ავტორი:

"ყველა ლამაზი ქალი იყო დამნაშავის სამიზნეო, წერდა იქაური მედია ფიქრიაზე... დიდი დასაყრდენი დაკარგეს მისმა შვილებმა" - რას ჰყვება სიდნეიში მოკლული ქალის მეგობარი?

"ყველა ლამაზი ქალი იყო დამნაშავის სამიზნეო, წერდა იქაური მედია ფიქრიაზე... დიდი დასაყრდენი დაკარგეს მისმა შვილებმა" - რას ჰყვება სიდნეიში მოკლული ქალის მეგობარი?

ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალის, 55 წლის ფიქრია დარჩიას სიცოცხლე ემსხვერპლა. იმ საბედისწერო დღეს, 13 აპრილს, როცა დანით შეიარაღებული თავდამსხმელი შენობაში შეიჭრა, ფიქრია სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად 6 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, 11 კი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი 9 თვის ბავშვია. ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და დამნაშავის ლიკვიდაცია ადგილზევე მოახერხეს. ის სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა.

  • დამნაშავეს მიზანში ძირითადად ქალები ჰყავდა ამოღებული. ეს ვიდეოკამერებიდანაც ჩანს. 40 წლის ჯოელ ქაუჩის პირველი მსხვერპლიც ქალი იყო. დაცვის თანამშრომელმა მამაკაცმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა ამ დროს მას დამნაშავემ ჭრილობა მიაყენა და ისიც ადგილზე დაიღუპა. ამის შემდეგ სავაჭრო ცენტრში მყოფი სხვა ქალებიც გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც ამბობენ, ლამაზ ქალებს არჩევდა. სამწუხაროდ, თბილისელი ფიქრია დარჩიას მკვლელობა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა:

"თავდამსხმელი ქალებზე იყო ფოკუსირებული და მამაკაცებს ერიდებოდა. არ ვიცით, ამ დროს რაზე ფიქრობდა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, დეტექტივებმა ჯოელ ქაუჩის ყველა ნაცნობი დაჰკითხონ", - ამბობს ადგილობრივ მედიასთან პოლიციის კომისარი. გამოძიება ვარაუდობს, რომ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამაზე ადგილობრივ მედიასთან დამნაშავის მამამ, ენდრიუ ქაუჩიმ ისაუბრა. ის ამბობს, რომ მის შვილს 17 წლიდან შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს და მკურნალობდნენ კიდეც. თუმცა რამდენიმე ხნის წინ მან წამლის მიღება შეწყვიტა და სახლიდან წავიდა, მას შემდეგ მანქანასა და ჰოსტელებში ათევდა ღამეს.

თქვენთვის ის მონსტრია, ჩემს თვალში კი ძალზე ავადმყოფი ბიჭია. მას სურდა შეყვარებული ჰყოლოდა, მაგრამ სოციალიზაცია უჭირდა, არ ჰქონდა შესაბამისი სოციალური უნარები და ამიტომ იმედგაცრუებული, განადგურებული იყო," - ასე უპასუხა ჟურნალისტებს დამნაშავის მამამ. როგორც ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის მინისტრმა რაიან პარკმა აღნიშნა, ჯანდაცვაში არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქაუჩი ახალ სამხრეთ უელსში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო მკურნალობდა.

დაშავებული ადამიანები, რომელთა უმრავლესობა ქალია, კლინიკაში იმყოფებიან და ექიმები მათ გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. ამ უმძიმეს ფაქტს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ენტონი ალბანესის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი "სასტიკი ფორმით გენდერული დაყოფაა, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია". მისი თქმით, ექვსი დაღუპული ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად სავაჭრო ცენტრში მემორიალი აღიმართება.

ფაქტი სიდნეის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ სავაჭრო ცენტრში მოხდა და მთელი ავსტრალია შეძრა ამ ამბავმა, რადგან იქ მასობრივი დანაშაულები ძალიან იშვიათად ხდება. "ის იყო მხატვარი, დიზაინერი, საუბრობდა ქართულად, ინგლისურად და რუსულად. Sydney TAFE-ში სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირებას. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია", - წერს ფიქრია დარჩიაზე იქაური მედია.

ფიქრია დარჩიას საქართველოში ამ დღეებში ჩამოასვენებენ. ავსტრალიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა - ავსტრალიის და საქართველოსი. სიდნეიში საკუთარ ბინაში ცხოვრობდა. თურმე ამ სავაჭრო ცენტრში სიარული ძალიან უყვარდა. საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა.

ფიქრიას მეგობარი იხსენებს:

- კავსაძის ქუჩაზე, მხატვრების ეზოში ერთად გავიზარდეთ, სახელოსნოები ჰქონდათ ჩვენს მშობლებს, ბაბუებს და ბებიებს. ფიქრია ჩემი უახლოესი მეგობარი, მეგობარზე მეტი, ის ჩემი ნაწილი იყო. ერთ ეზოში გაზრდილებმა სამხატვრო აკადემიაც ერთად დავამთავრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლები დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ვცხოვრობდით, მეც ემიგრაციაში ვარ და ისიც სიდნეიში იყო, ჩვენი კავშირი არასდროს გაწყვეტილა. მუდმივად გვქონდა ერთმანეთთან კომუნიკაცია. ამ საშინელმა ტრაგედიამ არაჩვეულებრივი ადამიანი წამართვა. ნიჭიერი მხატვარი იყო, ცნობილი მხატვრების შთამომავალი. შვილებსა და შვილიშვილებზე მზრუნველი. სიტყვები ვერ აღწერს იმ ტკივილს, რაც მისმა ტრაგიკულად დაღუპვამ მომაყენა....წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: