ავტორი:

ყველაზე პატარა მკვლელი ბრიტანეთის ისტორიაში: 1999 წელს ჩადენილ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულმა ციხე ახლახან დატოვა - სარა დეივის ისტორია

ყველაზე პატარა მკვლელი ბრიტანეთის ისტორიაში: 1999 წელს ჩადენილ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულმა ციხე ახლახან დატოვა - სარა დეივის ისტორია

ბრიტანეთში გაათავისუფლეს ყველაზე ახალგაზრდა სასტიკი მკვლელი სარა დეივი. ქალმა მეგობართან ერთად 1999 წელს საკუთარ სახლში წამებით მოკლა 71 წლის პენსიონერი, სახელად ლილი. მოხუცი ქალი სასტიკი ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო თინეიჯერმა გოგონებმა (მაშინ სარა 14 წლის იყო, ხოლო მეორე დამნაშავე 15-ის) მისი სხეული ნაგვის ურნაში ჩააგდეს.

სარა დეივი ითვლება ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ახალგაზრდა მკვლელად. ის 14 წლის ასაკში დაუმეგობრდა თავის მომავალ მსხვერპლს, მარტოხელა მოხუცს, რომელიც მანჩესტერში ცხოვრობდა.

დაზარალებულმა თავისი მკვლელები ჩაიზე მიიწვია

პენსიონერმა იმ დღეს სარა და მისი მეგობარი ჩაიზე დაპატიჟა. გოგონებმა მოხუცს დანით ღრმა ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ კი დაახრჩვეს. მოგვიანებით კი მისი ცხედარი ქუჩაში მდებარე ნაგვის ურნაში ჩააგდეს.

მომხდარის შემდეგ ისინი პენსიონერის სახლში დაბრუნდნენ, ასობით ადამიანს დაურეკეს მისი ტელეფონიდან და დაზარალებულის პენსია ჩიფსებსა და შოკოლადში დახარჯეს.

სასამართლომ არასრულწლოვან მკვლელს განუსაზღვრელი ვადით სასჯელი შეუფარდა. მოსამართლემ ჩადენილ დანაშაულს "წარმოუდგენელი ბოროტება" უწოდა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სპეციალურ კომისიას მიანდო. კომისიამ შვიდჯერ გაუშვა პატიმრობიდან ახალგაზრდა კრიმინალი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ციხეში დაბრუნდა, პირობით ვადამდე გათავისუფლების წესის დარღვევის გამო.

ის ციხეში ყოველთვის პროვოკაციულად იქცეოდა, იცვამდა გამომწვევად და იკეთებდა მკვეთრ მაკიაჟს. როგორც მედია წერს, ამით სურდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მისთვის დასჯა და დაგმობა არაფერს ნიშნავდა.

სხვათა შორის, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქალს ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარს ეუბნებოდნენ, გახდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მის ორგანიზმში აღმოაჩინეს და ციხეში ყოფნის დროს უკანონოდ მოიპოვა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულება აცხადებს, ამჟამად გათავისუფლებული სარა დეივი მთელი სიცოცხლის მანძილზე პოლიციის ყურადღების ქვეშ იქნება და კანონის დარღვევის შემთხვევაში მას ისევ დააპატიმრებენ. თუმცა ეს არ ამშვიდებს საზოგადოებას.

ბრიტანეთის მაცხოვრებლები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეხვდნენ ქუჩაში სასტიკ დამნაშავეს, რომელმაც დანაშაული არ მოინანია. ხალხს სჯერა, რომ ის მთელი ცხოვრება საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს.