ავტორი:

"გარდაიცვალა მამაჩემი..." - რას წერს ნანიკო ხაზარაძე?

"გარდაიცვალა მამაჩემი..." - რას წერს ნანიკო ხაზარაძე?

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოცქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მამა, რომელსაც ყველა გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია ტელეწამყვანის მამა დემენეციას ებრძოდა. დემენცია ადამიანის ის მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას მსჯელობის და მეხსიერების პრობლემები ექმნება. დემენციის სიმპტომები ნელ-ნელა იწყება და პაციენტის მდგომარეობა თანდათან უარესდება.

ამ თემაზე ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯაროდ და ხმამაღლა საუბრობს, სწორედ ნანიკო ხაზარაძე იყო. ექიმისა და პროფესორის დათო ხაზარაძის შესახებ ის მუდმივად ავრცელებდა ვიდეოებსა და ინფორმაციას. ცნობილი იყო ისიც, რომ დემენეცია მწვავე ფორმებით მიმდინარეობდა - ავადმყოფს დრო, სივრცე, გარემო ჰქონდა არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადექვატური ქცევა, უპირველესად მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.

ტელეწამყვანმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სწორედ ამ საქციელის გამო, საზოგადოების ნაწილი ნანიკოს მკაცრად აკრიტიკებდა.

"პირველად, რასაც ეჯახები, ალბათ შოკია, სანამ გაიაზრებ და გაანალიზებ. მერე ნელ-ნელა იწყებ ამასთან ცხოვრებას, შეგუებას. შემდეგ მოწოდებული ხარ იმისკენ, რომ უკეთ იყოს ყველაფერი, ვიდრე არის. ეს ნაბიჯები ალბათ მეც გავიარე, იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა. უნდა გამეგო ბევრი რამ, რომ ადეკვატური ვყოფილიყავი... ამ გზის გავლა არ იყო ადვილი. დღესაც რთულია ამის ყურება, მაგრამ მოცემულობაა ასეთი, რომელიც რეალობად მივიღე.

ამ დაავადებაზე უკვე იმდენ ინფორმაციას ვფლობ, რომ ვიცი, ყველა ახალი ნაბიჯი რა იქნება. მისი ყოველი მორიგი გამოვლინება ჩემთვის სიახლეა. ამ ყველაფერს ხანდახან სევდით ვუყურებ, ხანდახან იუმორით. აი, ამას მიეძღვნა გუშინწინ მედიკოსების შეხვედრა, სადაც მე ჩემი ისტორიით სპიკერი გახლდით" - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ნანიკო.