პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ საფლავზე გასვლისას: სასულიერო პირი სასაფლაოზე ღრეობასა და ლიტრობით ღვინის სმაზე
რა უნდა ვიცოდეთ საფლავზე გასვლისას: სასულიერო პირი სასაფლაოზე ღრეობასა და ლიტრობით ღვინის სმაზე

"ცუდი ტრა­დი­ცია იყო, რომ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ადა­მი­ა­ნე­ბი მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს უკავ­ში­რებ­დნენ, მაგ­რამ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და შემ­წე­ო­ბით, და­სა­ბა­მი და­ე­დო აღ­დგო­მის სწო­რად აღ­ნიშ­ვნას სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ამ დღეს არ გა­ვი­დეთ საფ­ლავ­ზე", - ამ­ბობს სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი სა­ნა­მაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც კონ­კრე­ტუ­ლად ამ სა­კი­თხზე ვე­სა­უბ­რეთ თუ ქრის­ტეს აღ­დგო­მის შემ­დეგ, რო­დის უნდა გა­ვი­დეთ მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლა­ვებ­ზე.

- აღ­დგო­მა არა მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის, არა­მედ, ცო­ცხლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია, ანუ სიკ­ვდი­ლი და­ით­რგუ­ნა და ქრის­ტე აღ­დგა. მაგ­რამ ჩვენ­ში არა­ერ­თი ეკ­ლე­სია სა­საფ­ლა­ოს­თან მდე­ბა­რე­ობს და აღ­დგო­მას ქრის­ტი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ძა­ხი­ლე­ბით, - "ქრის­ტე აღ­დგა!" ეგე­ბე­ბი­ან. შემ­დგომ ტაძ­რის გარ­შე­მო შე­მო­ტა­რე­ბა ხდე­ბა და იმ დროს სიმ­ბო­ლუ­რად საფ­ლა­ვებ­ზეც და­დე­ბენ ხოლ­მე კვერ­ცხს, შე­ძა­ხი­ლე­ბით: ქრის­ტე აღ­დგა! ანუ იმის შე­სახ­სე­ნებ­ლად, რომ აღ­დგე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. ეს ტრა­დი­ცია არ არის ცუდი და არც არა­ფე­რი შე­ზღუდ­ვაა იმა­ში, რომ საფ­ლავ­თან არ მიხ­ვი­დე, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სად უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რომ რად­გა­ნაც ქრის­ტე აღ­დგა - ეს სი­ცო­ცხლის სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია და არა გლო­ვი­სა და მწუ­ხა­რე­ბის.

- ადრე ეშ­ლე­ბო­და­თო... მგო­ნი, ეს დღე­საც ეშ­ლე­ბათ...

- ძი­რი­თა­დად აღარ ეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ მათ, ვი­საც ეს ჯერ კი­დევ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ აქვს, სა­ჭი­როა შეხ­სე­ნე­ბა, რომ აღ­დგო­მა მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის დღე არ არის და ამ პე­რი­ოდ­ში საფ­ლავ­ზე გლო­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც მივ­ლენ, საფ­ლავს უნდა შე­უ­ძა­ხონ, რომ ქრის­ტე აღ­დგა! რი­თაც დიდი სი­ხა­რუ­ლი შე­მო­დის. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის უწ­მინ­დეს­მა და­ა­წე­სა ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლი კა­ლენ­დარ­ში, აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, რო­მელ­საც საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღე, დი­დუ­ბო­ბა ჰქვია. შემ­დგომ კი კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის სამ­შა­ბა­თი, ანუ თო­მას კვი­რის შემ­დეგ არის მიც­ვა­ლე­ბულ­თა მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი დღე.

- წე­ლი­წად­ში მიც­ვა­ლე­ბულ­თა რამ­დე­ნი მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი დღე არ­სე­ბობს?

- შვი­დი და მათ­გან კვი­რა­ცხოვ­ლის სამ­შა­ბა­თია ერთ-ერთი, როცა ხდე­ბა მიც­ვა­ლე­ბულ­თა პა­ნაშ­ვი­დე­ბის გა­დახ­და.

- ისე, საფ­ლავ­ზე გას­ვლის რი­ტუ­ა­ლიც საკ­მა­ოდ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლია. აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე იქ შამ­ფუ­რე­ბი­თა და 20 ლიტ­რი­ა­ნი ბო­ცი­თაც მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნე­ბი მი­სუ­ლე­ბი...

- ეს სირ­ცხვი­ლია. სა­ერ­თოდ, არა მარ­ტო საფ­ლა­ვებ­ზე ღრე­ო­ბა, არა­მედ ღრე­ო­ბა ოჯა­ხებ­შიც. ეკ­ლე­სია გა­მიჯ­ნუ­ლია ამ ქმე­დე­ბის­გან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრა­პე­ზი, ქარ­თუ­ლი სუფ­რა ღმერ­თის­გან ნა­კურ­თხია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მო­ზო­მი­ლად უნდა მოხ­დეს. თან, ერ­თბა­შად ადა­მი­ა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა ასე ხარ­ბად შე­ექ­ცე­ო­დეს, რაც ხში­რად ქარ­თვე­ლებს გვა­ხა­სი­ა­თებს. ყან­წებს ვცლით, ლიტ­რო­ბით ღვი­ნოს ვსვამთ. თუ თი­თო­ე­უ­ლი ამას და­აკ­ვირ­დე­ბა, მიხ­ვდე­ბა, რომ ამით უპირ­ვე­ლე­სად მის ჯან­მრთე­ლო­ბას ვნებს, სხვა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ზო­გა­დად, სამ­წუ­ხა­როა, როცა ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია, არ აქვს მა­ღა­ლი შეგ­ნე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა კაცი ქრის­ტი­ანს უწო­დებ­დეს სა­კუ­თარ თავს და აბინ­ძუ­რებ­დეს საფ­ლა­ვებს იქ მი­ტა­ნი­ლი საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბით. ზო­გა­დად, არ უვ­ლი­დეს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლა­ვებს და მინ­დო­ბი­ლი იყოს მხო­ლოდ იქ მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოდ­ვაა და ადა­მი­ა­ნის უკი­დუ­რე­სი გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა. ქრის­ტე ასე­თი არ იყო და ამას არ მო­უ­წო­დებ­და სხვებს. ჰი­გი­ე­ნა და წეს­რი­გი, სი­სუფ­თა­ვის დაც­ვა, სა­საფ­ლა­ოს მოვ­ლა რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ არის, ეს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ საფლავზე გასვლისას: სასულიერო პირი სასაფლაოზე ღრეობასა და ლიტრობით ღვინის სმაზე

რა უნდა ვიცოდეთ საფლავზე გასვლისას: სასულიერო პირი სასაფლაოზე ღრეობასა და ლიტრობით ღვინის სმაზე

"ცუდი ტრადიცია იყო, რომ აღდგომის დღესასწაულს ადამიანები მიცვალებულებს უკავშირებდნენ, მაგრამ ჩვენი პატრიარქის დიდი ძალისხმევითა და შემწეობით, დასაბამი დაედო აღდგომის სწორად აღნიშვნას საქართველოში, რომ ამ დღეს არ გავიდეთ საფლავზე", - ამბობს სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გიორგი სანამაშვილი, რომელსაც კონკრეტულად ამ საკითხზე ვესაუბრეთ თუ ქრისტეს აღდგომის შემდეგ, როდის უნდა გავიდეთ მიცვალებულთა საფლავებზე.

- აღდგომა არა მიცვალებულების, არამედ, ცოცხლების დღესასწაულია, ანუ სიკვდილი დაითრგუნა და ქრისტე აღდგა. მაგრამ ჩვენში არაერთი ეკლესია სასაფლაოსთან მდებარეობს და აღდგომას ქრისტიანები ერთმანეთს შეძახილებით, - "ქრისტე აღდგა!" ეგებებიან. შემდგომ ტაძრის გარშემო შემოტარება ხდება და იმ დროს სიმბოლურად საფლავებზეც დადებენ ხოლმე კვერცხს, შეძახილებით: ქრისტე აღდგა! ანუ იმის შესახსენებლად, რომ აღდგება თითოეული ადამიანი. ეს ტრადიცია არ არის ცუდი და არც არაფერი შეზღუდვაა იმაში, რომ საფლავთან არ მიხვიდე, მაგრამ უპირველესად უნდა გააცნობიერო, რომ რადგანაც ქრისტე აღდგა - ეს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია და არა გლოვისა და მწუხარების.

- ადრე ეშლებოდათო... მგონი, ეს დღესაც ეშლებათ...

- ძირითადად აღარ ეშლებათ, მაგრამ მათ, ვისაც ეს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ აქვს, საჭიროა შეხსენება, რომ აღდგომა მიცვალებულების დღე არ არის და ამ პერიოდში საფლავზე გლოვა არ შეიძლება. თუ მაინცდამაინც მივლენ, საფლავს უნდა შეუძახონ, რომ ქრისტე აღდგა! რითაც დიდი სიხარული შემოდის. მოკლედ, ამ ყველაფრისთვის უწმინდესმა დააწესა ასეთი დღესასწაული კალენდარში, აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, რომელსაც საფლავთა კურთხევის დღე, დიდუბობა ჰქვია. შემდგომ კი კვირაცხოვლობის სამშაბათი, ანუ თომას კვირის შემდეგ არის მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე.

- წელიწადში მიცვალებულთა რამდენი მოსახსენიებელი დღე არსებობს?

- შვიდი და მათგან კვირაცხოვლის სამშაბათია ერთ-ერთი, როცა ხდება მიცვალებულთა პანაშვიდების გადახდა.

- ისე, საფლავზე გასვლის რიტუალიც საკმაოდ დამახინჯებულია. აღდგომის დღესასწაულზე იქ შამფურებითა და 20 ლიტრიანი ბოცითაც მინახავს ადამიანები მისულები...

- ეს სირცხვილია. საერთოდ, არა მარტო საფლავებზე ღრეობა, არამედ ღრეობა ოჯახებშიც. ეკლესია გამიჯნულია ამ ქმედებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ტრაპეზი, ქართული სუფრა ღმერთისგან ნაკურთხია. ეს ყველაფერი ძალიან მოზომილად უნდა მოხდეს. თან, ერთბაშად ადამიანი არ შეიძლება ასე ხარბად შეექცეოდეს, რაც ხშირად ქართველებს გვახასიათებს. ყანწებს ვცლით, ლიტრობით ღვინოს ვსვამთ. თუ თითოეული ამას დააკვირდება, მიხვდება, რომ ამით უპირველესად მის ჯანმრთელობას ვნებს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ზოგადად, სამწუხაროა, როცა ქრისტიანი ადამიანი მოუწესრიგებელია, არ აქვს მაღალი შეგნება. არ შეიძლება კაცი ქრისტიანს უწოდებდეს საკუთარ თავს და აბინძურებდეს საფლავებს იქ მიტანილი საკვების ნარჩენებით. ზოგადად, არ უვლიდეს მიცვალებულთა საფლავებს და მინდობილი იყოს მხოლოდ იქ მომსახურე პერსონალზე. ეს ყველაფერი ცოდვაა და ადამიანის უკიდურესი გაუკუღმართება. ქრისტე ასეთი არ იყო და ამას არ მოუწოდებდა სხვებს. ჰიგიენა და წესრიგი, სისუფთავის დაცვა, სასაფლაოს მოვლა რომ აუცილებელი რამ არის, ეს დაუწერელი კანონია.

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია ინფიცირები ახალი შემთხვევების რაოდენობა