ავტორი:

მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნის“ ფასი აქციის ფარგლებში 10 ლარია

მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნის“ ფასი აქციის ფარგლებში 10 ლარია

სერიის - "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“, მეორე გამოცემა თანამედროვე კანადელი მწერლის მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნია“.

ამჟამად "მხევლის წიგნი“ "პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, წინასწარი შეკვეთით არის ხელმისაწვდომი, "ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში კი 18 მარტიდან გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ გამომცემლობამ წინასწარი შეკვეთების ჩაბარება უკვე დაიწყო.

ონლაინ გაყიდვების პერიოდსა და მაღაზიებში გამოჩენიდან 1 კვირის განმავლობაში წიგნის სპეციალური ფასი 10 ლარია. აქციის დასრულებამდე კი სულ რაღაც 10 დღე რჩება.

"მხევლის წიგნი“ 1985 წელს გამოქვეყნდა და მკითხველისა და კრიტიკოსების ყურადღება სწრაფად მიიპყრო თავისი შინაარსის, თხრობის დამახასიათებელი მანერისა და სოციალური და პოლიტიკური საკითხების თანამედროვეობასთან რელევანტურობის გამო.

წიგნი მსოფლიო ბესტსელერად რჩება. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც.

"მხევლის წიგნის’ შესაძენად მიჰყევით ბმულს.

(R)