ავტორი:

"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად "ჩაუშვა" ბიძინა... მისი ფრაზა სინამდვილეში გზავნილია დასავლეთისთვის, რომ ამას ბიძინა აკეთებს, ჩვენ არ შეგვეხოთო" - გია ხუხაშვილი

"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად "ჩაუშვა" ბიძინა... მისი ფრაზა სინამდვილეში გზავნილია დასავლეთისთვის, რომ ამას ბიძინა აკეთებს, ჩვენ არ შეგვეხოთო" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მამუკა მდინარაძემ სინამდვილეში ამ კომენტარით დასავლეთს გზავნილი გაუკეთა.

ამ თემას ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება,

"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად "ჩაუშვა" ბიძინა, "შეტენა" რა მას მთელი პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესზე. ფრაზა "ივანიშვილის ხელმძღვანელობით სულიერად გადარჩენა" ამ ვირეშმაკების პირიდან, თითქოს განადიდებს ივანიშვილს, სინამდვილეში კი გზავნილია დასავლეთისთვის - “ჩვენ პატარა ხალხი ვართ, ამას ბიძინა აკეთებს. ის გაკოჭეთ, ჩვენ არ შეგვეხოთო" - წერს ხუხაშვილი.

მამუკა მდინარაძემ გუშინ ამერიკელი პოლიტოლოგის, ფრენსის ფუკუიამას განცხადება შეაფასა. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა თეთრს და შავს ძალიან კარგად არჩევს.

"რეალურად, რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმემ ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ შიგნით, ბიძინა ივანიშვილის არის მეცენატი, შემოქმედი და უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკოსი, რომელმაც ეს ქვეყანა მართლა გადაარჩინა. კაცმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურადაც და ახლა ყველა ერთად მისი ხელმძღვანელობით ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ ეს ქვეყანა გადაჭარბების გარეშე. ვიღაცა რომ გამოხტება და რაღაცებს დააბრალებს, არ გვაინტერესებს, არ არის საინტერესო. როცა ადამიანი აკეთებს სიკეთეებს და უნდათ, რომ იმას ბოროტის იარლიყი მიაწებოს, ამაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. ბოროტის იარლიყის მიწებება კეთილისათვის არის უდიდესი ბოროტება. კეთილს და ბოროტს, თეთრს და შავს ამ ქვეყანაში არჩევს საზოგადოება ძალიან კარგად," - განაცხადა მდინარაძემ.