პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგთი" აბონენტებს კარგავს
"მაგთი" აბონენტებს კარგავს

"პა­ლიტ­რა TV"-ის აუ­დი­ტო­რია დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. ამას მოწ­მობს თუნ­დაც ის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი, რო­მე­ლიც "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ცხელ ხაზ­ზე შე­მო­დის. ტე­ლე­ვი­ზი­ის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­ზე გვი­ზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ აზ­რებს, სურ­ვი­ლებს, ზოგ­ჯერ - შე­ნიშ­ვნა­საც. რე­კა­ვენ ისე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც, რო­მელ­თაც სურთ "პა­ლიტ­რა TV"-ის ყუ­რე­ბა, თუმ­ცა, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ეძ­ლე­ვათ. ვგუ­ლის­ხმობთ "მაგ­თი­სა­ტის" აბო­ნენ­ტებს - ეს სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნია უარს აცხა­დებს, თა­ვის სა­მომ­ხმა­რებ­ლო პა­კეტ­ში გა­ნა­თავ­სოს "პა­ლიტ­რა TV". ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო. მისი თქმით, "მაგ­თიმ", გარ­და იმი­სა, რომ სა­სურ­ვე­ლი არხი არ ჩა­ურ­თო, სხვა უსი­ა­მოვ­ნო "სი­ურპრი­ზე­ბიც" შეს­თა­ვა­ზა. მან გვთხო­ვა, რომ მისი პო­ზი­ცია დაგ­ვე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა. ჩვენც გი­ორ­გი მეტ­რე­ველს სახ­ლში ვეს­ტუმ­რეთ.

გი­ორ­გი მეტ­რე­ვე­ლი:

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ, "მაგ­თი­სა­ტის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი გავ­ხდი. კომ­პა­ნი­ის ოპე­რა­ტო­რებს თა­ვი­დან­ვე ვკი­თხე, - პა­კეტ­ში "პა­ლიტ­რა TV" რა­ტომ ვერ მოხ­ვდა-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხეს, - ეს ტე­ლე­ვი­ზი­აც მალე შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბაო. "პა­ლიტ­რა" ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტურ მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­მაჩ­ნია და მინ­და, რომ ინ­ფორ­მა­ცია "პა­ლიტ­რა TV"-ის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ვი­ღო. რო­გორც მომ­ხა­რე­ბელს, ამის უფ­ლე­ბა არა მაქვს? მა­შინ, რა­ტომ უნდა გა­და­ვი­ხა­დო ყო­ველ­თვე ჩემი ოჯა­ხის­თვის საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა? "მაგ­თი­სა­ტის" ოპე­რა­ტო­რებს დიდ­ხანს ვთხოვ­დი, ჩემი, რო­გორც რი­გი­თი აბო­ნენ­ტის სურ­ვი­ლი, გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ ხან რას მპა­სუ­ხობ­დნენ, ხან - რას. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, გა­ვარ­კვევთ ყვე­ლა­ფერ­სო. ასე გაგ­რძელ­და რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და სა­ბო­ლო­ოდ, ვერ მი­ვი­ღე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი, - ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­დის ჩა­მირ­თავ­დნენ "პა­ლიტ­რა TV"-ს. პა­კეტ­ში ბევ­რი ისე­თი არ­ხია, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს და რაც მა­ინ­ტე­რე­სებს, იმას არ მირ­თა­ვენ. ეს ჩემი, რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა. მოკ­ლედ, ვერ ვე­ღირ­სე "მაგ­თი­სა­ტის­გან" კონ­კრე­ტულ პა­სუხს, გავ­ბრაზ­დი და ამ სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უქ­მე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. "მაგ­თის" ჩემს მო­ტყუ­ე­ბა­ში ფულს ვერ გა­და­ვუხ­დი. სხვა­თა შო­რის, მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უქ­მე­ბა­შიც კი, და­მა­ტე­ბით 30 ლა­რის გა­დახ­და მომ­თხო­ვეს.

- სცა­დეთ, გა­გერ­კვი­ათ, ფულს რაში გთხოვ­დნენ?

- "მაგ­თი­სა­ტის" თეფ­შის მოხ­სნა­ში მომ­თხო­ვეს 30 ლარი. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?! "მაგ­თის" უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ კი­დევ უფრო გა­მაბ­რა­ზა და თეფ­ში ჩემი ხე­ლით ჩა­მოვხსე­ნი! ასე­ვე მო­იქ­ცნენ ჩემი მე­ზობ­ლე­ბიც - კორ­პუს­ში "მაგ­თი­სა­ტის" თეფ­შე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბამ ჩა­მოხ­სნა და სხვა სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ის აბო­ნენ­ტი გახ­და. სხვა­თა შო­რის, "მაგ­თი" აბო­ნენ­ტებს გა­მომ­ძალ­ვე­ლი­ვით ექ­ცე­ვა.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, "მაგ­თი­სა­ტის" 10-ლა­რი­ა­ნი პა­კე­ტი ჩავ­რთეთ, თუმ­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვე­ში, "მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა", რომ 10 ლა­რის ნაც­ვლად, მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში 30 ლარი უნდა გა­და­მე­ხა­და. არ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან პა­კეტ­ში ჩაგ­ვირ­თეს, ეტა­პობ­რი­ვად გა­მორ­თეს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის აღ­დგე­ნა­ში 2-2 ლარი მომ­თხო­ვეს. ეს რომ თა­ვი­დან­ვე მცოდ­ნო­და, რა თქმა უნდა, "მაგ­თი­სა­ტის­კენ" არც კი გა­ვი­ხე­დავ­დი.

"მაგ­თი­სა­ტის" მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ა­უქ­მა ხა­ტია თავ­ბე­რი­ძე­მაც. მან "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ცხელ ხაზ­ზე და­რე­კა და აღ­შფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "მაგ­თი" მისი, რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რესს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- მე­გო­ნა, დამ­თავ­რდა დრო, როცა მა­ყუ­რებ­ლებს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ყუ­რე­ბას "ზე­მო­დან" გვი­ზღუ­დავ­დნენ. სა­კა­ბე­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვი­უ­რად თან­ხას იმის­თვის ვიხ­დი, რომ კომ­პა­ნი­ამ ყვე­ლა არ­ხის ყუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცეს. სწო­რედ ამის­თვის ჩა­ვერ­თე "მაგ­თი­სატ­ში", მაგ­რამ არა­ერ­თი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, "პა­ლიტ­რა TV"-ის ყუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კომ­პა­ნი­ამ მა­ინც არ მომ­ცა. "მაგ­თი­სატ­ზე" უარი ვთქვი და "სილ­ქნეტ­ზე" გა­და­ვე­დი.

P.S. თბი­ლი­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მსხვი­ლი ქა­ლა­ქე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სოფ­ლად მცხოვ­რებ მო­ქა­ლა­ქე­ებს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არა აქვთ. ვი­ცით, რომ "პა­ლიტ­რა თV"-ის სოფ­ლა­დაც ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, მაგ­რამ "მაგ­თი" იქ მო­ნო­პო­ლის­ტია და შე­სა­ბა­მი­სად, სოფ­ლად მცხოვ­რებ­ნი უყუ­რე­ბენ იმას, რა­საც ეს კომ­პა­ნია თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით შე­ურ­ჩევს...

ჟურ­ნა­ლი "გზა"

GZAPRESS.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"მაგთი" აბონენტებს კარგავს

"მაგთი" აბონენტებს კარგავს

"პალიტრა TV"-ის აუდიტორია დღითი დღე იზრდება. ამას მოწმობს თუნდაც ის მრავალრიცხოვანი სატელეფონო ზარები, რომელიც "პალიტრამედიის" ცხელ ხაზზე შემოდის. ტელევიზიის გულშემატკივრები ამა თუ იმ გადაცემაზე გვიზიარებენ თავიანთ აზრებს, სურვილებს, ზოგჯერ - შენიშვნასაც. რეკავენ ისეთი მოქალაქეებიც, რომელთაც სურთ "პალიტრა TV"-ის ყურება, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ვგულისხმობთ "მაგთისატის" აბონენტებს - ეს საკაბელო კომპანია უარს აცხადებს, თავის სამომხმარებლო პაკეტში განათავსოს "პალიტრა TV". ერთ-ერთი მოქალაქე განსაკუთრებით აღშფოთებული იყო. მისი თქმით, "მაგთიმ", გარდა იმისა, რომ სასურველი არხი არ ჩაურთო, სხვა უსიამოვნო "სიურპრიზებიც" შესთავაზა. მან გვთხოვა, რომ მისი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ჩვენც გიორგი მეტრეველს სახლში ვესტუმრეთ.

გიორგი მეტრეველი:

- რამდენიმე თვის წინ, "მაგთისატის" მომხმარებელი გავხდი. კომპანიის ოპერატორებს თავიდანვე ვკითხე, - პაკეტში "პალიტრა TV" რატომ ვერ მოხვდა-მეთქი? მიპასუხეს, - ეს ტელევიზიაც მალე შემოგვიერთდებაო. "პალიტრა" ერთ-ერთ ყველაზე ობიექტურ მედიაორგანიზაციად მიმაჩნია და მინდა, რომ ინფორმაცია "პალიტრა TV"-ის საშუალებით მივიღო. როგორც მომხარებელს, ამის უფლება არა მაქვს? მაშინ, რატომ უნდა გადავიხადო ყოველთვე ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა? "მაგთისატის" ოპერატორებს დიდხანს ვთხოვდი, ჩემი, როგორც რიგითი აბონენტის სურვილი, გაეთვალისწინებინათ, მაგრამ ხან რას მპასუხობდნენ, ხან - რას. მეუბნებოდნენ, გავარკვევთ ყველაფერსო. ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირის განმავლობაში და საბოლოოდ, ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი, - ბოლოს და ბოლოს, როდის ჩამირთავდნენ "პალიტრა TV"-ს. პაკეტში ბევრი ისეთი არხია, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს და რაც მაინტერესებს, იმას არ მირთავენ. ეს ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებების დარღვევაა. მოკლედ, ვერ ვეღირსე "მაგთისატისგან" კონკრეტულ პასუხს, გავბრაზდი და ამ საკაბელო კომპანიის მომსახურების გაუქმება გადავწყვიტე. "მაგთის" ჩემს მოტყუებაში ფულს ვერ გადავუხდი. სხვათა შორის, მომსახურების გაუქმებაშიც კი, დამატებით 30 ლარის გადახდა მომთხოვეს.

- სცადეთ, გაგერკვიათ, ფულს რაში გთხოვდნენ?

- "მაგთისატის" თეფშის მოხსნაში მომთხოვეს 30 ლარი. წარმოგიდგენიათ?! "მაგთის" უპასუხისმგებლობამ კიდევ უფრო გამაბრაზა და თეფში ჩემი ხელით ჩამოვხსენი! ასევე მოიქცნენ ჩემი მეზობლებიც - კორპუსში "მაგთისატის" თეფშები უმრავლესობამ ჩამოხსნა და სხვა საკაბელო კომპანიის აბონენტი გახდა. სხვათა შორის, "მაგთი" აბონენტებს გამომძალველივით ექცევა.

- რას გულისხმობთ?

- თავდაპირველად, "მაგთისატის" 10-ლარიანი პაკეტი ჩავრთეთ, თუმცა, დაახლოებით 3 თვეში, "მოულოდნელად აღმოჩნდა", რომ 10 ლარის ნაცვლად, მომსახურებაში 30 ლარი უნდა გადამეხადა. არხები, რომლებიც თავიდან პაკეტში ჩაგვირთეს, ეტაპობრივად გამორთეს და თითოეული მათგანის აღდგენაში 2-2 ლარი მომთხოვეს. ეს რომ თავიდანვე მცოდნოდა, რა თქმა უნდა, "მაგთისატისკენ" არც კი გავიხედავდი.

"მაგთისატის" მომსახურება გააუქმა ხატია თავბერიძემაც. მან "პალიტრამედიის" ცხელ ხაზზე დარეკა და აღშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ "მაგთი" მისი, როგორც მომხმარებლის ინტერესს არ ითვალისწინებს.

- მეგონა, დამთავრდა დრო, როცა მაყურებლებს ტელევიზიების ყურებას "ზემოდან" გვიზღუდავდნენ. საკაბელო მომსახურებისთვის ყოველთვიურად თანხას იმისთვის ვიხდი, რომ კომპანიამ ყველა არხის ყურების შესაძლებლობა მომცეს. სწორედ ამისთვის ჩავერთე "მაგთისატში", მაგრამ არაერთი თხოვნის მიუხედავად, "პალიტრა TV"-ის ყურების შესაძლებლობა კომპანიამ მაინც არ მომცა. "მაგთისატზე" უარი ვთქვი და "სილქნეტზე" გადავედი.

P.S. თბილისისა და საქართველოს მსხვილი ქალაქების მოსახლეობისგან განსხვავებით, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევანის საშუალებაც კი არა აქვთ. ვიცით, რომ "პალიტრა თV"-ის სოფლადაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ "მაგთი" იქ მონოპოლისტია და შესაბამისად, სოფლად მცხოვრებნი უყურებენ იმას, რასაც ეს კომპანია თავისი გემოვნებით შეურჩევს...

ჟურნალი "გზა"

GZAPRESS.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია