ავტორი:

კიევში აფეთქებების ხმა ისმის, გამოცხადდა საჰაერო განგაში - როგორია ვითარება უკრაინის დედაქალაქში

კიევში აფეთქებების ხმა ისმის, გამოცხადდა საჰაერო განგაში - როგორია ვითარება უკრაინის დედაქალაქში

კიევსა და უკრაინის რამდენიმე სხვა ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"დედაქალაქში აფეთქებებია, სასწრაფოდ გადადით თავშესაფრებში!“ - მიმართა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქის მოსახლეობას.

საჰაერო ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ კიევის მიმართულებით რაკეტა დაფიქსირდა და საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში სულ მცირე ორი აფეთქების ხმა გაისმა.