დავით ქევხიშვილი - რასაც ვებრძოდით აქამდე, ისევ ხდება

დავით ქევხიშვილი - რასაც ვებრძოდით აქამდე, ისევ ხდება

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 17 პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო. დავით ქევხიშვილს 100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დანარჩენებს 400-400 ლარის ოდენობით.

"გულსატკენია ის, რომ რასაც ვებრძოდით აქამდე მეც და თითოეული ჩემი თანაგუნდელიც, როგორც ყვარლის რაიონში, ისე საქართველოში, ისევ ხორციელდება, ისევ ხდება ზეწოლა საკრებულოზე და შესაბამისად, ესენიც ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას. ეს არის ყველაზე გამაღიზიანებელიც და საწყენიც. ამის მიუხედავად, აუცილებლად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილმა გამგებელმა დავით ქევხიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

პოლიციამ დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად კიდევ 17 პირი, ძირითადად "ქართული ოცნების" აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 25 აპრილს, დილით დააკავა. ყვარლის გამგებლის გარდა, მასთან ერთად დაკავებულ 17 პირს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლთან ერთად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, 173-ე მუხლით ედებოდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა