ავტორი:

ფოტოები: "ხანდაზმულ ადამიანებს ვესტუმრეთ "კათარზისში" და ახალი წიგნები მივუტანეთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ფოტოები: "ხანდაზმულ ადამიანებს ვესტუმრეთ "კათარზისში" და ახალი წიგნები მივუტანეთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

"ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში "კათარზისში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ბენეფიციარები წიგნებით დაასაჩუქრეს.

დღეს ამ შესანიშნავ, ხანდაზმულ ადამიანებს ვესტუმრეთ "კათარზისში" და ჩვენი მეგობრის, The Biltmore Tbilisi Hotel - ს დახმარებით ახალი წიგნები მივუტანეთ.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში "ბიბლუსმა" და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება", რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა გიორგი კეკელიძე. საზოგადოება ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას მოემსახურება.