ავტორი:

სპეცრაზმმა თავისუფლების მოედანი დატოვა - აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაჰყავთ სხვა საპოლიციო დანაყოფებიც

სპეცრაზმმა თავისუფლების მოედანი დატოვა - აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაჰყავთ სხვა საპოლიციო დანაყოფებიც

სპეცდანიშნულების რაზმმა თავისუფლების მოედანი დატოვა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოხსნილია. ჯერჯერობით თავისუფლების მოედანზე რჩებიან სხვა საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, თუმცა მათ ამ დროისთვის ადგილზე განლაგებულ ავტობუსებში გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები რჩებიან მხოლოდ უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე, მათ შორის ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე.

პოლიციაა მობილიზებული სცენასთან, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ ხვალ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით არის დამონტაჟებული.

პარლამენტის მიმდებარედ რჩება ასევე, წყლის ჭავლის მანქანა.

იხილეთ ასევე: