საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აჟიტირებულმა მკითხა: "ქართველი ხარ?" - ფოტოისტორია ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ საოცარ ამბავზე
"აჟიტირებულმა მკითხა: "ქართველი ხარ?" - ფოტოისტორია ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ საოცარ ამბავზე

ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, გვან­ცა არჩვა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც თან ურ­თავს ნიუ-იორ­კის მეტ­რო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს.

პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ: "ნიუ ორ­კის მეტ­რო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­თაა სავ­სე. დღეს შემ­თხვე­ვით მა­მა­კაცს მი­ვუ­ჯე­ქი გვერ­დზე, რო­მელ­საც მუ­ზე­უ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვე­კი­თხე. მოკ­ლე სა­უბ­რის შემ­დეგ ჩემ ტე­ლე­ფონ­ში ტექ­სტებს მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა და აჟი­ტი­რე­ბულ­მა მკი­თხა: "ქარ­თვე­ლი ხარ?"

გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შევ­ხე­დე, არც ქარ­თველს გავ­და აშ­კა­რად და არც რო­მე­ლი­მე საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს. კი-თქო ვუ­პა­სუ­ხე. მუხ­ლზე გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნი ამო­ატ­რი­ა­ლა და რა და­ვი­ნა­ხე - ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი საკ­მა­ოდ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი გრა­მა­ტი­კის წიგ­ნი.

წა­მი­კი­თხე-თქო, ჩემ­და გა­სა­ოც­რად ფან­ტას­ტი­უ­რად წა­ი­კი­თხა.

ეს ადა­მი­ა­ნი არის ევანს სი­გე­ლი, ლექ­ტო­რი, სპარ­სო­ლო­გი, რო­მე­ლიც ახლა ქარ­თულს ეუფ­ლე­ბა. ქარ­თულ ის­ტო­რი­ას და კულ­ტუ­რას კარ­გად იც­ნობს, ასე­ვე გეგ­მა­ში აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ამ ამ­ბავ­მა დღე გა­მი­ხა­ლი­სა, სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა შენს პა­ტა­რა სამ­შობ­ლო­ზე ამ­ხე­ლა ვე­ე­ბერ­თე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შეხ­ვდე­ბი უხო­ელ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ბევრ ქარ­თველ­ზე უკეთ იცის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა", - წერს პოს­ტში გვან­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"აჟიტირებულმა მკითხა: "ქართველი ხარ?" - ფოტოისტორია ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ საოცარ ამბავზე

"აჟიტირებულმა მკითხა: "ქართველი ხარ?" - ფოტოისტორია ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ საოცარ ამბავზე

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი გოგონა, გვანცა არჩვაძე "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თან ურთავს ნიუ-იორკის მეტროში გადაღებულ ფოტოს.

პოსტში ვკითხულობთ: "ნიუ ორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს შემთხვევით მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ ჩემ ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურადღება და აჟიტირებულმა მკითხა: "ქართველი ხარ?"

გაკვირვებულმა შევხედე, არც ქართველს გავდა აშკარად და არც რომელიმე საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს. კი-თქო ვუპასუხე. მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე - ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი.

წამიკითხე-თქო, ჩემდა გასაოცრად ფანტასტიურად წაიკითხა.

ეს ადამიანი არის ევანს სიგელი, ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ახლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიას და კულტურას კარგად იცნობს, ასევე გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება. ამ ამბავმა დღე გამიხალისა, სასიამოვნოა, როცა შენს პატარა სამშობლოზე ამხელა ვეებერთელა ქვეყანაში შეხვდები უხოელ ადამიანს, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა", - წერს პოსტში გვანცა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს