პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერა ქობალიას სინტაქსურ-ორთოგრაფიული მასტერკლასი
ვერა ქობალიას სინტაქსურ-ორთოგრაფიული მასტერკლასი

მი­ნის­ტრის პოსტზე ხმა­უ­რი­ა­ნი და პომ­პე­ზუ­რი და­ნიშ­ვნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ვერა ქო­ბა­ლი­ამ, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ამო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვად მი­იჩ­ნევს, სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს ასე­თი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლით მი­მარ­თა: "ეროვ­ნულ სა­ა­გონ­ტოს? 2-3 ივ­ლისს ბა­ქოს დღე­ვე­ბი ემ­თხვე­ვა თუ არა ჩემ ვი­ზიტს".

სან­დო წყა­როს ცნო­ბით, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წე­რილ­ზე დიდ­ხანს იმ­ტვრი­ეს თავი, შემ­დეგ კი მიხ­ვდნენ, რომ მი­ნის­ტრის მი­მარ­თვის ად­რე­სა­ტი ეროვ­ნუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ა­გენ­ტო იყო, უად­გი­ლო კი­თხვის ნი­შა­ნი შე­კი­თხვას ნიშ­ნავ­და და რომ მი­ნისტრს სურ­და გა­ერ­კვია, აზერ­ბა­ი­ჯან­ში მისი ვი­ზი­ტი ემ­თხვე­ო­და თუ არა ბა­ქო­ში ჩა­სა­ტა­რე­ბელ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას.

გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზის გამო, ეს წე­რი­ლი სა­მი­ნის­ტროს არც ერთ თა­ნამ­შრო­მელს ხელთ არ მის­ცეს და ჩვენ ამ ორ­თოგ­რა­ფი­ულ-სინ­ტაქ­სუ­რი მარ­გა­ლი­ტე­ბით სავ­სე უს­ტა­რის დედ­ნის მო­პო­ვე­ბა ვერ შევ­ძე­ლით. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ახალ­გაზ­რდა მი­ნის­ტრი, რომ­ლის სუს­ტი წერ­ტი­ლი ღა­მის კლუ­ბებ­ში გარ­თო­ბაა, მწყრა­ლად არის ქარ­თუ­ლი ენის ელე­მენ­ტა­რულ ნორ­მებ­თან და გა­მარ­თუ­ლად წერა-კი­თხვა უჭირს, რაც მის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­საც ეტყო­ბა.

პრე­ზი­დენ­ტი ხში­რად ამა­ყობს, რომ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებ­მა უცხო ენე­ბი იცი­ან, მაგ­რამ რა და­ა­შა­ვა მშობ­ლი­ურ­მა ენამ? ევ­რო­პის რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში და­ნიშ­ნა­ვენ მი­ნის­ტრად პი­როვ­ნე­ბას, თუ ის სა­ხელ­მწი­ფო ენას არ ფლობს?

ამ მოვ­ლე­ნის, სა­კუ­თა­რი ენი­სად­მი აგ­დე­ბუ­ლი და პრო­ვინ­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ გა­ი­ლაშ­ქრა მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა თა­ვი­სი უკ­ვდა­ვი სტრი­ქო­ნე­ბით: "მე ისეთ ქარ­თველს რა ვუ­თხრა, რა ვუ­თხრა ისეთ ამ­ხა­ნაგს, ვინც ვერ ახერ­ხებს ქარ­თუ­ლად წე­რას, კი­თხვას და ლა­პა­რაკს!"

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვერა ქობალიას სინტაქსურ-ორთოგრაფიული მასტერკლასი

ვერა ქობალიას სინტაქსურ-ორთოგრაფიული მასტერკლასი

მინისტრის პოსტზე ხმაურიანი და პომპეზური დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, რომელსაც პრეზიდენტი ქართული ეკონომიკის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევს, სამინისტროს თანამშრომლებს ასეთი შინაარსის წერილით მიმართა: "ეროვნულ სააგონტოს? 2-3 ივლისს ბაქოს დღევები ემთხვევა თუ არა ჩემ ვიზიტს".

სანდო წყაროს ცნობით, თანამშრომლებმა წერილზე დიდხანს იმტვრიეს თავი, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ მინისტრის მიმართვის ადრესატი ეროვნული საინვესტიციო სააგენტო იყო, უადგილო კითხვის ნიშანი შეკითხვას ნიშნავდა და რომ მინისტრს სურდა გაერკვია, აზერბაიჯანში მისი ვიზიტი ემთხვეოდა თუ არა ბაქოში ჩასატარებელ სხვა ღონისძიებას.

გასაგები მიზეზის გამო, ეს წერილი სამინისტროს არც ერთ თანამშრომელს ხელთ არ მისცეს და ჩვენ ამ ორთოგრაფიულ-სინტაქსური მარგალიტებით სავსე უსტარის დედნის მოპოვება ვერ შევძელით. თუმცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა მინისტრი, რომლის სუსტი წერტილი ღამის კლუბებში გართობაა, მწყრალად არის ქართული ენის ელემენტარულ ნორმებთან და გამართულად წერა-კითხვა უჭირს, რაც მის საჯარო გამოსვლებსაც ეტყობა.

პრეზიდენტი ხშირად ამაყობს, რომ სახელმწიფო მოხელეებმა უცხო ენები იციან, მაგრამ რა დააშავა მშობლიურმა ენამ? ევროპის რომელ ქვეყანაში დანიშნავენ მინისტრად პიროვნებას, თუ ის სახელმწიფო ენას არ ფლობს?

ამ მოვლენის, საკუთარი ენისადმი აგდებული და პროვინციული დამოკიდებულების წინააღმდეგ ჯერ კიდევ წლების წინ გაილაშქრა მუხრან მაჭავარიანმა თავისი უკვდავი სტრიქონებით: "მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს!"

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"