პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვენის ტყის ზღაპრები"
"ვენის ტყის ზღაპრები"

დიდი ავ­სტრი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, ვალ­სე­ბის მეფე იო­ჰან შტრა­უ­სი-უმ­ცრო­სი (1825-1899 წწ.), ვისი ერთ-ერთი ვალ­სის სა­ხელ­წო­დე­ბაც (Geschichten aus dem Wienerwald - "ვე­ნის ტყის ზღაპ­რე­ბი") ამ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟის სა­თა­უ­რად გა­მო­ვი­ყე­ნეთ, ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მისი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში, მშობ­ლი­ურ ვე­ნა­ში, ამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი (თა­ნაც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი) მო­იყ­რი­და თავს.

მაგ­რამ დღეს მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­უ­კუ­ნე­ში ზღაპ­რის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა...

რო­დე­საც რე­დაქ­ცი­ი­დან და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლემ, ლელა კი­ლა­ძემ ვე­ნა­ში იმ­შო­ბი­ა­რაო, მივ­ხვდი, ის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უნდა მო­მე­ძებ­ნა და და­მედ­გი­ნა, რა და­უჯ­და თბი­ლი­სის თავ­კაცს ვა­ჟის და­ბა­დე­ბა.

მარ­თა­ლი გი­თხრათ, გა­მიკ­ვირ­და, ბა­ტონ­მა გი­გიმ მე­უღ­ლე ვე­ნა­ში რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნა. ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებს რომ ვუ­ყუ­რებ, სულ გა­ი­ძა­ხი­ან, რომ წინ მივ­დი­ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ცი­ნის დონე უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა და... რა ვიცი, ავ­სტრი­ა­ში მე­უღ­ლის მო­სამ­შო­ბი­ა­რებ­ლად ჩა­მოყ­ვა­ნა ხარ­ჯი არ არის?..

და­ვი­წყე სამ­შო­ბი­ა­როს ძებ­ნა და იმა­საც მივ­ხვდი, რომ გიგი უგუ­ლა­ვა რო­მე­ლი­მე სას­ტუმ­რო­ში იქ­ნე­ბო­და და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი. რაღა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი გა­და­ვა­მოწ­მე.

ბევ­რი ძებ­ნა არ დამ­ჭირ­ვე­ბია, თბი­ლი­სის მერი სას­ტუმ­რო შა­ც­ჰერ-ში ვი­პო­ვე... პირ­ველ რიგ­ში, თვალ­ში მეცა ის, რომ სას­ტუმ­როს შე­სას­ვლე­ლის თავ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ფრი­ა­ლებ­და.

ვი­ფიქ­რე, მარ­ტო გიგი უგუ­ლა­ვას ხათ­რით დრო­შა რო­გორ გა­მო­კი­დეს-მეთ­ქი და მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს კა­ფე­ში დავ­ჯე­ქი ფო­ტო­ა­პა­რატ­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი. სამ­სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ სას­ტუმ­როს­თან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლო­ნა გა­ჩერ­და და მან­ქა­ნე­ბი­დან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ. ისი­ნი ხმა­უ­რობ­დნენ და ზუს­ტად ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც სა­ქართ ვე­ლო­ში.

სას­ტუმ­რო შა­ც­ჰერ-ის წინ მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეკ­რე­ბილ ქარ­თველ­თა­გან ბევ­რი ვი­ცა­ნი. მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი გია ბა­რა­მი­ძე, რო­მე­ლიც ჯერ შე­ვარ­დნა­ძის გუნდში იყო, მერე - ჟვა­ნი­ას­თან, სა­ა­კაშ­ვილ­თან და აგერ, ახლა ვე­ნა­ში გი­გის­თან არის; აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ბათუ ქუ­თე­ლია; სოდ-ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ამ­ჟა­მად კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის შეფი ერეკ­ლე კო­დუა.

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი გიგი წე­რე­თე­ლი. ამას რაღა უნდა, ნე­ტავ, "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვან გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას?!

ერეკ­ლე კო­დუ­ას ჟეს­ტებ­ზე და დგო­მა­ზეც ეტყო­ბო­და, ვინ იყო იქ უფ­რო­სი... გიგი წე­რე­თე­ლი ყვე­ლას უღი­მო­და. აი ის, თავ­და­პირ­ვე­ლად მძღო­ლი რომ მე­გო­ნა, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი გი­ორ­გო­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა - უგუ­ლა­ვას და ერეკ­ლე კო­დუ­ას ავ­ტო­მო­ბი­ლის კარს უღებ­და და თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნებ­და...

გია ბა­რა­მი­ძე დონ კორ­ლე­ო­ნე­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და - ქოლ­გი­თა და სათ­ვა­ლით ისე მოძ­რა­ობ­და, მარ­ლონ ბრან­დო­საც შე­შურ­დე­ბო­და... აი, დი­რი­ჟო­რი და კომ­პო­ზი­ტო­რი ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლიც, რო­გორ გამ­ხდა­რა?!

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ბა­ტო­ნი გი­გის მე­უღ­ლემ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა, სა­დაც 5-დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა 2.890 ევრო ღირს, ამას ემა­ტე­ბა ექი­მის ჰო­ნო­რა­რი - 1.500 ევრო და თუ მშო­ბი­ა­რეს პა­ლა­ტა­ში მარ­ტო ყოფ­ნა სურს, დღე­ში და­მა­ტე­ბით 150 ევრო უნდა გა­და­ი­ხა­დოს.

ანუ, თბი­ლი­სის მერს მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბა, სულ მცი­რე, 5.140 ევრო და­უჯ­დე­ბო­და (ეს მგზავ­რო­ბის, კვე­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხარ­ჯე­ბის ჩა­უთ­ვლე­ლად).

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ტუმ­როს, ქარ­თვე­ლებს Sacher-ში 310-ე, 315-ე, 715-ე და 717-ე ნომ­რე­ბი ჰქონ­დათ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე ძვი­რი, ლუქს-ნო­მე­რი (#717) გიგი უგუ­ლა­ვას ეკა­ვა და ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა დღე­ში 1.180 ევრო უჯ­დე­ბო­და.

სხვა ნომ­რებ­ში ყოფ­ნა კი 750 ევრო ღირ­და. სხვა­თა შო­რის, რო­გორც სას­ტუმ­რო­ში გვი­თხრეს, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ნომ­რე­ბი ბა­ტო­ნი გიგი უგუ­ლა­ვას სა­ხე­ლით იყო და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი...

და­სას­რულ, სას­ტუმ­როს "მერ­სე­დე­სის", "ფოლკს­ვა­გე­ნი­სა" და "ჯი­პის" ეს­კორ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა 5 დღე­ში, შე­სა­ბა­მი­სად, 603, 603 და 892 ევრო ჯდე­ბა. ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში სა­მი­ვე ტი­პის ეს­კორ­ტი იყო.

ლე­ვან ხვე­დე­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ვენის ტყის ზღაპრები"

"ვენის ტყის ზღაპრები"

დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი, ვალსების მეფე იოჰან შტრაუსი-უმცროსი (1825-1899 წწ.), ვისი ერთ-ერთი ვალსის სახელწოდებაც (Geschichten aus dem Wienerwald - "ვენის ტყის ზღაპრები") ამ ფოტორეპორტაჟის სათაურად გამოვიყენეთ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ქვეყნის დედაქალაქში, მშობლიურ ვენაში, ამდენი ქართველი (თანაც მაღალჩინოსანი) მოიყრიდა თავს.

მაგრამ დღეს მაღალი ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო საშუალებების საუკუნეში ზღაპრის რეალობად ქცევაც შესაძლებელი ყოფილა...

როდესაც რედაქციიდან დამირეკეს და მითხრეს, თბილისის მერის, გიგი უგულავას მეუღლემ, ლელა კილაძემ ვენაში იმშობიარაო, მივხვდი, ის სამედიცინო დაწესებულება უნდა მომეძებნა და დამედგინა, რა დაუჯდა თბილისის თავკაცს ვაჟის დაბადება.

მართალი გითხრათ, გამიკვირდა, ბატონმა გიგიმ მეუღლე ვენაში რომ ჩამოიყვანა. ქართულ სატელევიზიო არხებს რომ ვუყურებ, სულ გაიძახიან, რომ წინ მივდივართ, რომ საქართველოში მედიცინის დონე უმაღლეს დონეზეა და... რა ვიცი, ავსტრიაში მეუღლის მოსამშობიარებლად ჩამოყვანა ხარჯი არ არის?..

დავიწყე სამშობიაროს ძებნა და იმასაც მივხვდი, რომ გიგი უგულავა რომელიმე სასტუმროში იქნებოდა დაბინავებული. რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, ძვირად ღირებული სასტუმროები გადავამოწმე.

ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, თბილისის მერი სასტუმრო შაცჰერ-ში ვიპოვე... პირველ რიგში, თვალში მეცა ის, რომ სასტუმროს შესასვლელის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებდა.

ვიფიქრე, მარტო გიგი უგულავას ხათრით დროშა როგორ გამოკიდეს-მეთქი და მოპირდაპირე მხარეს კაფეში დავჯექი ფოტოაპარატმომარჯვებული. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ სასტუმროსთან ძვირად ღირებული ავტომობილების კოლონა გაჩერდა და მანქანებიდან ცნობილი ქართველები გადმოვიდნენ. ისინი ხმაურობდნენ და ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც საქართ ველოში.

სასტუმრო შაცჰერ-ის წინ მდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ქართველთაგან ბევრი ვიცანი. მაგალითად, სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე, რომელიც ჯერ შევარდნაძის გუნდში იყო, მერე - ჟვანიასთან, სააკაშვილთან და აგერ, ახლა ვენაში გიგისთან არის; აშშ-ში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია; სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კრიმინალური პოლიციის შეფი ერეკლე კოდუა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი. ამას რაღა უნდა, ნეტავ, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის წამყვან გვანცა დარასელიას?!

ერეკლე კოდუას ჟესტებზე და დგომაზეც ეტყობოდა, ვინ იყო იქ უფროსი... გიგი წერეთელი ყველას უღიმოდა. აი ის, თავდაპირველად მძღოლი რომ მეგონა, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი აღმოჩნდა - უგულავას და ერეკლე კოდუას ავტომობილის კარს უღებდა და თვალებში შესციცინებდა...

გია ბარამიძე დონ კორლეონესავით გამოიყურებოდა - ქოლგითა და სათვალით ისე მოძრაობდა, მარლონ ბრანდოსაც შეშურდებოდა... აი, დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკა მემანიშვილიც, როგორ გამხდარა?!

როგორც შევიტყვეთ, ბატონი გიგის მეუღლემ კერძო კლინიკაში იმშობიარა, სადაც 5-დღიანი მკურნალობა 2.890 ევრო ღირს, ამას ემატება ექიმის ჰონორარი - 1.500 ევრო და თუ მშობიარეს პალატაში მარტო ყოფნა სურს, დღეში დამატებით 150 ევრო უნდა გადაიხადოს.

ანუ, თბილისის მერს მემკვიდრის დაბადება, სულ მცირე, 5.140 ევრო დაუჯდებოდა (ეს მგზავრობის, კვებისა  და წვრილმანი ხარჯების ჩაუთვლელად).

რაც შეეხება სასტუმროს, ქართველებს Sacher-ში 310-ე, 315-ე, 715-ე და 717-ე ნომრები ჰქონდათ დაქირავებული. ყველაზე ძვირი, ლუქს-ნომერი (#717) გიგი უგულავას ეკავა და ეს სიამოვნება დღეში 1.180 ევრო უჯდებოდა.

სხვა ნომრებში ყოფნა კი 750 ევრო ღირდა. სხვათა შორის, როგორც სასტუმროში გვითხრეს, ზემოაღნიშნული ნომრები ბატონი გიგი უგულავას სახელით იყო დაქირავებული...

დასასრულ, სასტუმროს "მერსედესის", "ფოლკსვაგენისა" და "ჯიპის" ესკორტების მომსახურება 5 დღეში, შესაბამისად, 603, 603 და 892 ევრო ჯდება. ქართული დელეგაციის განკარგულებაში სამივე ტიპის ესკორტი იყო.

ლევან ხვედელიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"