ავტორი:

მხრებს ქვემოთ პარალიზებულმა პაციენტმა, რომელსაც მასკის კომპანიამ ტვინში ჩიპი ჩაუნერგა, ჭადრაკი ითამაშა - "ადამიანის ტვინი კომპიუტერს უკავშირდება და..."

მხრებს ქვემოთ პარალიზებულმა პაციენტმა, რომელსაც მასკის კომპანიამ ტვინში ჩიპი ჩაუნერგა, ჭადრაკი ითამაშა - "ადამიანის ტვინი კომპიუტერს უკავშირდება და..."

ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა 9 წუთიან ლაივ სტრიმში აჩვენა, რომ მათი პირველი პაციენტი კომპიუტერზე კურსორს იმპლანტირებული ჩიპის საშუალებით ამოძრავებს.

X-ზე ლაივ სტრიმი გაიმართა, რომელშიც მხრებს ქვემოთ პარალიზებული ნოლანდ არბო ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ კურსორს იყენებს. მას Neuralink-მა ჩიპის იმპლანტი იანვარში ჩაუნერგა. კომპანიის მიზანია, რომ ადამიანის ტვინი კომპიუტერებთან დააკავშიროს, რათა ნოლანდის მსგავს პაციენტებს რთული ნევროლოგიური მდგომარეობის დაძლევაში დაეხმარონ.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="zxx" dir="ltr"><a href="https://t.co/OMIeGGjYtG">https://t.co/OMIeGGjYtG</a></p>&mdash; Neuralink (@neuralink) <a href="https://twitter.com/neuralink/status/1770563939413496146?ref_src=twsrc%5Etfw">March 20, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

პრეზენტაციის დროს არბომ თქვა, რომ იმპლანტის ოპერაცია ძალიან მარტივი იყო. პაციენტმა ისიც აღნიშნა, რომ ტვინის იმპლანტით მან ვიდეო თამაშიც ითამაშა:

"Neuralink-მა საშუალება მომცა, რომ კიდევ ერთხელ გამომეცადა ეს. ზედიზედ 8 საათის განმავლობაში ვთამაშობდი." თუმცა მან დასძინა, რომ ახალი ტექნოლოგია არ იყო სრულყოფილი და გარკვეულ პრობლემებს მაინც წააწყდნენ.

Neuralink-მა FDA-სგან ჩიპების ადამიანებზე ტესტირების დაწყების ნებართვა 2023 წელს მიიღო. ის ერთ-ერთი მზარდი კომპანიაა, რომელიც ამ ტექნოლოგიის დახვეწას და საბოლოოდ კომერციალიზაციას გეგმავს.

აღსანიშნავია შვეიცარიის ლოზანაში მდებარე École Polytechnique Fédérale-ც, რომელმაც წარმატებით მოახერხა პარალიზებული პაციენტ გერტ-იან ოსკამისთვის მოძრაობის შესაძლებლობა მიეცა. მანაც, ნოლანდის მსგავსად, მოძრაობა მხოლოდ ფიქრების საშუალებით მოახერხა. მას ტვინსა და ხერხემალზე ელექტრონული იმპლანტები დაუყენეს, რომლებიც მის ფეხებსა და ტერფებს აზრებს უსადენოდ გადასცემენ. ამ გარღვევის დეტალები გასულ წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა