომღაც სიკვდილზე და აორთქლებაზე იყო: Rip boiling water you will be mist...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"