პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პასუხი მათ, ვისაც "ალი და ნინოს" ძეგლის დაზიანებამ ურა-მართლმადიდებლური და ურა-პატრიოტული სიხარულით აუვსო გული
პასუხი მათ, ვისაც "ალი და ნინოს" ძეგლის დაზიანებამ ურა-მართლმადიდებლური და ურა-პატრიოტული სიხარულით აუვსო გული

გუ­შინ, ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში "ალი და ნი­ნოს" ძეგლის გა­და­ტა­ნი­სას, ნი­ნოს ძეგლი და­ზი­ან­და, ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ეს ამ­წეს მძღო­ლის და­უ­დევ­რო­ბა იყო, რად­გან გამ­ძლე ბა­გი­რი არ შე­არ­ჩი­ეს, თუმ­ცა და­ზი­ა­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლოა და მალე შე­კეთ­დე­ბა.

ბევ­რმა ეს და­ზი­ა­ნე­ბა ღვთის ნიშ­ნად მი­იჩ­ნია და წა­ლე­კა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ურა-პატ­რი­ო­ტულ, ურა-მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა სტა­ტუ­სებ­მა. თურ­მე, ნი­ნოს ძეგლი რომ და­იმ­ტვრა, კარ­გია, რად­გან ძეგლის კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე ჩანს, რომ მუს­ლი­მი მა­მა­კა­ცი ხდი­და ნა­მუსს ქარ­თველ ქალს.

თუ ასე გა­ნიც­დით ამ ამ­ბავს (მუს­ლი­მის მიერ ქარ­თვე­ლის ნა­მუ­სის ახ­დას), მი­ნი­მუმ 10 სა­როს­კი­პოს გე­ტყვით (თბი­ლის­ში, ლე­სე­ლი­ძის ცენ­ტრა­ლუ­რი გზის პი­რას გან­თავ­სე­ბულს) სა­დაც მხო­ლოდ თურ­ქი მძღო­ლე­ბი და­დი­ან და ქარ­თველ ქა­ლებს ნა­მუ­სის ახ­და­ზე უა­რესს უშ­ვე­ბი­ან. ჰოდა ის, ვინც ასე გა­ნიც­დით ამ ამ­ბავს და მხო­ლოდ ამ­წეს მძღო­ლის და­უ­დევ­რო­ბის იმე­დად ხართ, კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რეთ სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და ამ სა­როს­კი­პო­ე­ბის მი­სა­მართს გე­ტყვით, მი­დით და მერე იქი­დან წე­რეთ აღ­შფო­თე­ბუ­ლი სტა­ტუ­სე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე".

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სა­როს­კი­პო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა აჭა­რა­შია. ის, ვინც თბი­ლი­სი­დან წერ­დით სტა­ტუ­სებს და აჭა­რა­ში ჩას­ვლა გა­გი­ჭირ­დე­ბათ, ნუ იდარ­დებთ, ხა­შუ­რის რ-ნის სოფ. გომ­ში არა­ერ­თი "ლო­კან­ტაა", სა­დაც მუ­დამ მუს­ლი­მი მძღო­ლე­ბი არი­ან გა­ჩე­რე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, იქ ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი ნე­ბით აკე­თე­ბენ, ეს ისე, ცნო­ბის­თვის...

თუ ასე­თი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი იყო "ნი­ნოს და ალის" ძეგლი (რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­თუ­მის ძა­ლი­ან ლა­მაზ სიმ­ბო­ლოდ იქცა), რა­ტომ ვე­ლო­დით დან­გრე­ვას?! თუ ეს უფ­ლის ნი­შა­ნი იყო, რათა გონ­ზე მო­ვე­გოთ და მუს­ლი­მებს "აღარ მივ­ცეთ" (ბო­დი­ში მო­მი­თხო­ვია ვულ­გა­რიზ­მის­თვის), თუ ქარ­თვე­ლის მიერ ქარ­თველ­თან მრუ­შო­ბა კურ­თხე­უ­ლია და ალის ნაც­ვლად ზეზ­ვა ან ვე­ფხვია რომ რქმე­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბო­და?!

ნათ­ქვა­მია, რო­დე­საც ადა­მი­ანს ყვე­ლაფ­რის რე­სურ­სი ამო­ე­წუ­რე­ბა, უკა­ნას­კნე­ლი თავ­შე­სა­ფა­რი პატ­რი­ო­ტიზ­მი­აო. ამა­ზე ბრძნუ­ლი ნათ­ქვა­მი იშ­ვი­ა­თია. სწო­რედ პატ­რი­ო­ტიზ­მის და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ნი­ღაბს იფა­რე­ბენ ყვე­ლა­ზე ხში­რად, მერე ამ ნი­ღაბს ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბი სჩა­დი­ან ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა ეპა­ტი­ე­ბათ, რად­გან "პატ­რი­ო­ტე­ბი" და "მორ­წმუ­ნე­ე­ბი" არი­ან.

ერ­თმორ­წმუ­ნე ძმაც ხომ სწო­რედ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ნიღ­ბით ცდი­ლობს იმ და­ნა­შა­უ­ლის გა­მარ­თლე­ბას, რა­საც სჩა­დის. არა­ფე­რი ამა­ში გა­საკ­ვი­რი არაა, დამ­ნა­შა­ვე ყო­ველ­თვის ეც­დე­ბა თა­ვის გა­მარ­თლე­ბას და ამის­თვის რა­ღაც მი­ზეზს გა­მო­ი­ყე­ნებს, უბე­დუ­რე­ბაა ისაა, რომ მსხვერ­პლი იჯე­რებს ამ მი­ზეზს.

ნი­ნოს ძეგლის და­ზი­ა­ნე­ბის­თა­ნა­ვე უამ­რა­ვი მო­წო­დე­ბა გაჩ­ნდა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მის ად­გი­ლას გან­თავ­სდეს. მო­წო­დე­ბა­თა უმე­ტე­სო­ბა "პატ­რი­ო­ტულ-მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რია". მგო­ნი დროა სა­ქარ­თვე­ლოს ერთი დიდი კე­დე­ლი შე­მო­ვარ­ტყათ და კედ­ლის აქე­თა მხა­რეს მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებ­მა ვი­ცხოვ­როთ, სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბის არა­ვინ შე­მო­ვუშ­ვათ, თუ ვინ­მე შვიდგზის ლოც­ვას არ წა­ი­კი­თხავს შვიდ­ჯერ სა­ხალ­ხოდ გავ­შოლ­ტოთ, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი ზე­პი­რად არ ეცო­დი­ნე­ბა (კონ­სტი­ტუ­ცი­ის არ­ცოდ­ნა პირ­ველ ჯერ­ზე სა­პა­ტი­ოა), მთე­ლი დღე ნინო ჩხე­ი­ძე ან უფრო უა­რე­სი ვას­მე­ნი­ნოთ, ამა­სო­ბა­ში ქვე­ყა­ნაც აშენ­დე­ბა, თუმ­ცა მსოფ­ლიო რუ­კა­ზე ახა­ლი ქვე­ყა­ნაც გაჩ­ნდე­ბა სა­ხე­ლად - ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა #2.

პ.ს. "ალი და ნინო" - არის ასე­თი ძა­ლი­ან კარ­გი რო­მა­ნი, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ბიჭს ქარ­თვე­ლი თა­ვა­დის ქალი - ნინო შე­უყ­ვარ­დე­ბა. ლა­მაზ ოჯახ­საც შექ­მნი­ან. ავ­ტო­რი ყურ­ბან სა­ი­დია, თუმ­ცა ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ავ­ტო­რი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეა, რო­მელ­მაც ეს ფსევ­დო­ნი­მი აირ­ჩია. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ რო­მა­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჰქვია ძეგლს ეს სა­ხე­ლი და სა­ნამ ძეგლის დან­გრე­ვის გამო უფ­ლის ნიშ­ნე­ბის ძი­ე­ბას და­ვი­წყებთ, აჯო­ბებს ეს წიგ­ნი წა­ვი­კი­თხოთ, მგო­ნი არ იქ­ნე­ბა ური­გო.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

პასუხი მათ, ვისაც "ალი და ნინოს" ძეგლის დაზიანებამ ურა-მართლმადიდებლური და ურა-პატრიოტული სიხარულით აუვსო გული

პასუხი მათ, ვისაც "ალი და ნინოს" ძეგლის დაზიანებამ ურა-მართლმადიდებლური და ურა-პატრიოტული სიხარულით აუვსო გული

გუშინ, ბათუმის ბულვარში "ალი და ნინოს" ძეგლის გადატანისას, ნინოს ძეგლი დაზიანდა, ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ამწეს მძღოლის დაუდევრობა იყო, რადგან გამძლე ბაგირი არ შეარჩიეს, თუმცა დაზიანება უმნიშვნელოა და მალე შეკეთდება.

ბევრმა ეს დაზიანება ღვთის ნიშნად მიიჩნია და წალეკა სოციალური ქსელი ურა-პატრიოტულ, ურა-მართლმადიდებლურმა სტატუსებმა. თურმე, ნინოს ძეგლი რომ დაიმტვრა, კარგია, რადგან ძეგლის კონცეფციიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ მუსლიმი მამაკაცი ხდიდა ნამუსს ქართველ ქალს.

თუ ასე განიცდით ამ ამბავს (მუსლიმის მიერ ქართველის ნამუსის ახდას), მინიმუმ 10 საროსკიპოს გეტყვით (თბილისში, ლესელიძის ცენტრალური გზის პირას განთავსებულს) სადაც მხოლოდ თურქი მძღოლები დადიან და ქართველ ქალებს ნამუსის ახდაზე უარესს უშვებიან. ჰოდა ის, ვინც ასე განიცდით ამ ამბავს და მხოლოდ ამწეს მძღოლის დაუდევრობის იმედად ხართ, კომენტარებში დაწერეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ამ საროსკიპოების მისამართს გეტყვით, მიდით და მერე იქიდან წერეთ აღშფოთებული სტატუსები "ფეისბუქზე".

რამდენადაც ვიცი, საროსკიპოების უმეტესობა აჭარაშია. ის, ვინც თბილისიდან წერდით სტატუსებს და აჭარაში ჩასვლა გაგიჭირდებათ, ნუ იდარდებთ, ხაშურის რ-ნის სოფ. გომში არაერთი "ლოკანტაა", სადაც მუდამ მუსლიმი მძღოლები არიან გაჩერებული. სხვათა შორის, იქ ქართველი ქალები ყველაფერს საკუთარი ნებით აკეთებენ, ეს ისე, ცნობისთვის...

თუ ასეთი დამამცირებელი იყო "ნინოს და ალის" ძეგლი (რომელიც რეალურად თანამედროვე ბათუმის ძალიან ლამაზ სიმბოლოდ იქცა), რატომ ველოდით დანგრევას?! თუ ეს უფლის ნიშანი იყო, რათა გონზე მოვეგოთ და მუსლიმებს "აღარ მივცეთ" (ბოდიში მომითხოვია ვულგარიზმისთვის), თუ ქართველის მიერ ქართველთან მრუშობა კურთხეულია და ალის ნაცვლად ზეზვა ან ვეფხვია რომ რქმეოდა, ყველაფერი დალაგდებოდა?!

ნათქვამია, როდესაც ადამიანს ყველაფრის რესურსი ამოეწურება, უკანასკნელი თავშესაფარი პატრიოტიზმიაო. ამაზე ბრძნული ნათქვამი იშვიათია. სწორედ პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის ნიღაბს იფარებენ ყველაზე ხშირად, მერე ამ ნიღაბს ამოფარებულები სჩადიან ყველაფერს, თუმცა ეპატიებათ, რადგან "პატრიოტები" და "მორწმუნეები" არიან.

ერთმორწმუნე ძმაც ხომ სწორედ მართლმადიდებლობის ნიღბით ცდილობს იმ დანაშაულის გამართლებას,  რასაც სჩადის. არაფერი ამაში გასაკვირი არაა, დამნაშავე ყოველთვის ეცდება თავის გამართლებას და ამისთვის რაღაც მიზეზს გამოიყენებს, უბედურებაა ისაა, რომ მსხვერპლი იჯერებს ამ მიზეზს.

ნინოს ძეგლის დაზიანებისთანავე უამრავი მოწოდება გაჩნდა, თუ რა შეიძლება მის ადგილას განთავსდეს. მოწოდებათა უმეტესობა "პატრიოტულ-მართლმადიდებლურია". მგონი დროა საქართველოს ერთი დიდი კედელი შემოვარტყათ და კედლის აქეთა მხარეს მხოლოდ ქართველებმა ვიცხოვროთ, სხვა სარწმუნოების არავინ შემოვუშვათ, თუ ვინმე შვიდგზის ლოცვას არ წაიკითხავს შვიდჯერ სახალხოდ გავშოლტოთ, ვისაც საქართველოს ჰიმნი ზეპირად არ ეცოდინება (კონსტიტუციის არცოდნა პირველ ჯერზე საპატიოა), მთელი დღე ნინო ჩხეიძე ან უფრო უარესი ვასმენინოთ, ამასობაში ქვეყანაც აშენდება, თუმცა მსოფლიო რუკაზე ახალი ქვეყანაც გაჩნდება სახელად - ჩრდილოეთ კორეა #2.

პ.ს. "ალი და ნინო" - არის ასეთი ძალიან კარგი რომანი, სადაც აზერბაიჯანელ ბიჭს ქართველი თავადის ქალი - ნინო შეუყვარდება. ლამაზ ოჯახსაც შექმნიან. ავტორი ყურბან საიდია, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ავტორი გრიგოლ რობაქიძეა, რომელმაც ეს ფსევდონიმი აირჩია. სავარაუდოდ, სწორედ ამ რომანიდან გამომდინარე ჰქვია ძეგლს ეს სახელი და სანამ ძეგლის დანგრევის გამო უფლის ნიშნების ძიებას დავიწყებთ, აჯობებს ეს წიგნი წავიკითხოთ, მგონი არ იქნება ურიგო.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია