"მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა" - დათო "უძინართა მზიდან" ყოფილი ცოლის შურისძიებასა და დეპრესიაზე

"მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა" - დათო "უძინართა მზიდან" ყოფილი ცოლის შურისძიებასა და დეპრესიაზე

ქართულ ფილმში - "უძინართა მზე" ერთ-ერთ მთავარ როლს დათო კაზიშვილი ასრულებს. ის არაპროფესიონალი მსახიობია, თუმცა, იმდენად კარგად განასახიერა თავისი სეხნია - დათო, რომ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. ბოლო დროს, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი დაინტერესდა, თუ სად არის და რას საქმიანობს. ამ ადამიანზე არაერთი ჭორიც დაიწერა. მაგალითად, ვიღაც ამტკიცებდა, - საზღვარგარეთ ცხოვრობსო, სხვამ დაწერა: გარდაიცვალაო. რეალურად, დათო საქართველოშია და სვეტიცხოველში მსახურობს.

- დათო, ბოლო დროს შენზე ათასნაირი ჭორი გავრცელდა. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- არ ვიცი, რა გითხრა. ალბათ, ტელეეკრანზე რომ არ ვჩანვარ და არც პრესაში იბეჭდება ჩემი სტატიები, ხალხი ათას რამეს იგონებს.

- არაერთ მსახიობს აქვს რამდენიმე როლი შესრულებული და მათ მაინც ვერავინ ცნობს, შენ კი ამ ერთი როლის გამო, რომელიც წლების წინ ითამაშე, ვერ დაგივიწყეს.

- როგორც ჩანს, ეს წარმატებული ფილმისა და ჩემი გმირის - დათოს დამსახურებაა.

- ბევრი ძებნის შემდეგ, მონასტერში გიპოვე. აქ როგორ და რა გზით მოხვედი?

- ცხოვრებამ მომიყვანა. ადამიანებთან ურთიერთობებმა გადამაწყვეტინა, ღმერთის გზაზე დავმდგარიყავი. მყავდა ოჯახი, რომელიც სამწუხაროდ, დაინგრა და ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, ძალზე დავითრგუნე. მერე გული ვეღარაფერს დავუდე და სამსახურიც მივატოვე, სმა დავიწყე. მოგვიანებით, მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მანამდე მონასტერს რამდენიმე დღით ვსტუმრობდი ხოლმე, შემდეგ კი ხანგრძლივად დავრჩი. თავდაპირველად, გელათში ჩავედი, იქიდან ლეჩხუმში გადავედი. ახლა კი თითქმის ერთი თვეა, სვეტიცხოველში ვარ. დაახლოებით წელიწადია, რაც მონასტერში ვცხოვრობ. მორჩილი ვარ. აქ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, მე მესანთლე ვარ ანუ სანთლებს ვქნი.

- მონასტერში წასვლით, სულიერი შვება იპოვე?

- ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ხალხის ჭორი სინამდვილედ იქცეოდა და ალბათ, მართლა მოვკვდებოდი. რა ვქნა, გამიჭირდა ოჯახის დანგრევასთან შეგუება. მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა.

- საბოლოოდ, სასულიერო გზას აირჩევ?

- არ ვიცი. მოძღვარმა მითხრა, არ იჩქარო გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს ძალიან რთული გზააო. ფაქტობრივად, სასულიერო პირი ერისთვის უნდა მოკვდეს, მისთვის მიწიერი არაფერი აღარ უნდა არსებობდეს, მე კი მაინც მაქვს მიწიერი ცხოვრების ინტერესი, რაღაც-რაღაცებს ჯერ ვერ შეველიე. მოკლედ, როგორც მოძღვარი მეუბნება, ახლა გარდატეხის პერიოდი მაქვს, - ასეთი ეტაპი მონასტერში ცხოვრებიდან ერთი წლის შემდეგ იწყებაო. ჩემთვის ძნელი აღმოჩნდა ბევრი რამის უგულებელყოფა. ახლა ის პროცესია, როცა უნდა გაირკვეს, საცხოვრებლად აქ დავრჩები თუ ძველ ყოფას დავუბრუნდები. საერო ცხოვრება დიდი ცდუნებაა, ათასი რაღაც მენატრება.

- არსებობს შანსი, რომ ცოლს შეურიგდე?

- ამის შანსი აღარ არსებობს! მან ოჯახის დანგრევით ძალიან მატკინა გული. ვეღარ ვეტყვი, - მიყვარხარ-მეთქი, რადგან ეს ტყუილი იქნება. მე მიყვარს გოგონა, რომელიც დაქორწინებამდე შემიყვარდა, მაგრამ ახლა ის ჩემთვის აღარ არსებობს.

განაგრძეთ კითხვა

წყარო| gzapress.ge

ფოტო: ჟურნალ "გზის" N17 ნომრის გარეკანი

ბილაინის მხარდაჭერით გამართულ ონლაინ კონფერენციაზე Startup Touch ერთმანეთს სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს, აქსელერატორებსა და ერთმანეთს გაეცნენ

"ოდნავ დაიკლო სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა, რომელიც ყოველდღიურად 100-ს აჭარბებდა" - ამირან გამყრელიძე

რა 5 პრევენციული ზომის დაცვისკენ მოგვიწოდებს ამირან გამყრელიძე -  "ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, გავიჭირვოთ კიდევ, დაახლოებით, ერთი წელი"