ავტორი:

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ე.წ. აგენტების კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ე.წ. აგენტების კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით სავარაუდოდ, მსვლელობას გამართავს.

აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილიც შეუერთდა.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

ამასთან, ბანერები წარწერით: “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.