ავტორი:

მედდა რობოტები ხანდაზმულთა დასახმარებლად - ეს უკვე რეალობაა: "მათ საკვების მომზადება და ადამიანებისთვის ტანსაცმლის გამოცვლაც შეეძლებათ"

მედდა რობოტები ხანდაზმულთა დასახმარებლად - ეს უკვე რეალობაა: "მათ საკვების მომზადება და ადამიანებისთვის ტანსაცმლის გამოცვლაც შეეძლებათ"

ექსპერტი, რომელიც გუნდთან ერთად ჰუმანოიდი რობოტის შექმნაზე მუშაობდა, აცხადებს, რომ მათ მედდების მომავლის შეცვლა შეუძლიათ. მისი თქმით, ჰუმანოიდი, სახელად Draco 3, განსაკუთრებით მოხუცების მოვლაში "იყოჩაღებს".

ჰუმანოიდი რობოტი Draco 3-ის დემონსტრაცია ტეხასის შტატში გაიმართა. სესიას ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ლუის სენტისი თავის სამ კოლეგასთან ერთად გაუძღვა. მან იმედი გამოთქვა, რომ რობოტები მომავალში საზოგადოების დამხმარეებად იქცევიან:

"ვფიქრობ, რობოტების მიერ მედდების საქმის შესრულება საკმაოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს".

Draco 3

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რობოტების უნარი, ადამიანებს სახლში მოუარონ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია:

"ამას პირადი პერსპექტივიდან ვამბობ. საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავები გვყავდა და ძალიან გვიჭირდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, მაშინაც კი, თუ ექთნები 24 საათი მათთან იყვნენ. ხშირად ექთნები მათ მდგომარეობას ბოლომდე არ გვიმხელდნენ, რადგან იმაზე ღელავდნენ, რომ ნათესავების მოსანახულებლად წელიწადში 10-ჯერ გვიწევდა ოკეანის გადაღმა გადაფრენა".

  • სენტისმა ახსნა, რომ თუ დაავადებულებზე ზრუნვა რობოტებს ჩაბარდებით, ისინი დაუფარავად მოახსენებენ ოჯახის დანარჩენ წევრებს მათ მდგომარეობას.
ჰუმანოიდი რობოტი "დეზდემონა"

პროფესორმა იმაზეც ისაუბრა, როგორ დაეხმარებიან ჰუმანოიდები ავადმყოფებს სახლის სამუშაოს შესრულებაშიც.

სამედიცინო დახმარებასთან ერთად, მათ საკვების მომზადება და ადამიანებისთვის ტანსაცმლის გამოცვლაც შეეძლებათ. მას სჯერა, რომ ჰუმანოიდ რობოტებს ხანდაზმულთა დასახმარებლად ყველა ამ უნარის შესწავლა შეუძლიათ.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა