მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით
"გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით

"ხა­ბურ­ზა­ნია არ არის, წვე­რა­ვა ჯარ­შია, კაკო - ცი­ხის­ძირ­ში, ჭი­ჭი­ნა­ძე - კურ­სებ­ზე, გო­მე­ლა­უ­რი პრინ­ცი­პუ­ლად არ კი­თხუ­ლობს, კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ იცი­ან, სად არის", - ეს იმ ახალ­გაზ­რდა მწერ­ლის სი­ტყვე­ბია, რე­დაქ­ცი­ა­ში მო­თხრო­ბა რომ მი­ი­ტა­ნა და მისი გან­ხილ­ვის მო­ლო­დინ­ში გა­ვი­და - შე­მოდ­გო­მა, ზამ­თა­რი, გა­ზა­ფხუ­ლი... ნა­მუ­შე­ვა­რი არა­თუ ვინ­მემ წა­ი­კი­თხა, ეგ­ზემპლა­რე­ბიც უკ­ვა­ლოდ გაქ­რა...

მიხ­ვდით, ალ­ბათ, ეს იმ "ცის­ფე­რი მთე­ბის" სი­უ­ჟე­ტია, რო­მელ­მაც, თა­ვის დრო­ზე, საბ­ჭო­თა სის­ტე­მის დრო­მოჭ­მუ­ლო­ბა აჩ­ვე­ნა, რომ­ლის მსხვერ­პლიც ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი, ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, სოსო აღ­მოჩ­ნდა... სო­სოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი არა­ერთ პო­პუ­ლა­რულ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი და ქარ­თულ კი­ნო­ში მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სახე აქვს შექ­მნი­ლი.

16 აპ­რილს რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ანს 70 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ახ­ლობ­ლე­ბის გარ­და იუ­ბი­ლე არა­ვის გახ­სე­ნე­ბია (არც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, არც კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებს), თუმ­ცა მის დას, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფე­სორს, მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს იმე­დი მა­ინც ჰქონ­და, რომ რა­მაზს ვინ­მე გა­იხ­სე­ნებ­და...

იხი­ლეთ| ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სოსო - ფრაგ­მენ­ტი "ცის­ფე­რი მთე­ბი­დან"

"ის 49 წლი­სა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლო 10 დღე იწვა, ექი­მებ­მა ვერ უშ­ვე­ლეს, არა­და, იმ დი­აგ­ნო­ზით და იმ ჩი­ვი­ლე­ბით დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი იკურ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ 1995 წელი იყო და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ რაც ხდე­ბო­და", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მაია.

პირ­ვე­ლად კი­ნო­ში ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი გა­მოჩ­ნდა, მა­შინ ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი "გი­ორ­გო­ბის თვეს" იღებ­და. რე­ჟი­სო­რის­თვის პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო და რა­მა­ზის­თვის პირ­ვე­ლი როლი, სა­დაც კი­ნო­თი მო­ი­წამ­ლა კი­დეც. რე­ჟი­სორ­მა ის შემ­თხვე­ვით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იპო­ვა. რა­მა­ზი ფი­ზი­კა-მა­ტე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და ოთა­რის ასის­ტენ­ტმა მა­თე­მა­ტი­კის ოლი­პი­ა­და­ზე ნახა, ტი­პა­ჟი მო­ე­წო­ნა. იმ ფილ­მით და რა­მა­ზის ტი­პა­ჟით რე­ჟი­სორ­მა ქარ­თულ კი­ნო­ში ახა­ლი გმი­რი შე­მო­იყ­ვა­ნა...

- ე.ი. სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და?

- რად­გან კი­ნომ ჩა­ით­რია - მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი­დან ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე გა­და­ვი­და, რაც და­ამ­თავ­რა კი­დეც, რად­გან კარ­გად წერ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სწავ­ლა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო­ზე გა­ნაგ­რძო, თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ იმ წელს პირ­ვე­ლად აიყ­ვა­ნა ჯგუ­ფი, სა­დაც მოხ­ვდა.

- რო­გორც რე­ჟი­სორ­მა ფილ­მის გა­და­ღე­ბა მო­ას­წრო?

- კი, ოთხი ფილ­მი გა­და­ი­ღო, მაგ­რამ ბოლო ნა­მუ­შევ­რი ("მო­რე­ვი") ვერ და­ას­რუ­ლა, გარ­და­იც­ვა­ლა. არა­და, ცოტა იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ფილ­მის მონ­ტა­ჟი შემ­დეგ გიზო გა­ბის­კი­რი­ამ გა­ა­კე­თა.

- "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი" რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვი­დან­ვე შე­იყ­ვა­რა...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის ეს ფილ­მი დღე­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს, თუმ­ცა რა­მაზს არ უყ­ვარ­და, რად­გა­ნაც იქ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ემარ­ტი­ვე­ბო­და. მი­აჩ­ნდა, რომ თა­ვად ფილ­მიც მარ­ტი­ვი იყო. "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნის" რამ­დე­ნი­მე კად­რი ჩვენს სახ­ლთან გა­და­ი­ღეს. მა­შინ რა­მაზს მუ­შა­ო­ბი­სას რომ ვუ­ყუ­რე, მივ­ხვდი, რომ ნამ­დვი­ლი არ­ტის­ტი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კუ­თხით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დი­ო­და, რაც ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ, რად­გან კი­ნო­ში ფეხი მან აად­გმე­ვი­ნა.

- მისი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნი ვფიქ­რობ, "ცის­ფერ მთებ­ში" შექ­მნი­ლი სო­სოს სა­ხეა...

- "ცის­ფე­რი მთე­ბი" ერთ-ერთი ძლი­ე­რი ფილ­მია, მას­ზე სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია მი­ი­ღეს, მოს­კოვ­შიც და­ჯილ­დო­ებ­ზე მეც გახ­ლდით, მაგ ცე­რე­მო­ნი­ის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი...

რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე დე­დით ერ­თნი იყ­ვნენ, მა­მით - სხვა­დას­ხვა, თუმ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ი­ას თქმით, ეს მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არა­ნა­ი­რად არ ასა­ხუ­ლა: "მის გაზ­რდა­ში წვლი­ლი მა­მა­ჩემ­საც მი­უ­ძღვის, სა­ერ­თოდ, ყვე­ლას თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და. ჩემ­ზე 14 წლით უფ­რო­სი იყო, მზრუნ­ვე­ლი ძმა იყო, მე კი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში სულ ხელს ვუშ­ლი­დი, რა­ზეც ჩხუ­ბობ­და, - ეს ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნე­თო. მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, მარ­თლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, რაც მა­მი­სა და დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო და თვი­თონ რა­მა­ზი­საც, რად­გა­ნაც კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი უყ­ვარ­და, მე - გა­მორ­ჩე­უ­ლად, მაია მან და­მარ­ქვა. უფრო სწო­რად, მის­მა კლას­მა, მა­შინ ფილ­მი "მაია წყნე­თე­ლი" მო­და­ში იყო და სა­ხე­ლი მისი გავ­ლე­ნით და­მარ­ქვეს. დე­და­ჩემს სამ­შო­ბი­ა­რო­ში წე­რი­ლი მის­წე­რეს... ბავ­შვო­ბა­ში ძმა­ზე ძა­ლი­ან ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი, რად­გან დე­დას და ბე­ბი­ას პირ­ზე სულ რა­მა­ზი­კო ეკე­რათ და პრე­ტენ­ზი­ას გა­მოვ­თქვამ­დი, უფრო ანე­ბივ­რებთ-მეთ­ქი. ბე­ბია მპა­სუ­ხობ­და, - მამა არ ჰყავს და მეტი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბაო.

რა­მა­ზი მზრუნ­ვე­ლი იყო, მაგ­რამ დიდი მე­გო­ბა­რიც. არა­სო­დეს არა­ფე­რი და­უშ­ლია. დე­დას ეუბ­ნე­ბო­და, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ციო, რად­გა­ნაც ში­ნა­გა­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და უნ­დო­და, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბიც ასე­თე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ... დღეს თუ რამე ვიცი, რა­მა­ზის დამ­სა­უ­რე­ბაა, ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ღძვის, ჩა­მო­მი­წერ­და ხოლ­მე წიგ­ნებს, რაც უნდა წა­მე­კი­თხა, ჩემს გან­თლე­ბა­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ დო­ნეს აკონ­ტრო­ლებ­და... თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვა­ბა­რებ­დი, მო­მი­ტა­ნა წიგ­ნი, რო­მელ­შიც მხატ­ვრო­ბა­ზე ყვე­ლა­ფე­რი ეწე­რა. ისეთ რა­ღა­ცე­ებს მას­წავ­ლი­და, რა­საც ჩე­მით ვერ ვის­წავ­ლი­დი... ჩემ­თვის არა­მარ­ტო ძმა, მას­წავ­ლე­ბე­ლიც იყო. მოკ­ლედ, დის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. უამ­რავ რჩე­ვა-და­რი­გე­ბას მაძ­ლევ­და. ყვე­ლა­ზე ხში­რად ამ სი­ტყვებს მი­მე­ო­რებ­და, ენამ არ უნდა გა­უს­წროს ტვინს, ჯერ სათ­ქმე­ლი გა­ი­აზ­რე და მერე თქვიო. დღეს ძა­ლი­ან მაკ­ლია.

ახალ­გაზ­რდა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და, თან, ისე­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა... სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, მა­მა­მი­სის გვერ­დით არის დაკ­რძა­ლუ­ლი... რა­მაზს დარ­ჩა ერთი გო­გო­ნა, თიკა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი (რო­მელ­საც დღეს უკვე 10 წლის დაჩი ჰყავს) და მე­უღ­ლე - ნუ­ნუ­კა ქი­ქო­ძე.

- ნაღ­ვლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ხომ არ იყო?

- არა, მის­თვის უცხო იყო სევ­და, მაგ­რამ გა­ო­ცე­ბუ­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო იმ მტრო­ბი­თა და ურ­თი­ერ­და­პი­რის­პი­რე­ბით, რაც 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ჩვენ­ში გა­ჩაღ­და. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რად­გა­ნაც იქი­თაც მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და და აქე­თაც და ყვე­ლა თა­ვის­კენ ექა­ჩე­ბო­და. თან, ხომ ვამ­ბობ, იმის გა­გე­ბა უჭირ­და, რაც ხდე­ბო­და, რად­გა­ნაც შორს იყო იმ ამ­ბე­ბის­გან. უსა­მარ­თლო­ბას ვერ იტან­და, ვე­რა­ვის აპა­ტი­ებ­და უსინ­დი­სო­ბას, სიც­რუ­ეს, სუფ­თა და რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი იყო. ამა­ვე დროს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რი ჰქონ­და. მისი მო­თხრო­ბე­ბი ამ გრძნო­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. რა­მა­ზი წარ­სულ­ში ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შობ­და, მაგ­რამ თავი და­ა­ნე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად სრი­ა­ლებ­და თხი­ლა­მუ­რებ­ზე, ხა­ტავ­და. ზო­გა­დად ნი­ჭი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.

- რო­გორც ირ­კვე­ვა, კი­ნო­ში რო­გორც რე­ჟი­სორს აქ­ტი­უ­რად უნ­დო­და ჩარ­თვა...

- კი, მაგ­რამ "მო­რე­ვი" ცოტა ხანს თა­რო­ზე რომ შე­მო­ი­დო, ნერ­ვი­უ­ლობ­და... 

ხომ გი­თხა­რით, წერ­და-მეთ­ქი და რა­მა­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი მო­თხრო­ბე­ბი, სცე­ნა­რე­ბი შევ­კრი­ბე და წიგ­ნად და­სა­ბეჭ­დად გა­ვამ­ზა­დე. ცოტა ხელი კი შე­ე­შა­ლა და ჯერ გა­ყიდ­ვა­ში არ გა­სუ­ლა. არა­და, ეს საქ­მე 2 წლის წინ წა­მო­ვი­წყე, ცოტა გავ­წვალ­დით, პრე­ზენ­ტა­ცია იუ­ბი­ლეს­თვის გვინ­დო­და, მაგ­რამ ვერც იუ­ბი­ლე მო­ხერ­ხდა. თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებ იმას, რომ ეს წიგ­ნი გა­ყიდ­ვა­ში მა­ინც გა­მო­ვი­დეს.

- მისი იუ­ბი­ლე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში არა­ვის გახ­სე­ნე­ბია?

- არა, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბო­დი, იქ­ნებ ვი­ღაც შეგ­ვეხ­მი­ნოს-მეთ­ქი. ისე ჩა­ი­ა­რა მის­მა 70 წლის იუ­ბი­ლემ, რომ არა­ვის გახ­სე­ნე­ბია, არც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და არც კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებს. გული მწყდე­ბა, ასეთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ოდ­ნა­ვი წვლი­ლი მა­ინც მი­უ­ძღვის ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მწერ­ლო­ბა­ში, თე­ატ­რში, მე­ტად უნდა მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lili
1

ნათელში ამყოფოს ღმერთმა,ბუნებით მსახიობი,ძაან საწყენია,რომ ასე უდროოდ წავიდა ამ ქვყნიდან 

ნანა
0

ვგიჟდები ამ მსახიობზე.ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია.ეჭვიც არ მეპარებოდა,რომ როგორც ადამიანი,ასევე გამორჩეული იქნებოდა და ასეც ჩანს ამ ინტერვიუდან.იმედია,ეღირსება ისეთი დაფასება,როგორსაც იმსახურებს.ხალხისგან კი აქვს დიდი სიყვარული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით

"გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით

"ხაბურზანია არ არის, წვერავა ჯარშია, კაკო - ციხისძირში, ჭიჭინაძე - კურსებზე, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, კოპალეიშვილი საერთოდ არ იციან, სად არის", - ეს იმ ახალგაზრდა მწერლის სიტყვებია, რედაქციაში მოთხრობა რომ მიიტანა და მისი განხილვის მოლოდინში გავიდა - შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... ნამუშევარი არათუ ვინმემ წაიკითხა, ეგზემპლარებიც უკვალოდ გაქრა...

მიხვდით, ალბათ, ეს იმ "ცისფერი მთების" სიუჟეტია, რომელმაც, თავის დროზე, საბჭოთა სისტემის დრომოჭმულობა აჩვენა, რომლის მსხვერპლიც ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი, სოსო აღმოჩნდა... სოსოს როლის შემსრულებელი მსახიობი რამაზ გიორგობიანი არაერთ პოპულარულ ფილმშია გადაღებული და ქართულ კინოში მრავალი საინტერესო სახე აქვს შექმნილი.

16 აპრილს რამაზ გიორგობიანს 70 წელი შეუსრულდებოდა. ახლობლების გარდა იუბილე არავის გახსენებია (არც კულტურის სამინისტროს, არც კინემატოგრაფისტებს), თუმცა მის დას, თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მაია გაჩეჩილაძეს იმედი მაინც ჰქონდა, რომ რამაზს ვინმე გაიხსენებდა...

იხილეთ| ჩვენი საყვარელი სოსო - ფრაგმენტი "ცისფერი მთებიდან"

"ის 49 წლისა მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა. საავადმყოფოში მხოლო 10 დღე იწვა, ექიმებმა ვერ უშველეს, არადა, იმ დიაგნოზით და იმ ჩივილებით დღეს ადამიანები იკურნებიან, მაგრამ 1995 წელი იყო და მოგეხსენებათ, მაშინ რაც ხდებოდა", - ამბობს ქალბატონი მაია.

პირველად კინოში ჯერ კიდევ სტუდენტი გამოჩნდა, მაშინ ოთარ იოსელიანი "გიორგობის თვეს" იღებდა. რეჟისორისთვის პირველი ფილმი იყო და რამაზისთვის პირველი როლი, სადაც კინოთი მოიწამლა კიდეც. რეჟისორმა ის შემთხვევით, უნივერსიტეტში იპოვა. რამაზი ფიზიკა-მატემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ოთარის ასისტენტმა მათემატიკის ოლიპიადაზე ნახა, ტიპაჟი მოეწონა. იმ ფილმით და რამაზის ტიპაჟით რეჟისორმა ქართულ კინოში ახალი გმირი შემოიყვანა...

- ე.ი. სამსახიობო განათლება არ ჰქონდა?

- რადგან კინომ ჩაითრია - მათემატიკის ფაკულტეტიდან ჯერ ჟურნალისტიკაზე გადავიდა, რაც დაამთავრა კიდეც, რადგან კარგად წერდა, მოგვიანებით კი, სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში კინოსარეჟისოროზე განაგრძო, თენგიზ აბულაძემ იმ წელს პირველად აიყვანა ჯგუფი, სადაც მოხვდა.

- როგორც რეჟისორმა ფილმის გადაღება მოასწრო?

- კი, ოთხი ფილმი გადაიღო, მაგრამ ბოლო ნამუშევრი ("მორევი") ვერ დაასრულა, გარდაიცვალა. არადა, ცოტა იყო დარჩენილი. ფილმის მონტაჟი შემდეგ გიზო გაბისკირიამ გააკეთა.

- "მხიარული რომანი" რამაზ გიორგობიანის მონაწილეობით მაყურებელმა თავიდანვე შეიყვარა...

- საზოგადოებას ლევან ხოტივარის ეს ფილმი დღესაც ძალიან უყვარს, თუმცა რამაზს არ უყვარდა, რადგანაც იქ საკუთარი ნამუშევარი ემარტივებოდა. მიაჩნდა, რომ თავად ფილმიც მარტივი იყო. "მხიარული რომანის" რამდენიმე კადრი ჩვენს სახლთან გადაიღეს. მაშინ რამაზს მუშაობისას რომ ვუყურე, მივხვდი, რომ ნამდვილი არტისტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით პროფესიონალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ კამერასთან მუშაობა, პარტნიორთან ურთიერთობა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა, რაც ოთარ იოსელიანის დამსახურება გახლდათ, რადგან კინოში ფეხი მან აადგმევინა.

- მისი სამსახიობო შემოქმედების გვირგვინი ვფიქრობ, "ცისფერ მთებში" შექმნილი სოსოს სახეა...

- "ცისფერი მთები" ერთ-ერთი ძლიერი ფილმია, მასზე სახელმწიფო პრემია მიიღეს, მოსკოვშიც დაჯილდოებზე მეც გახლდით, მაგ ცერემონიის მონაწილე ვიყავი...

რამაზ გიორგობიანი და მაია გაჩეჩილაძე დედით ერთნი იყვნენ, მამით - სხვადასხვა, თუმცა ქალბატონი მაიას თქმით, ეს მათ ურთიერთობაზე არანაირად არ ასახულა: "მის გაზრდაში წვლილი მამაჩემსაც მიუძღვის, საერთოდ, ყველას თბილი დამოკიდებულება გვქონდა. ჩემზე 14 წლით უფროსი იყო, მზრუნველი ძმა იყო, მე კი მეცადინეობაში სულ ხელს ვუშლიდი, რაზეც ჩხუბობდა, - ეს ბავშვი გაიყვანეთო. მაგრამ ხომ ვამბობ, მართლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, რაც მამისა და დედაჩემის დამსახურება იყო და თვითონ რამაზისაც, რადგანაც კეთილშობილი ადამიანი გახლდათ. გარშემომყოფები უყვარდა, მე - გამორჩეულად, მაია მან დამარქვა. უფრო სწორად, მისმა კლასმა, მაშინ ფილმი "მაია წყნეთელი" მოდაში იყო და სახელი მისი გავლენით დამარქვეს. დედაჩემს სამშობიაროში წერილი მისწერეს... ბავშვობაში ძმაზე ძალიან ვეჭვიანობდი, რადგან დედას და ბებიას პირზე სულ რამაზიკო ეკერათ და პრეტენზიას გამოვთქვამდი, უფრო ანებივრებთ-მეთქი. ბებია მპასუხობდა, - მამა არ ჰყავს და მეტი ყურადღება სჭირდებაო.

რამაზი მზრუნველი იყო, მაგრამ დიდი მეგობარიც. არასოდეს არაფერი დაუშლია. დედას ეუბნებოდა, თავისუფლება მიეციო, რადგანაც შინაგანად თავისუფალი იყო და უნდოდა, გარშემომყოფებიც ასეთები ყოფილიყვნენ... დღეს თუ რამე ვიცი, რამაზის დამსაურებაა, ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუღძვის, ჩამომიწერდა ხოლმე წიგნებს, რაც უნდა წამეკითხა, ჩემს განთლებასა და ინტელექტუალურ დონეს აკონტროლებდა... თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, მომიტანა წიგნი, რომელშიც მხატვრობაზე ყველაფერი ეწერა. ისეთ რაღაცეებს მასწავლიდა, რასაც ჩემით ვერ ვისწავლიდი... ჩემთვის არამარტო ძმა, მასწავლებელიც იყო. მოკლედ, დის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. უამრავ რჩევა-დარიგებას მაძლევდა. ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს მიმეორებდა, ენამ არ უნდა გაუსწროს ტვინს, ჯერ სათქმელი გაიაზრე და მერე თქვიო. დღეს ძალიან მაკლია.

ახალგაზრდა და მოულოდნელად წავიდა, თან, ისეთი რთული პერიოდი დაემთხვა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა... საბურთალოს სასაფლაოზე, მამამისის გვერდით არის დაკრძალული... რამაზს დარჩა ერთი გოგონა, თიკა გიორგობიანი (რომელსაც დღეს უკვე 10 წლის დაჩი ჰყავს) და მეუღლე - ნუნუკა ქიქოძე.

- ნაღვლიანი ადამიანი ხომ არ იყო?

- არა, მისთვის უცხო იყო სევდა, მაგრამ გაოცებული და შეწუხებული იყო იმ მტრობითა და ურთიერდაპირისპირებით, რაც 90-იანების დასაწყისში ჩვენში გაჩაღდა. ძალიან განიცდიდა, რადგანაც იქითაც მეგობრები ჰყავდა და აქეთაც და ყველა თავისკენ ექაჩებოდა. თან, ხომ ვამბობ, იმის გაგება უჭირდა, რაც ხდებოდა, რადგანაც შორს იყო იმ ამბებისგან. უსამართლობას ვერ იტანდა, ვერავის აპატიებდა უსინდისობას, სიცრუეს, სუფთა და რაღაც სხვანაირი იყო. ამავე დროს არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. მისი მოთხრობები ამ გრძნობითაა გაჯერებული. რამაზი წარსულში ფეხბურთელი იყო, "დინამოში" თამაშობდა, მაგრამ თავი დაანება, შესანიშნავად სრიალებდა თხილამურებზე, ხატავდა. ზოგადად ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო.

- როგორც ირკვევა, კინოში როგორც რეჟისორს აქტიურად უნდოდა ჩართვა...

- კი, მაგრამ "მორევი" ცოტა ხანს თაროზე რომ შემოიდო, ნერვიულობდა... 

ხომ გითხარით, წერდა-მეთქი და რამაზის გარდაცვალების შემდეგ მისი მოთხრობები, სცენარები შევკრიბე და წიგნად დასაბეჭდად გავამზადე. ცოტა ხელი კი შეეშალა და ჯერ გაყიდვაში არ გასულა. არადა, ეს საქმე 2 წლის წინ წამოვიწყე, ცოტა გავწვალდით, პრეზენტაცია იუბილესთვის გვინდოდა, მაგრამ ვერც იუბილე მოხერხდა. თუმცა, აუცილებლად შევძლებ იმას, რომ ეს წიგნი გაყიდვაში მაინც გამოვიდეს.

- მისი იუბილე კულტურის სამინისტროში არავის გახსენებია?

- არა, თუმცა ველოდებოდი, იქნებ ვიღაც შეგვეხმინოს-მეთქი. ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, რომ არავის გახსენებია, არც კულტურის სამინისტროს და არც კინემატოგრაფისტებს. გული მწყდება, ასეთ ადამიანებს, ვისაც ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვის ქართულ ხელოვნებაში, კინემატოგრაფიაში, ლიტერატურაში, მწერლობაში, თეატრში, მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE