საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში
ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში

ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. უამ­რა­ვი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ამა თუ იმ სფე­რო­ში იმის გა­სარ­კვე­ვად, რამ­დე­ნად ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა და რა მიღ­წე­ვე­ბი აქვს მას. ამ­ჯე­რად Ambebi.ge ექ­სპერ­ტე­ბი­სა თუ შე­სა­ბა­მის სფე­რო­ებ­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ბოლო ათწლე­უ­ლის 10 ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ პრო­ექტს გთა­ვა­ზობთ, რომ­ლებ­მაც ეკო­ნო­მი­კის, ბიზ­ნე­სის, კულ­ტუ­რის, სო­ცი­ო­ლო­გი­ის, სა­მარ­თლის, ტუ­რიზ­მის, სპორ­ტის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის სფე­რო­ე­ბი მო­იც­ვეს და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ეს.

1. ეკო­ნო­მი­კა

სოსო არჩვა­ძე, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი:

მარ­თა­ლია, ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზის ხა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ეს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვის პრო­ექ­ტია. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯანს, შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში კი ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებს, თურ­ქეთ­თან და ევ­რო­პას­თან სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტით და­კავ­ში­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი უფრო სტა­ბი­ლუ­რი, მყა­რი და შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა. არა მხო­ლოდ დეკ­ლა­რა­ცი­ი­სა და მენ­ტა­ლო­ბის დო­ნე­ზე, არა­მედ, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლა­დაც, სა­ქარ­თვე­ლო უფრო მჭიდ­როდ და­უ­კავ­შირ­დე­ბა ევ­რო­პას. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე. ხარ­ჯე­ბის კუ­თხი­თაც ეს ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია. მო­მა­ვალ წელს უკვე რე­გუ­ლა­რუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო მი­მოს­ვლა და­ი­წყე­ბა ამ გზით და შე­დე­გე­ბიც მალე სა­ხე­ზე იქ­ნე­ბა.

2. ბიზ­ნე­სი

ლე­ვან კა­ლან­და­ძე, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი:

თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე დიდი, ალ­ბათ, ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად ანაკ­ლი­ის მშე­ნებ­ლო­ბის უშუ­ა­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ და­წყე­ბუ­ლა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­გეგ­მა, ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­წყე­ბა. ეს პრო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნი­მე კუ­თხით:

1 - თა­ვი­სი ფი­ნან­სუ­რი მას­შტა­ბით; 2. ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი დატ­ვირ­თვით; 3 - თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და 4 - ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის ქსელ­ში ჩარ­თვის თვალ­საზ­რი­სით.

ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან დიდი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მოს­ვლას ით­ვა­ლი­წი­ნებს, მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ბი­უ­ჯე­ტო ბე­ნე­ფი­ტებ­საც. მაგ­რამ კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია ის, რომ ჩვენ ამ პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ე.წ. რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დატ­ვირ­თვის მქო­ნე ჰა­ბის იდეა.

3. სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­რო

ან­დრო და­დი­ა­ნი, ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ბავ­შვე­ბის­თვის" თავ­მჯდო­მა­რე:

პრო­ექტს ერ­ქვა ბავ­შვთა კე­თილ­დღე­ო­ბის სი­ტე­მის რე­ფორ­მის პრო­ექ­ტი. მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 2006 წელს და­ი­წყო და 2010 წელს დას­რულ­და. ამ პრო­ექ­ტში სამი მი­ლი­ო­ნი ევრო და­ი­ხარ­ჯა. მან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი შექ­მნა, რო­მელ­თა ფუნ­ქცი­აც ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და მისი სო­ცი­ა­ლუ­რი, ფი­ზი­კუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი და­ცუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. ამ პრო­ექ­ტმა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი კა­ნო­ნე­ბი. ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყო მთე­ლი რიგი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­ჩე­ნა.

პრო­ექ­ტის შე­დე­გად ბავ­შვთა დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის პრო­ცეს­მა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბი შე­ი­ძი­ნა და შე­დე­გად, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ბავ­შვთა სახ­ლი თით­ქმის აღარ არ­სე­ბობს - ანუ ყვე­ლა ბავ­შვი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში ხვდე­ბა, ოჯა­ხუ­რი ზრუნ­ვის ფორ­მებ­ში გან­თავ­სდე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ბავ­შვებს ხელი მი­უწ­ვდე­ბათ ოჯა­ხის ჩამ­ნაც­ვლე­ბელ ოჯა­ხურ ფორ­მებ­ზე.

ამ პრო­ექ­ტმა ასე­ვე სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა შემ­დგომ ცვლი­ლე­ბებს. დღეს ვმუ­შა­ობთ, მა­გა­ლი­თად, შვი­ლად აყ­ვა­ნის კა­ნო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მინ­დო­ბით აღ­ზრდის კა­ნო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ამ პრო­ექ­ტმა ბევ­რი პრო­ცე­სის კას­კა­დი­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა.

4. სა­მარ­თა­ლი

გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძე, იუ­რის­ტი:

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­სულ წელს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო ის ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პი­როვ­ნე­ბის ქმე­დუ­უ­ნა­როდ აღი­ა­რე­ბას ეხე­ბო­და. ცვლი­ლე­ბე­ბი 70- მდე კა­ნონ­ში შე­ვი­და. ადრე, პი­რებს, რომ­ლებ­საც ქმე­დუ­უ­ნა­როდ აღი­ა­რებ­დნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლად ეზღუ­დე­ბო­დათ სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბი. დღეს უკვე სა­სა­მარ­თლო­ებს მო­უ­წევთ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ლა­უ­რად, თი­თო­ე­უ­ლი პი­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და უნა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღონ. ეს მარ­თლაც რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბე­ბია კა­ნონ­ში.

5. თავ­დაც­ვა (შე­ი­ა­რა­ღე­ბა)

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი, სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კურ ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი: ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი და მის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იყო, რა­მაც გან­სა­ზღვრა არა მარ­ტო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რე­ა­ლო­ბა და მო­მა­ვა­ლი, არა­მედ ქვეყ­ნი­საც. და ასე­ვე, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის. რად­გან რე­ა­ლუ­რად, რუ­სეთ­მა წა­ი­ღო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლის ანექ­სი­რე­ბა­საც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და აფხა­ზეთ­ში ახ­დენ­და.

ამ ომამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც იყო გან­წყო­ბა, რომ ჩვენ შეგ­ვეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ აღგ­ვედ­გი­ნა, ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა და ქარ­თუ­ლი ეროვ­ნე­ბის ლტოლ­ვი­ლე­ბი თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ რუ­სე­თის ფაქ­ტო­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იქნა და სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ.

თუ ჩვენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, იმ პე­რი­ოდ­ში, 2007 და 2008 წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯეტ­მა მა­ნამ­დე არ­ნა­ხულ რი­ცხვს მი­აღ­წია. ბი­უ­ჯეტ­მა 1,5 მი­ლი­არ­დი ლარი შე­ად­გი­ნა. ასე­თი ბი­უ­ჯე­ტი კი­დევ დიდ­ხანს არ იქ­ნე­ბა, თუ არ მოხ­და რამე დიდი ტრა­გე­დია და ლარი ძა­ლი­ან თუ არ გა­უ­ფა­სურ­და. დღეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი 640 მი­ლი­ო­ნია.

6. კონ­ფლიქ­ტე­ბი

ალექ­სან­დრე რუ­სეც­კი, კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი:

კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სი კრი­ზის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ახ­ლაც იმ­ყო­ფე­ბა. ის სტან­დარ­ტე­ბი, ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რაც სამ­შვი­დო­ბო პრო­ცეს­შია ჩა­დე­ბუ­ლი, ადეკ­ვა­ტუ­რი არ არის და სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სი იმ ფორ­მატ­ში, რა­შიც არ­სე­ბობს, შე­დე­გებს ვერ მოგ­ვცემს. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, პირ­ველ რიგ­ში, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში ექ­სტრე­მიზ­მზე უა­რის თქმა და, შე­სა­ბა­მი­სად, 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბი.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი ფორ­მა­ტის შექ­მნა, რო­გო­რიც აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მა­ტი და ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტია. რაც უფრო მეტი მო­ლა­პა­რა­კე­ბის ფორ­მა­ტის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია მოხ­დე­ბა, მით უფრო აღ­დგე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია და სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ჩვე­ნი შიდა კონ­ფლიქ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც პო­ზი­ტი­უ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა.

შიდა კონ­ფლიქ­ტე­ბის კუ­თხით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ, ასე­ვე მათ პირ­ვე­ლად და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ჰუ­მა­ნუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბაა, რაც ურ­თი­ერ­თკო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის ხა­რისხს ზრდის.

7. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა

ირაკ­ლი და­ნე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე:

E60, E70 აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მო­დერ­ნი­ზე­ბა - რე­კონ­ტრუქ­ცი­ის პრო­ექ­ტი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა აქვს – უმოკ­ლე­სი გზა, რო­მე­ლიც შავი ზღვის პორ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ევ­რო­პას აზერ­ბა­ი­ჯან­თან, სომ­ხეთ­თან და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებ­თან აკავ­ში­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­დის. სა­ქარ­თვე­ლო ასე­ვე წარ­მო­ად­გენს და­მა­კავ­ში­რე­ბელ რგოლს თურ­ქეთ­სა და რუ­სეთს შო­რის. ამ­გვა­რად, სატ­რან­ზი­ტო, ისე­ვე რო­გორც ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბა, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან ეკო­ნო­მი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია. აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ზაო მო­ნაკ­ვე­თი სამ­გზავ­რო და სატ­რან­ზი­ტო ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბას რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი დო­ნო­რე­ბი­სა (მსოფ­ლიო ბან­კი, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი, ია­პო­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი) და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთს მო­ი­ცავს. ეს მო­ნაკ­ვე­თე­ბია:

1. რუ­ი­სი-აგა­რის მო­ნაკ­ვე­თის მო­დერ­ნი­ზა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექ­ტი. სამ­შე­ნებ­ლო მო­ნაკ­ვე­თის სიგ­რძე - 19 კმ. მშე­ნებ­ლო­ბის ვადა 2012-2015

2. აგა­რა-ზემო ოსი­ა­უ­რის მო­ნაკ­ვე­თი. სამ­შე­ნებ­ლო მო­ნაკ­ვე­თის სიგ­რძე - 12 კმ. მშე­ნებ­ლო­ბის ვადა – 2014-2016

3. ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლი­თი გზა. სამ­შე­ნებ­ლო მო­ნაკ­ვე­თის სიგ­რძე - 33,6 კმ. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვა­დე­ბი: 2010-2016

4. ზეს­ტა­ფო­ნი - ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლი­თი - სამ­ტრე­დი­ის გზა.

5. სამ­ტრე­დია - გრი­გო­ლე­თის მო­ნაკ­ვე­თი.

8. ტუ­რიზ­მი

გი­ორ­გი სი­გუა, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე:

ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის გა­მო­ყო­ფა გა­მი­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა არის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი და იქ და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის რე­ი­სე­ბი. თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტშიც და­ი­წყეს ფრე­ნა და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან­მა ავი­ა­ხა­ზებ­მა, რო­გო­რი­ცაა "პე­გა­სუ­სი", "ატ­ლას­ჯე­ტი" და ა.შ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ახა­ლი მსოფ­ლიო ბრენ­დის სას­ტუმ­რო­ე­ბის გახ­სნა სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში, ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და გა­ლა­მა­ზე­ბა. მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­მო­ციო კამ­პა­ნი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს და შე­აქვთ ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

9. სპორ­ტი

გელა უშა­რი­ძე, Sportall.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

ჩემი აზ­რით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის" საქ­მი­ა­ნო­ბა და მისი მიღ­წე­ვე­ბი. "რაგ­ბის კავ­ში­რი" არის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ უნდა ვი­თარ­დე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა­ში სპორ­ტის ესა თუ ის სა­ხე­ო­ბა. ეს კავ­ში­რი სწო­რად ახორ­ცი­ე­ლებს პო­ლი­ტი­კას. იმ თან­ხას, რა­საც სა­ხელ­მწი­ფოს­გან იღებს, გო­ნივ­რუ­ლად ხარ­ჯავს. ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბევ­რი პრო­ექ­ტი, კეთ­დე­ბა ბა­ზე­ბი, შენ­დე­ბა რაგ­ბის სტა­დი­ო­ნე­ბი. და­სა­ნა­ნია, რომ სხვა ფე­დე­რა­ცი­ე­ბი ამას ვერ ახერ­ხე­ბენ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ნაკ­რე­ბი უკვე სის­ტე­მა­ტუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს მსოფ­ლი­ოს უმ­თავ­რეს სა­რაგ­ბო ფო­რუმ­ზე, მსოფ­ლი­ოს თასებ­ზე. წელ­საც, ინ­გლის­ში ტარ­დე­ბა მსოფ­ლიო თასი და ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი მი­ემ­გზავ­რე­ბა.

რაგ­ბი­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლია რო­გორც მთა­ვა­რი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი, ასე­ვე ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბი. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სწორ­მა მუ­შა­ო­ბამ და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში რაგ­ბის მი­მართ მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. დღეს ხში­რად ვხე­დავ ეზო­ებ­ში ბავ­შვებს რაგ­ბის ბურ­თით, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მო­რაგ­ბე­ე­ბის მი­მართ მეტი და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა და მეტი სიყ­ვა­რუ­ლია, ვიდ­რე სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ. ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რი პი­ა­რით, სწო­რად და­გეგ­მი­ლი პრო­ცე­სე­ბით და გო­ნივ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბით იქნა მიღ­წე­უ­ლი და ეს სა­მა­გა­ლი­თოა სპორ­ტის ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი სა­ხე­ო­ბის­თვის.

10. კულ­ტუ­რა

თე­ო­ნა კა­ხი­ძე, კულ­ტუ­რის მე­ნე­ჯე­რი:

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა ჩა­ერ­თოს ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის უზარ­მა­ზარ პრო­ექ­ტში, რო­მელ­საც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ევ­რო­პა ჰქვია.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ სფე­რო­ებს, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა აღ­ნიშ­ნოს:

მუ­ზე­უ­მე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ცალ-ცალ­კე არ­სე­ბუ­ლი ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მუ­ზე­უ­მი ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სტა­ტუ­სით გა­ერ­თი­ან­და. ბევ­რი მათ­გა­ნი გა­რე­მონტდა და ახლა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

კინო: აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ფილ­მი "მან­და­რი­ნე­ბი", რო­მე­ლიც "ოს­კარ­ზე" იყო წარ­დგე­ნი­ლი. მარ­თა­ლია, ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი იყო, მაგ­რამ ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ჯერ ჩვე­ნი კინო არ არის ისე­თი ძლი­ე­რი, რომ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად აკე­თოს.

თე­ატ­რი: დიდი მოვ­ლე­ნაა ის, რომ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი შე­იქ­მნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბევ­რი თე­ატ­რი გა­რე­მონტდა და ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღი­ჭურ­ვა. გაჩ­ნდა ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სცე­ნე­ბი. აღარ არის აქ­ცენ­ტი აკა­დე­მი­ურ თე­ატრზე გა­კე­თე­ბუ­ლი.

მუ­სი­კა: ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხაზ­გა­სას­მე­ლია ის რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლოდ ჩა­ტარ­და. მა­გა­ლი­თად, ბა­თუმ­ში ჩა­ტა­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტში მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ვო­კა­ლის­ტე­ბი იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ასე­ვე ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სა­ო­პე­რო სცე­ნებ­ზე გა­მო­დის. გა­მოვ­ყოფ­დი ფონდ "იავ­ნა­ნას", აქაც სხვა­დას­ხვა ჟან­რის ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ჩა­მო­ყავთ და მუ­სი­კა ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია, რო­გორც ქველ­მოქ­მე­დე­ბის წყა­რო.

ლი­ტე­რა­ტუ­რა: ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი "საბა" 2003 წელს და­ფუძნ­და და მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სია.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში

ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში

ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი სხვადასხვა საშუალებით განისაზღვრება. უამრავი კვალიფიციური კვლევის ჩატარება შეიძლება ამა თუ იმ სფეროში იმის გასარკვევად, რამდენად ვითარდება ქვეყანა და რა მიღწევები აქვს მას. ამჯერად Ambebi.ge ექსპერტებისა თუ შესაბამის სფეროებში კვალიფიციური ადამიანების კომენტარებზე დაყრდნობით, ბოლო ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბურ პროექტს გთავაზობთ, რომლებმაც ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, სოციოლოგიის, სამართლის, ტურიზმის, სპორტის, ინფრასტრუქტურისა და კონფლიქტების სფეროები მოიცვეს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს.

1. ეკონომიკა

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

მართალია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის მშენებლობა არ დასრულებულა, მაგრამ  ამ მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად შეიძლება ჩაითვალოს. ეს გეოპოლიტიკური დატვირთვის პროექტია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს, შორეულ პერსპექტივაში კი ცენტრალური აზიის ქვეყნებს, თურქეთთან და ევროპასთან სახმელეთო ტრანსპორტით დაკავშირება შეეძლებათ. ფაქტობრივად, ეკონომიკური კავშირები უფრო სტაბილური, მყარი და შეუქცევადი ხასიათის იქნება. არა მხოლოდ დეკლარაციისა და მენტალობის დონეზე, არამედ, გეოგრაფიულადაც, საქართველო უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება ევროპას. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, საუბარია დაახლოებით მილიარდ დოლარზე. ხარჯების კუთხითაც ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. მომავალ წელს უკვე რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა დაიწყება ამ გზით და შედეგებიც მალე სახეზე იქნება.

2. ბიზნესი

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი, ალბათ, ანაკლიის პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ანაკლიის მშენებლობის უშუალო სამუშაოები არ დაწყებულა, ხელისუფლებამ დაგეგმა, ტენდერი გამოაცხადა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია რამდენიმე კუთხით:

1 - თავისი ფინანსური მასშტაბით; 2. ფუნქციონალური დატვირთვით; 3 - თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური კომპონენტების გათვალისწინებით, და 4 - ქვეყნის უსაფრთხოების საერთაშორისო უსაფრთხოების ქსელში ჩართვის თვალსაზრისით.

ანაკლიის პროექტი ძალიან დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ითვალიწინებს, მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, ბევრი ადამიანის დასაქმებას და აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო ბენეფიტებსაც. მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ჩვენ ამ პროექტის რეალიზაციით შესაძლებლობა გვექნება,  რეალობად ვაქციოთ საქართველოს, როგორც ე.წ. რეგიონალური დატვირთვის მქონე ჰაბის იდეა.

3. სოციალური სფერო

ანდრო დადიანი, ორგანიზაცია "პარტნიორობა ბავშვებისთვის" თავმჯდომარე:

პროექტს ერქვა ბავშვთა კეთილდღეობის სიტემის რეფორმის პროექტი. მისი განხორციელება 2006 წელს დაიწყო და 2010 წელს დასრულდა. ამ პროექტში სამი მილიონი ევრო დაიხარჯა. მან მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიონალი სოციალური მუშაკები შექმნა, რომელთა ფუნქციაც ბავშვის უფლებების დაცვა და მისი სოციალური, ფიზიკური თუ სულიერი დაცულობის უზრუნველყოფაა. ამ პროექტმა გააუმჯობესა ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მთელი რიგი კანონები. ასევე უზრუნველყო მთელი რიგი რეგულაციების და პროცედურების გაჩენა.

პროექტის შედეგად ბავშვთა დეინსტიტუციონალიზმის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბი შეიძინა და შედეგად, დღეს საქართველოში სახელმწიფო ბავშვთა სახლი თითქმის აღარ არსებობს - ანუ ყველა ბავშვი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში ხვდება, ოჯახური ზრუნვის ფორმებში განთავსდება. დღესდღეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ბავშვებს ხელი მიუწვდებათ ოჯახის ჩამნაცვლებელ ოჯახურ ფორმებზე.

ამ პროექტმა ასევე საფუძველი ჩაუყარა შემდგომ ცვლილებებს. დღეს ვმუშაობთ, მაგალითად, შვილად აყვანის კანონის გაუმჯობესებაზე, მინდობით აღზრდის კანონის გაუმჯობესებაზე. ამ პროექტმა ბევრი პროცესის კასკადირება განაპირობა.

4. სამართალი

გიორგი მშვენიერაძე, იურისტი:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ წელს გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც პიროვნების ქმედუუნაროდ აღიარებას ეხებოდა. ცვლილებები 70- მდე კანონში შევიდა. ადრე, პირებს, რომლებსაც ქმედუუნაროდ აღიარებდნენ, ფაქტობრივად, სრულად ეზღუდებოდათ სამოქალაქო უფლებები. დღეს უკვე სასამართლოებს მოუწევთ, გადაწყვეტილება ინდივიდულაურად, თითოეული პირის შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით მიიღონ. ეს მართლაც რევოლუციური ხასიათის ცვლილებებია კანონში.

5. თავდაცვა (შეიარაღება)

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი: ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი 2008 წლის აგვისტოს ომი და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები იყო, რამაც განსაზღვრა არა მარტო თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების რეალობა და მომავალი, არამედ ქვეყნისაც. და ასევე, ჩვენი მომავალი თაობის. რადგან რეალურად, რუსეთმა წაიღო ოკუპირებული ტერიტორიები, რომლის ანექსირებასაც ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ახდენდა.

ამ ომამდე ხელისუფლებაშიც და საზოგადოებაშიც იყო განწყობა, რომ ჩვენ შეგვეძლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღგვედგინა, ეს ტერიტორიები საქართველოს იურისდიქციაში დაგვებრუნებინა და ქართული ეროვნების ლტოლვილები თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთის ფაქტორი გათვალისწინებული არ იქნა და სავალალო შედეგები მივიღეთ.

თუ ჩვენ შეიარაღებულ ძალებზე ვისაუბრებთ, იმ პერიოდში, 2007 და 2008 წლებში, საქართველოს სამხედრო ბიუჯეტმა მანამდე არნახულ რიცხვს მიაღწია. ბიუჯეტმა 1,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ასეთი ბიუჯეტი კიდევ დიდხანს არ იქნება, თუ არ მოხდა რამე დიდი ტრაგედია და ლარი ძალიან თუ არ გაუფასურდა. დღეს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 640 მილიონია.

6. კონფლიქტები

ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი:

კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო პროცესი კრიზისში იმყოფებოდა და ახლაც იმყოფება. ის სტანდარტები, ის ფასეულობები, რაც სამშვიდობო პროცესშია ჩადებული, ადეკვატური არ არის და სამშვიდობო პროცესი იმ ფორმატში, რაშიც არსებობს, შედეგებს ვერ მოგვცემს. მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, პირველ რიგში, საგარეო პოლიტიკაში ექსტრემიზმზე უარის თქმა და, შესაბამისად, 2012 წლის არჩევნები.

ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის შექმნა, როგორიც აბაშიძე-კარასინის ფორმატი და ჟენევის ფორმატია. რაც უფრო მეტი მოლაპარაკების ფორმატის დივერსიფიკაცია მოხდება, მით უფრო აღდგება კომუნიკაცია და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ჩვენი შიდა კონფლიქტების მიმართულებითაც პოზიტიური და ნაყოფიერი ნაბიჯები გადაიდგმება.

შიდა კონფლიქტების კუთხით აღსანიშნავია ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების ჰუმანური დამოკიდებულება აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის მიმართ, ასევე მათ პირველად და სხვა სამედიცინო დახმარებაზე ზრუნვა დემოკრატიული და ჰუმანური პოლიტიკის გატარებაა, რაც ურთიერთკომუნიკაციისა და პატივისცემის ხარისხს ზრდის.

7. ინფრასტრუქტურა

ირაკლი დანელია, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

E60, E70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზება - რეკონტრუქციის პროექტი ქვეყნის მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.

ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს – უმოკლესი გზა, რომელიც შავი ზღვის პორტების მეშვეობით ევროპას აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აკავშირებს, საქართველოზე გადის. საქართველო ასევე წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს თურქეთსა და რუსეთს შორის. ამგვარად, სატრანზიტო, ისევე როგორც ორმხრივი ვაჭრობა, მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანია. აღნიშნული საგზაო მონაკვეთი სამგზავრო და სატრანზიტო ავტოტრანსპორტის განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

ავტომაგისტრალის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დონორებისა (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, ევროპის საინვესტიციო ბანკი) და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტი რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს. ეს მონაკვეთებია:

1. რუისი-აგარის მონაკვეთის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის პროექტი. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 19 კმ. მშენებლობის ვადა 2012-2015

2. აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. მშენებლობის ვადა – 2014-2016

3. ქობულეთის შემოვლითი გზა. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. პროექტის განხორციელების ვადები: 2010-2016

4. ზესტაფონი - ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის გზა.

5. სამტრედია - გრიგოლეთის მონაკვეთი.

8. ტურიზმი

გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების თავმჯდომარის მოადგილე:

ერთი კონკრეტული პროექტის გამოყოფა გამიჭირდება, თუმცა არის პროექტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებაში, მაგალითად ქუთაისის აეროპორტი და იქ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის რეისები. თბილისის აეროპორტშიც დაიწყეს ფრენა დაბალბიუჯეტიანმა ავიახაზებმა, როგორიცაა "პეგასუსი", "ატლასჯეტი" და ა.შ.

აღსანიშნავია ახალი მსოფლიო ბრენდის სასტუმროების გახსნა სხვადასხვა ქალაქებში, ტურისტული ადგილების რეაბილიტაცია და გალამაზება. მასშტაბური საპრომოციო კამპანიები საერთაშორისო ბაზრებზე, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ ტურიზმის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში.

9. სპორტი

გელა უშარიძე, Sportall.ge-ს მთავარი რედაქტორი:

ჩემი აზრით, აღსანიშნავია "საქართველოს რაგბის კავშირის" საქმიანობა და მისი მიღწევები. "რაგბის კავშირი" არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ უნდა ვითარდებოდეს ქვეყანაში სპორტის ესა თუ ის სახეობა. ეს კავშირი სწორად ახორციელებს პოლიტიკას. იმ თანხას, რასაც სახელმწიფოსგან იღებს, გონივრულად ხარჯავს. ხორციელდება ბევრი პროექტი, კეთდება ბაზები, შენდება რაგბის სტადიონები. დასანანია, რომ სხვა ფედერაციები ამას ვერ ახერხებენ. ჩვენი მთავარი ნაკრები უკვე სისტემატურად მონაწილეობს მსოფლიოს უმთავრეს სარაგბო ფორუმზე, მსოფლიოს თასებზე. წელსაც, ინგლისში ტარდება მსოფლიო თასი და ჩვენი ნაკრები მიემგზავრება.

რაგბიში წარმატებულია როგორც მთავარი ეროვნული ნაკრები, ასევე ასაკობრივი ნაკრებები. რაც ყველაზე მთავარია, სწორმა მუშაობამ და დამოკიდებულებამ საქართველოში რაგბის მიმართ მაღალი ინტერესი ჩამოაყალიბა. დღეს ხშირად ვხედავ ეზოებში ბავშვებს რაგბის ბურთით, რაც მისასალმებელია. მოსახლეობაში მორაგბეების მიმართ მეტი დადებითი განწყობა და მეტი სიყვარულია, ვიდრე სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლების მიმართ. ეს ყველაფერი სწორი პიარით, სწორად დაგეგმილი პროცესებით და გონივრული მუშაობით იქნა მიღწეული და ეს სამაგალითოა სპორტის ყველა დანარჩენი სახეობისთვის.

10. კულტურა

თეონა კახიძე, კულტურის მენეჯერი:

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც საქართველოს შესაძლებლობა მიეცა ჩაერთოს ევროპული სივრცის უზარმაზარ პროექტში, რომელსაც შემოქმედებითი ევროპა ჰქვია.

რაც შეეხება კონკრეტულ სფეროებს, შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა აღნიშნოს:

მუზეუმები: საქართველოს მასშტაბით ცალ-ცალკე არსებული ბევრი მნიშვნელოვანი მუზეუმი ეროვნული მუზეუმის სტატუსით გაერთიანდა. ბევრი მათგანი გარემონტდა და ახლა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

კინო: აღსანიშნავია ფილმი "მანდარინები", რომელიც "ოსკარზე" იყო წარდგენილი. მართალია, ერთობლივი პროექტი იყო, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯერ ჩვენი კინო არ არის ისეთი ძლიერი, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები დამოუკიდებლად აკეთოს.

თეატრი: დიდი მოვლენაა ის, რომ თბილისის საერთაშორისო ფესტივალი შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი თეატრი გარემონტდა და ახალი საშუალებებით აღიჭურვა. გაჩნდა ექსპერიმენტული სცენები. აღარ არის აქცენტი აკადემიურ თეატრზე გაკეთებული.

მუსიკა: ბოლო 10 წლის განმავლობაში ხაზგასასმელია ის რამდენიმე კონცერტი, რომლებიც საახალწლოდ ჩატარდა. მაგალითად, ბათუმში ჩატარებულ რამდენიმე კონცერტში მსოფლიო მნიშვნელობის ვოკალისტები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე ბევრი ქართველი ცნობილი მომღერალი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენებზე გამოდის. გამოვყოფდი ფონდ "იავნანას", აქაც სხვადასხვა ჟანრის ბევრი საინტერესო შემსრულებელი ჩამოყავთ და მუსიკა ამ შემთხვევაში გამოყენებულია, როგორც ქველმოქმედების წყარო.

ლიტერატურა: ლიტერატურული კონკურსი "საბა" 2003 წელს დაფუძნდა და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია