პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის უწყებისთვის უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია
თავდაცვის უწყებისთვის უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ფაქ­ტი­უ­რად პი­რა­დად იც­ნობს გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ამი­ტო­მაც, უწყე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­სა და უყუ­რა­დღე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ნუ­ცხა­დეს. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვერ მი­ი­ღე­ბენ ბრალ­დე­ბას, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ გმი­რე­ბის ოჯა­ხებ­ზე ზრუნ­ვა არის სა­მი­ნის­ტროს ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ფიქ­რა­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 აპ­რილს, მუ­ხათ­გვერ­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი 42 სამ­ხედ­როს ცხედ­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბის დაკ­რძალ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბას, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან ეს­წრე­ბოდ­ნენ: თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კახა ოქ­რო­ჯა­ნაშ­ვი­ლი, სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კახა ჩი­ქო­ვა­ნი, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­ე­ბი - ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია, პოლ­კოვ­ნი­კე­ბი რო­მან ჯო­ხა­ძე და გი­ორ­გი კბილ­ცე­ცხლაშ­ვი­ლი, სხვა სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი.

"ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლის თა­ნახ­მად, 2008 წელს, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს გარ­დაც­ვლი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ფრაგ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მოხ­და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა "დნმ"-ის ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით, აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და შემ­დგომ­ში მათ­თან შე­ნახ­ვას და სა­ჭი­რო იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­ი­ა­რა სა­თა­ნა­დო კო­ნულ­ტა­ცი­ე­ბი რო­გორც ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ასე­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით გა­ნი­სა­ზღვრა შე­ტყო­ბი­ნე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც მო­ახ­დი­ნა ყვე­ლა (42) სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. ვი­ნა­ი­დან 42-ვე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ცხე­და­რი უკვე მი­ბა­რე­ბუ­ლი იყო მი­წას და ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი წე­სიც (სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით და ზალ­პით დაკ­რძალ­ვა) და­ცუ­ლი იყო მათი დაკ­რძალ­ვის დღეს.

მო­ძღვრის რჩე­ვით, ამ­ჯე­რად წე­სის აგე­ბა არ ჩა­ტარ­და და მოხ­და მხო­ლოდ მათი სუ­ლე­ბის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დის გა­დახ­და. სხე­უ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბის ჩა­სას­ვე­ნე­ბე­ლი საფ­ლა­ვამ­დე სა­პა­ტიო ყა­რა­ულ­მა მი­ა­ცი­ლა.

ეს არ იყო ნეშ­ტის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია, გან­ხორ­ცი­ელ­და მხო­ლოდ და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე მი­წას მი­ბა­რე­ბა. თე­მის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ყვე­ლა ასე­თი პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მძი­მეა, გა­და­წყდა, რომ მას მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და თავ­დაც­ვის უწყე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­ეს­წრე­ბოდ­ნენ", - აცხა­დე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­და და დღე­საც წარ­მო­ად­გენს სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი გმი­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, მათ ოჯა­ხებ­ზე ზრუნ­ვა.

"სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან არას­დროს რჩე­ბა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხე­ბიც კი. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ფაქ­ტი­უ­რად პი­რა­დად იც­ნობს ამ ოჯა­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ამი­ტო­მაც, უწყე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­სა და უყუ­რა­დღე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვერ და არ მი­ვი­ღებთ ამ ბრალ­დე­ბას, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ გმი­რე­ბის ოჯა­ხებ­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ფიქ­რა­ლია", - აცხა­დე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში.

ისი­ნი 2 აპ­რილს გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას. კერ­ძოდ, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 აპ­რილს, სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში" სამმხრი­ვი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტე­რი­ა­ლი გა­იხ­სნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს, თურ­ქე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა მე­დი­ის­თვის გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს. ამის შემ­დეგ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­მა ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თეს თურქ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­ლე­გებ­თან.

"ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს, თურ­ქე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­მარ­თეს შეხ­ვედ­რა, რომ­ლის შემ­დე­გაც მი­ნის­ტრებ­მა გმირ­თა მო­ე­დან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს და გმირ­თა მო­ე­დან­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის ხსოვ­ნას წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გეს", - აცხა­დე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თავდაცვის უწყებისთვის უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია

თავდაცვის უწყებისთვის უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია

თავდაცვის მინისტრი ფაქტიურად პირადად იცნობს გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახების წარმომადგენლებს და ამიტომაც, უწყებისთვის მიუღებელია გაჟღერებული ბრალდებები უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს. მათივე განმარტებით, ვერ მიიღებენ ბრალდებას, ვინაიდან სწორედ გმირების ოჯახებზე ზრუნვა არის სამინისტროს ყოველდღიური საფიქრალი.

მათივე ინფორმაციით, 2 აპრილს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის ღონისძიებას, თავდაცვის სამინისტროდან ესწრებოდნენ: თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პოლკოვნიკები რომან ჯოხაძე და გიორგი კბილცეცხლაშვილი, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.

"ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული წერილის თანახმად, 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ფრაგმენტები, რომელთა საშუალებითაც მოხდა იდენტიფიცირება "დნმ"-ის ანალიზის საშუალებით, აღარ ექვემდებარებოდა შემდგომში მათთან შენახვას და საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელობამ გაიარა სათანადო კონულტაციები როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე სასულიერო პირებთან, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით განისაზღვრა შეტყობინების ჯგუფი, რომელმაც მოახდინა ყველა (42) სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრების ინფორმირება. ვინაიდან 42-ვე სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკვე მიბარებული იყო მიწას და ყველა აუცილებელი წესიც (სამხედრო პატივით და ზალპით დაკრძალვა) დაცული იყო მათი დაკრძალვის დღეს.

მოძღვრის რჩევით, ამჯერად წესის აგება არ ჩატარდა და მოხდა მხოლოდ მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდა. სხეულის ფრაგმენტების ჩასასვენებელი საფლავამდე საპატიო ყარაულმა მიაცილა.

ეს არ იყო ნეშტის დაკრძალვის ცერემონია, განხორციელდა მხოლოდ დაღუპული გმირების ფრაგმენტების ძმათა სასაფლაოზე მიწას მიბარება. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის წევრებისთვის ყველა ასეთი პროცესი ძალიან მძიმეა, გადაწყდა, რომ მას მხოლოდ ოჯახის წევრები, სასულიერო პირები და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები დაესწრებოდნენ", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს სამშობლოსათვის თავდადებული გმირების პატივისცემა, მათ ოჯახებზე ზრუნვა.

"სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან არასდროს რჩება ყურადღების მიღმა მათთან დაკავშირებული უმნიშვნელო საკითხებიც კი. თავდაცვის მინისტრი ფაქტიურად პირადად იცნობს ამ ოჯახების წარმომადგენლებს და ამიტომაც, უწყებისთვის მიუღებელია გაჟღერებული ბრალდებები უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით. ვერ და არ მივიღებთ ამ ბრალდებას, ვინაიდან სწორედ გმირების ოჯახებზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საფიქრალია", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში.

ისინი 2 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, მათი ინფორმაციით, 2 აპრილს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა. მოგვიანებით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ამის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.

"ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მთავრობის კანცელარიაში გამართეს შეხვედრა, რომლის შემდეგაც მინისტრებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."