მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული
"ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

თა­მა­ში­სად­მი მუდ­მი­ვი ლტოლ­ვა, თვით­კონ­ტრო­ლის და­კარ­გვა, დეპ­რე­სი­უ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დის­კომ­ფორ­ტი, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა თა­მა­შის თუნ­დაც მოკ­ლე ხნით შე­წყვე­ტი­სას. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ძლი­ერ ჰგავს ნარ­კო­მან­თა აბ­სტი­ნენ­ცი­ას, რო­მელ­საც თან სდევს თა­ვის ტკი­ვი­ლი, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა... - ეს იმ სიმპტო­მე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ლუ­დო­მა­ნებს ახა­სი­ა­თებთ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კო­დი­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა­ში ამ პა­თო­ლო­გი­ას სა­კუ­თა­რი ნო­მე­რი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი - F 63.0. იმას, რომ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გლო­ბა­ლურ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მად იქცა, ეს ფაქ­ტიც ადას­ტუ­რებს.

ლუ­დო­მა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს. სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ­თა რი­ცხვი ელ­ვის სის­წრა­ფით იზ­რდე­ბა. აფბა-ს კვლე­ვის თა­ნახ­მად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ე­ბით მო­სარ­გებ­ლე­თა რი­ცხვი და­ახ­ლო­ე­ბით 400 ათა­სი ადა­მი­ა­ნია. მათი ასა­კი 14-დან 35 წლამ­დე მერ­ყე­ობს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ასა­კის და­ახ­ლო­ე­ბით 1,033,000 ადა­მი­ა­ნია, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი აზარ­ტულ თა­მა­შებ­შია ჩარ­თუ­ლი! ერთი მო­თა­მა­შე კი დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 4-5 სა­ათს ატა­რებს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მა­ხე­ში.

თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ სტა­დი­ად ვი­თარ­დე­ბა: 1. მო­გე­ბა­თა სტა­დია; 2. წა­გე­ბა­თა სტა­დია; 3. გან­ხიბ­ვლის სტა­დია.

მო­გე­ბა­თა სტა­დი­ა­ში თა­მა­ში შემ­თხვე­ვი­თია, მო­გე­ბა - ხში­რი, ფსო­ნე­ბი თან­და­თან იზ­რდე­ბა, ადა­მი­ა­ნი ჰყვე­ბა ფან­ტა­ზი­ას, ეუფ­ლე­ბა უსა­ფუძ­ვლო ოპ­ტი­მიზ­მი. წა­გე­ბა­თა სტა­დი­ა­ზე მო­თა­მა­შე უკვე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თა­მა­შობს, თავს იწო­ნებს მო­გე­ბე­ბით, გო­ნე­ბით მხო­ლოდ თა­მაშს უტ­რი­ა­ლებს და ადრე თუ გვი­ან ხვდე­ბა, რომ აღარ შეს­წევს შე­ჩე­რე­ბის ძალა. იწყე­ბა ტყუ­ი­ლე­ბი, ლუ­დო­მა­ნი პრობ­ლე­მებს უმა­ლავს მე­გობ­რებს, ოჯახ­ზე ნაკ­ლე­ბად ზრუ­ნავს, სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულს თავს არი­დებს, იღებს ვა­ლებს, ცდი­ლობს ფუ­ლის შოვ­ნას რო­გორც კა­ნო­ნი­ე­რი, ისე უკა­ნო­ნო გზით, გა­მუდ­მე­ბით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, სურს თა­მა­შის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა, მაგ­რამ ვერ ახერ­ხებს. გან­ხიბ­ვლის სტა­დი­ა­ზე ადა­მი­ა­ნი კარ­გავს რო­გორც პი­როვ­ნულ, ისე პრო­ფე­სი­ულ რე­პუ­ტა­ცი­ას, თავს არი­დებს მე­გობ­რებ­სა და ოჯახს, იტან­ჯე­ბა სინ­დი­სის ქენ­ჯნით, ეუფ­ლე­ბა პა­ნი­კა, ხში­რად სჩა­დის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებს, ინა­ნი­ებს, იპყრობს უი­მე­დო­ბა, თა­ვის მოკ­ვლის სურ­ვი­ლი; ოჯა­ხი ინ­გრე­ვა, ლუ­დო­მა­ნი იწყებს სმას, უვი­თარ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "დედა, მე ჩემს თავს ვსჯი..." - ლუ­დო­მა­ნი თვით­მკვლე­ლის დღი­უ­რე­ბი

ამ სა­ვა­ლა­ლო სტა­ტის­ტი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში პროგ­რე­სუ­ლად იზ­რდე­ბა სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის წლი­უ­რი ბრუნ­ვა და უკა­ნას­კნელ წლებ­ში კო­ლო­სა­ლურ მას­შტა­ბებს აღ­წევს. ამას ადას­ტუ­რებს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის ტემ­პის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი: 2011 წელი - 366 მი­ლი­ო­ნი ლარი, 2012 წელი - 996 მი­ლი­ო­ნი ლარი, 2013 წელი - 1.213 მი­ლი­არ­დი ლარი, 2014 წელი - 2, 032 მი­ლი­არ­დი ლარი. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ზი­ნო­ე­ბის წლი­უ­რი ბრუნ­ვა თით­ქმის ექ­ვსჯერ გა­ი­ზარ­და.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე, AMBEBI.GE

ვი­დე­ორ­გო­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლია "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

"ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, თვითკონტროლის დაკარგვა, დეპრესიული აშლილობა, ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით შეწყვეტისას. ეს მდგომარეობა ძლიერ ჰგავს ნარკომანთა აბსტინენციას, რომელსაც თან სდევს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება... - ეს იმ სიმპტომების ნაწილია, რომელიც ლუდომანებს ახასიათებთ.

დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი აქვს მინიჭებული - F 63.0. იმას, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა, ეს ფაქტიც ადასტურებს.

ლუდომანია სოციალური პრობლემაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. საქართველოში თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება. აფბა-ს კვლევის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანია. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ამ ასაკის დაახლოებით 1,033,000 ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეორე ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული! ერთი მოთამაშე კი დღეში საშუალოდ 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების მახეში.

თამაშზე დამოკიდებულება სამ სტადიად ვითარდება: 1. მოგებათა სტადია; 2. წაგებათა სტადია; 3. განხიბვლის სტადია.

მოგებათა სტადიაში თამაში შემთხვევითია, მოგება - ხშირი, ფსონები თანდათან იზრდება, ადამიანი ჰყვება ფანტაზიას, ეუფლება უსაფუძვლო ოპტიმიზმი. წაგებათა სტადიაზე მოთამაშე უკვე მიზანმიმართულად თამაშობს, თავს იწონებს მოგებებით, გონებით მხოლოდ თამაშს უტრიალებს და ადრე თუ გვიან ხვდება, რომ აღარ შესწევს შეჩერების ძალა. იწყება ტყუილები, ლუდომანი პრობლემებს უმალავს მეგობრებს, ოჯახზე ნაკლებად ზრუნავს, სამსახურში სიარულს თავს არიდებს, იღებს ვალებს, ცდილობს ფულის შოვნას როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზით, გამუდმებით გაღიზიანებულია, სურს თამაშისთვის თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებს. განხიბვლის სტადიაზე ადამიანი კარგავს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ რეპუტაციას, თავს არიდებს მეგობრებსა და ოჯახს, იტანჯება სინდისის ქენჯნით, ეუფლება პანიკა, ხშირად სჩადის უკანონო ქმედებებს, ინანიებს, იპყრობს უიმედობა, თავის მოკვლის სურვილი; ოჯახი ინგრევა, ლუდომანი იწყებს სმას, უვითარდება ემოციური აშლილობა.

ასევე წაიკითხეთ: "დედა, მე ჩემს თავს ვსჯი..." - ლუდომანი თვითმკვლელის დღიურები

ამ სავალალო სტატისტიკის პარალელურად კი, საქართველოში პროგრესულად იზრდება სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა და უკანასკნელ წლებში კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს. ამას ადასტურებს სათამაშო ბიზნესის შემოსავლების ზრდის ტემპის შესახებ ოფიციალური მონაცემები: 2011 წელი - 366 მილიონი ლარი, 2012 წელი - 996 მილიონი ლარი, 2013 წელი - 1.213 მილიარდი ლარი, 2014 წელი - 2, 032 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლებით ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კაზინოების წლიური ბრუნვა თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.

ქრისტინე გამთენაძე, AMBEBI.GE

ვიდეორგოლი მომზადებულია "პალიტრა მედიის" სოციალური კამპანიის ფარგლებში

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს