ავტორი:

"არაკეთილსინდისიერი ჯო "ჰამასის“ ტერორისტების მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს" - ტრამპი

"არაკეთილსინდისიერი ჯო "ჰამასის“ ტერორისტების მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს" - ტრამპი

არაკეთილსინდისიერმა ჯო ბაიდენმა, იცის თუ არა ეს, განაცხადა, რომ შეუჩერებს იარაღის მიწოდებას ისრაელს, რომელიც ღაზაში "ჰამასის“ ტერორისტების აღმოსაფხვრელად იბრძვის, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი“ კანდიდატი, დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას.

მისი თქმით, ჯო ბაიდენი "ჰამასის“ მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.

"ჰამასმა“ მოკლა ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ჩვილები და ჯერ კიდევ მძევლად ჰყავს ამერიკელები, თუ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მიუხედავად ამისა, არაკეთილსინდისიერი ჯო ამ ტერორისტების მხარესაა. ბაიდენი არის სუსტი, კორუმპირებული და მსოფლიო პირდაპირ III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. გახსოვდეთ - ეს ომი ისრაელში, ისევე, როგორც ომი უკრაინაში, არასდროს დაიწყებოდა, მე რომ თეთრ სახლში ვყოფილიყავი. მაგრამ ძალიან მალე, ჩვენ დავბრუნდებით და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მშვიდობას ძალით!“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.