ავტორი:

თავდასხმის მცდელობა მოსკოვზე და თავდასხმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

თავდასხმის მცდელობა მოსკოვზე და თავდასხმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქში წუხელ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხი ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „პირველი ქარხნის“ მიდამოებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივების განცხადებით, აფეთქებების ხმების შემდეგ ნავთობის საცავის ტერიტორიაზე ცეცხლი და კვამლი გამოჩნდა.

“ტელეგრამ“ არხი Astra წერს, რომ ქარხნიდან ღამით თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

  • საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქში, პოდოლსკის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა, - ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება.

"თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკის ურბანულ რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - წერს სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე.

რუსეთის დედაქალაქის მერის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.