რამდენიმე დღის წინ Ambebi.ge-ზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა მხრიდან თუ მათ მიმართ შერჩევითი პატრიოტული დამოკიდებულების შესახებ ვსაუბრობდით. საქმე ისაა, რომ ქართველ მომღერლებს რუსეთში, როგორც ოკუპანტ ქვეყანაში, სიმღერის გამო ხშირად აკრიტიკებენ. კრიტიკოსებს შორის ცნობილი ადამიანებიც არიან. თუმცა კრიტიკა ზოგიერთ შემთხვევაში მიკერძოებულია, კერძოდ, მეგობრებს რუსეთში სიმღერის გამო არ აკრიტიკებენ. ისეთი მომღერლებიც გვყავს, რომლებიც გმობენ ყველაფერს რუსულს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კონცერტზე "დიდ რუსეთში" მიიწვევენ, სიამოვნებით მღერიან. სტატიას ჩვენი მკითხველის მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. აი, რას ფიქრობენ Ambebi.ge-ს მკითხველები იმის შესახებ, უნდა იკეთებდნენ თუ არა ქართველი მომღერლები კარიერას რუსეთში.
ტოტო:
არის ისეთი ღირებულებები, რომლებსაც არასოდეს არ უნდა გადააბიჯოს არც ერთმა თავმოყვარე ადამიანმა.
არ მოგვწონს ქართველებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და არც ის ქართველები, ვინც ოკუპანტებთან თანამშრომლობს.
ზოგიერთის ლოგიკით, ფულის გულისათვის ყველაფერი უნდა ვიკადროთ?
სულერთია, რას გააკეთებენ, მაგრამ არ მოგვწონს და მორჩა.
სოფლელი:
მიყვარს ყველა ეროვნების კეთილი ადამიანი, ბოროტი და მოძალადე ქართველიც კი მეზიზღება. იმღერონ ჩვენმა მომღერლებმა რუსეთში რუსებმა კი საქართველოში, რა დაშავდება
ირინა:
ყველამ თავის მამიდას მიხედოს, რა! ვერ დავიჯერებ, რომ ბევრ ჩვენ მომღერალს ვარიანტი გამოუჩნდეს რუსეთში მოღვაწეობის და მათ ამაზე უარი თქვან! შანსი არ არის! აბა, აქ რას გამოიმუშავებენ?! წელიწადში 1-2 კონცერტი? ხელოვანი ხალხი ყოველთვის იქით მიილტვოდა, სადაც მეტი გასაქანი ექნებოდა, - რუსეთში, ევროპაში თუ ჩინეთში. ასე რომ, არავის კრიტიკა არ არის საჭირო. პირიქით, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს და რაც მეტი ასახელებს საზღვარგარეთ საქართველოს, მით უკეთესია. აბა აივსო ევროპა და რუსეთი ქართველი კრიმინალებით. ამით გავითქვათ თავი?!
Georgia:
კაპიტალიზმს, რომ "აშენებთ" აბა როგორ გინდათ? სადაც სარჩო-საბადებელს ნახავს ადამიანი და ელემენტარულ პირობებს შეიქმნის ნორმალური ცხოვრებისათვის იქ წავა და იქნება, ნუღარ კიცხავთ ადამიანებს მიზნისთვის თქვენგან მოუწონარი საშუალებების გამოყენებისათვის. ხოლო, თუ გინდათ ყველამ ერთი კდექსით იცხოვროს დააბრუნეთ სოციალიზმი მაშინ. აბა მასე სადაა ბიძიკო, ერთს ეტრფით, მეორე გინდათ, მესამეს ფიქრობთ ად აჰა, შედედგმაც არ დაახანა, მიიღეთ ყოვლისმომცველი და საყოველთაო მარაზმი. მიზესს არ უნდა რუსეთში, ამერიკაში, კუბაში და კამპუჩიაში ძებნა, მოძებნეთ უფრო ახლოს ...
საქართველოში:
ჩემთვის ყველა ერთია, ვინც უმღერის ოკუპანტებს ყველა უთავმოყვარეოა.
მოღალატე ცოტა სხვა მცნებაა. მოღალატე მაისაია, წიტელაშვილი და მისნაირები არიან, ეს ლაწირაკი მომღერლები უთავმოყვარეოები არიან.
კარის მეზობელი რომ შემოგივარდეთ და მოგიკლათ ოჯახის წევრი წაგართვათ ბინა იმ მეზობელთან იმღერებთ ითამაშებთ თუ ჭიქა ღვინოს დალევთ?
თეკლა:
რუსეთი 2008 წლამდე არ იყო ოკუპანტი?? მაგრამ მაშინ არ აპროტესტებდა სოფო, მერე მიშა ბიდზიამ უფრო მეტი შესთავაზა და დაბრუნდა და კი იგულავა ამდენი ხანი ხალხის ფულით სანამ მიშიკო ბიძია ყავდა გვერდით
სოფო ნიჟარაძემ 2008 წლის ომის შემდეგ მიატოვა რუსეთში ძალიან წარმატებული კარიერა და ჩამოვიდა.
სადაც უნდათ იქ იმღერონ, როცა მიიწვევენ, მაგრამ არა 9 აპრილს და არა 'მაია რასია' (ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ თამრიკი გვერდწითელისა და სოსო პავლიაშვილისი შესრულებით მოვისმინე რომელიღაც სცენაზე რუსეთში.
სადაც არ უნდა იყო, უნდა გახსოვდეს ვინ ხარ და ღამურა არსად არ უყვართ.
ზურა:
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აზერბაიჯანელი მომღერალი, რომელიც კონცერტს სომხეთში გამართავს, ან სომეხი მომღერალი აზერბაიჯანში?
ალეკო:
არავის არავისზე არ დაუშლია სიმღერა,გინდ რუსეთში იმღერე და გინდ ამერიკაში.
მაგრამ:
გასაკრიტიკებელია ქეთა თოფურია,რომელმაც 2009 წლის 23 თებერვალს კრემლში რუსი სალდაფონის ფორმაში რუს სალდაფონებს უმღერა.
გასაკრიტიკებელია სოსო პავლიაშვილი რომელიც რუსეთზე მატ რადნაიას მღერის,მისი შვილობით ამაყობს და დითირადმებს უძღვნის.
გასაკრიტიკებელია ეს 3 გოგო,რომლების მთელი ნახევარი პროგრამა რუსული იყო,იკვასკვასეს რუსულ ტანსაცმელში და ა.შ.
არ ვაკრიტიკებ ნინო ქათამაძეს---იმიტომ რომ ის არადროს უმღერებს პუტინს,მის სალდაფონებს,არასდროს იმღერებს რუსულ იმპერიულ სიმღერებს.
ამაშია საქმე- ვის რას უმღერი.
რომეო:
ხელოვანო ხალხო,ღმერთმა ხელი მოგიმართოთ,ქართველები რომ შურიანი და ბოღმიანი ხალხი ვართ ეს არახალია.
ჯ.ჩ. :
სოფო ნიჟარაძეც ხომ მღეროდა რუსეთში,2005 წლის ახალ ტალღაზე რუსეთის სახელით გამოვიდა, მაგრამ არავის გაუკრიტიკებია და არც მოღალატე უწოდებიათ მისთვის.
დომნა:
ყველაფერს სხვას რომ ვაბრალებთ, ჩვენ ავიცდინოთ ჭკვიანურად ეს თარიღების დამთხვევა. ეს ერთი და რა ქნას ხალხმა არ იარსებონ, ჩვენთან ხომ წესადაა, თუ მთავრობა არ გმფარველობს ვერაფერს მიაღწევ. წავიდა ხალხი და როგორც შეეძლო ისე უშველა თავს. მე მიხარია მათი წარმატებები, ნუ მოვიკვეთავთ. როგორც არი ნათქვამი-საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი. გაიხარეთ და გაგვახარეტ თქვენი წარმატებებით.
საინტერესოა:
დამისახელეთ მეზობელი რომელიც ჩვენს ტერიტორიებს არ ფლობს!რატომ არ ახსენებთ მათ
ნინი:
რუსეთს ვითომ პატრიოტები აკრიტიკებენ, თორემ საქმე კარიერეზე რომ მიდგება, "ივიწყებენ" ყველაფერს და რუსეთში გარბიან, ამიტომ ყველამ ენა გააჩუმოს და პოლიტიკას ხელოვნებაში ნუ ურევენ. მასე რომ გავყვე, არც თურქეთში უნდა წახვიდე, არც აზერბაიჯანში, არც გერმანიაში და იჯდე მარტო ბაიყუშივით სახლში,არც ამ ქვეყნებს დაუკლიათ ომი და ოკუპაცია ჩვენთვის.
მსქროლავი ტროლი:
ზოგადად, რუსეთში სიმღერის, ცეკვისა და ქართული კულტურის ექსპორტის წინააღმდეგი ყველაზე ფაფარაშლილი ნაცებიც ვერ იქნებიან, მაგრამ ამ ბოლო (?!) დროს ჩვენი დიდი ძმები საეჭვოდ გამამაძაღლდნენ და ქართულ კონცერტებს საქართველოს ოკუპაციისა და რუსული აგრესიის თარიღებს შეგნებულად ამთხვევენ, ეს კი ყოვლად მიუღებული უნდა იყოს ნებისმიერი ქართველისთვის.....
იხილეთ ასევე: შერჩევითი პატრიოტიზმი შოუბიზნესში - რუსული კარიერის გამო, "გაღმერთებული" და "ჩაქოლილი" ქართველი ვარსკვლავები